იოლა – უგემრიელესი შოკოლადის რულეტია, რომელიც იდეალურია დღესასწაულების დროს. დაამზადეთ შოკოლადის რულეტი “იოლა” თქვენს დღესასწაულზე და სტუმრების წასვლის შემდეგ შეამჩნევთ რომ თეფშზე არცერთი ნაჭერი არ დარჩა.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- 120 გრ გახეხილი შოკოლადი
- 6 დიდი კვერცხი ( ცილები ცალკე ჯამში და გულები–ცალკე )
- 1/4 ჭიქა და 2 ს.კ შაქრის კუბები ან შაქრის პუდრა
- 3/4 ჩ.კ ღვინის ქვა
შოკოლადის კრემისთვის:
- 1 ჭიქა (240 მლ ) კარგად ათქვეფილი ნაღები
- 1/2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი
- 3 ს.კ შაქრის კუბები ან შაქრის პუდრა
- 2 ს.კ კაკაოს ფხვნილი
ზემოდან მოსასხმელი:
- 250 გ გახეხილი შავი შოკოლადი
- ერთი ჭიქა ცხიმიანი ნაღები
დამზადება:
ნაბიჯი 1:
გავახუროთ ღუმელი 177º C .
ნაბიჯი 2:
40×30 სმ. ზომის ფორმაზე წაუსვით ცხიმი, შემდეგ დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მასაც წაუსვით ცხიმი.
ნაბიჯი 3:
ჯამში ნახევარზე ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ. შემდეგ ცეცხლს ცოტა ჩავუწიოთ. ჯამში ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი და გავალღოთ და შემდეგ ცოტა ხანი გავაციოთ.
ნაბიჯი 4:
ცალკე ჯამში ჩავყაროთ 1/4 ჭიქა შაქარი და კვერცხის გულები და ავთქვიფოთ მიქსერით 5 წუთის მანძილზე, სანამ კვერცხის გულები არ გახდება ფუმფულა.
ნაბიჯი 5:
დავამატოთ ვანილი და ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ გამდნარი შოკოლადი და ვურიოთ სანამ შოკოლადი არ შეერევა.
ნაბიჯი 6:
ავთქვიფოთ ცალკე ჯამში კვერცხის ცილები მიქსერით. როცა მასა გახდება თეთრი ქაფივით, დაამატეთ ღვინის ქვა და ავთქვიფოთ კვერცხის ცილა დიდი სიჩქარით. ნელ–ნელა დაამატეთ დარჩენილი 2 სადილის კოვზი შაქარი, სანამ მასა არ გახდება მბზინავი.
ნაბიჯი 7:
შევურიოთ კვერცხის გულის მასა და კვერცხის ცილის მასა. არ აურიოთ ეს მასები დიდხანს, რადგან ცომი დაჯდება.
ნაბიჯი 8:
გადავიტანოთ ცომი გამზადებულ ფორმაში. გამოვაცხოთ ტორტი 15–17 წუთის მანძილზე. გააცივეთ ტორტი და დააფარეთ სუფთა, ნამიანი ხელსახოცი.
ნაბიჯი 9:
აურიეთ შოკოლადის კრემის ყველა ინგრედიენტი ერთად ცივ ჯამში. ათქვიფეთ სანამ მასა არ დაემსგავსება ნაღებს.
ნაბიჯი 10:
გაციებულ რულეტს წავუსვათ შოკოლადის კრემი და ორი ს.კ კრემი შემდეგისთვის. დაახვიეთ ცომი ხის მორის ფორმაზე. რულეტი შეიძლება გასკდეს, მაგრამ ის არ უნდა დაიშალოს.
ნაბიჯი 11:
მოაჭერით რულეტს ერთ–ერთი ბოლო მხარე და გადადეთ ცალკე. დადეთ რულეტი თეფშზე გადახვევული მხარით და მიაბით მოჭრილი ნაჭერი დარჩენილი ორი ს.კ შოკოლადის კრემით.
ნაბიჯი 12:
ზემოდან მოსასხმელის ინგრედიენტები გააცხელეთ გაზზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ ჩავყაროთ შოკოლადი. ჩავასხათ შოკოლადის კრემი ჯამში და დავაფაროთ პოლიეთილენი. გავაციოთ რამდენიმე საათის მანძილზე.
ნაბიჯი 13:
ავთქვიფოთ გაციებული შოკოლადის მოსასხმელი მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. წავუსვათ შოკოლადი რულეტს. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. გააცივეთ ერთი საათის განმავლობაში.
რულეტი მზადაა! შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ყავასთან ერთად!
You must log in to post a comment.