როგორ დავდგეთ სკეიტბორდზე?

  • SpaceBornLight
  • November 11, 2015
  • 0

სკეიტი“სკეიტბორდინგი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ექსტრემალური სპორტის სახეობაა. მსოფლიოში მრავალი მიმდევარი ჰყავს ამ სპორტს. არსებობენ როგორც პროფესიონალი ისე მოყვარული სკეიტბორდისტები. თუ გადაწყვეტთ, რომ გინდათ მათ რიცხვში იყოთ და ისწავლოთ სკეიტბორდზე დგომა, წინამდებარე სტატია დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ნაწილი 1
შესავალი
1. შეარჩიეთ სკეიტბორდი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე.
სკეიტბორდი არის ორნაირი: გრძელი და კლასიკური.
კლასიკური სკეიტბორდი
არის მრუდე ფორმის, აქვს ჩაზნექილი ზედაპირი იმისათვის, რომ დაგეხმაროთ ტრიუკების გაკეთებაში. ეს არის სკეიტი, რომელიც დაგჭირდებათტრიუკების სასწავლად და შემდგომში დასახვეწად.
გრძელი სკეიტბორდი
აქვს გრძელი და ბრტყელი ფორმა. სიგრძე ვარირებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კლასიკურ სკეიტზე ორჯერ უფრო დიდი ზომისაა, რაც ხდის უფრო მარტივ სამართავს, სტაბილურს და შესაბამისად დამწყებთათვის იდეალურ ვარიანტს. თუმცა ამ ტიპის სკეიტბორდით ვერ გააკეთებთ ისეთ ტრიუკებს, როგორსაც კლასიკურით, სასეირნოდ, მაღლობიდან დასაშვებად და უბრალოდ ქალაქში გადასაადგილებლად მშვენიერი საშუალებაა.
2. შეარჩიეთ შესაბამისი ფეხსაცმელი.
ფეხსაცმლის შერჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, სასურველია შეიძინოთ ე.წ. “სკეიტშუზი”. ასეთი ტიპის ფეხსაცმელს აქვს მაგარი და ბრტყელი ძირი, რომელიც იდეალურია მოჭიდებისა და სკეიტზე მყარად დგომისთვის.
3. უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა.
თავდაპირველად, როდესაც დაიწყებთ სკეიტზე დგომას, უნდა იცოდეთ, რომ დიდი ალბათობით დაეცემით და შესაძლოა რამე დაიზიანოთ ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ჩაფხუტის, სამუხლეების, ხელთათმანებისა და იდაყვების დამცავების შეძენა, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული დაზიანება.
4. იპოვეთ შესაბამისი ადგილი სამეცადინოდ.
თავისუფალი პლატფორმა, ტრასა, ან ცარიელი ავტოსადგომი შესაფერისი ადგილებია იმისათვის, რომ სცადოთ სკეიტბორდზე დგომის პრაქტიკული მხარის გამოცდა. დარწმუნდით, რომ ახლო-მახლო არ არის ისეთი რამეები რაც ხელს შეგიშლით გადაადგილებაში, მაგალითად: კენჭები, გუბეები, ორმოები და ა.შ.

სკეიტერი გოგო
5. თუ იცნობთ ისეთ ვინმეს ვინც ერკვევა მოცემულ საკითხში, სთხოვეთ მოგცეთ რჩევები.
თუ გყავთ მეგობარი, რომელიც ე.წ. “სკეიტერია” ან ცოტა რამ მაინც გაეგება სკეიტბორდზე დგომაში, მაშინ ნუ მოგერიდებათ მისთვის თქვენთვის საინტერესო კითხვების დასმა, მისი გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.

ნაწილი 2
საბაზისო ცოდნაში დაოსტატება.
1. სათანადოდ დადექით დაფაზე.
დადეთ დაფა მყარ, სწორ ზედაპირზე და დადექით მასზე ისე, რომ ფეხები მხრების სიგანეზე გქონდეთ.
გადაიხარეთ წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, სკეიტის დაფა თქვენი მოძრაობის საპირისპიროდ იმოქმედებს, ამიტომ საჭიროა დაიცვათ ბალანსი და წონასწორობა, რათა არ გადმოვარდეთ, თუ პირველ ჯერზე არ გამოგივიდათ, არაუშავს, სცადეთ კიდევ ერთხელ და ნელ-ნელა მიეჩვევით სკეიტზე დგომას და მასზე სხეულის ბალანსს.
2. სცადეთ ადგილიდან დაძვრა.
დადგით ერთი ფეხი დაფაზე, დაფის პარალელურად, მეორე ძირს და მსუბუქად უბიძგეთ, არაა საჭირო თავიდანვე მაღალი სიჩქარის აკრეფა, ნელა და თანაბრად გააგორეთ დაფა და შეინარჩუნეთ წონასწორობა.
ინერციის აღების შემდეგ, მეორე ფეხიც დაფაზე დადგით, უკანა ბორბლების თავზე, თუ საჭიროა მოიხარეთ მუხლებში ბალანსის დასაცავად.
3. სცადეთ მანევრირება.
დაფის სრული კონტროლისთვის აუცილებელია ისწავლოთ მოხვევა და ბრუნი. ამისათვის საჭიროა საკუთარი წონა გადაიტანოთ უკანა ფეხზე, დაჭიმოთ წვივი და სასურველი მიმართულების მხარეს დააწვეთ დაფას ამასთანავე მთლიანი ტანით ოდნავ გადაიხაროთ მის მიმართულებით.
მთავარია საყრდენი წერტილის შენარჩუნება და ისევ და ისევ წონასწორობის დაცვა.

სკეიტერები
4. სცადეთ ფეხების შენაცვლება.
მას შემდეგ რაც კომფორტულად იგრძნობთ თავს დაფაზე, ახერხებთ წონასწორობის დაცვას და შეგიძლიათ თავისუფლად გადაადგილება, დროა შეისწავლოთ ფეხის შენაცვლება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მარჯვენა და მარცხენა ფეხების ადგილების გაცვლა. თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეთ, გადმოვარდეთ კიდეც, მაგრამ თუ პირველი ნაწილის 3 პუნქტი გაითვალისწინეთ სერიოზულად არ დაშავდებით და სანაცვლოდ აითვისებთ მნიშვნელოვან უნარს სკეიტის დაფის კონტროლის საკითხში, ვგულისხმობ სკეიტის ორივე ფეხით თანაბარ მართვას.
5. ისწავლეთ სწორად დაცემა.
ადრე თუ გვიან, სკეიტიდან აუცილებლად გადმოვარდებით, ვარდნა, სკეიტზე დგომის განუყრელი ნაწილია, თუმცა ნუ შეშინდებით. თუ სათანადო აღჭურვილობა გაქვთ და იცით სწორად დაცემა შეძლებთ დაცემისგან მიღებული ზიანის შემცირებას.
გაშალეთ ხელები, თუმცა მოადუნეთ და არ დაჭიმოთ, ასე შეამცირებთ მაჯის, მტევნის და წინამხარის ძვლების მოტეხვის რისკს დაცემის შემთხვევაში.
გადაბრუნდით დაცემის დროს, პირდაპირ დაცემისგან განსხვავებით, გადაბრუნებისას ნაკლებად იტკენთ სხეულის სხვადასხვა ნაწილს.
გადმოხტით დაფიდან თუ გრძნობთ, რომ კარგავთ კონტროლს. თუ დაფა ზედმეტად ჩქარა მიდის და ვეღარ მართავთ მას, გადმოხტით, დადექით ფეხებზე ან გადაბრუნდით.

6. უყურეთ გამოცდილ სკეიტბორდისტებს და აითვისეთ მათგან სხვადასხვა საჭირო ინფორმაცია.
იპოვეთ სხვა სკეიტბორდისტები და სცადეთ მათთან ერთად სკეიტზე დგომა. უყურეთ მათ, შეისწავლეთ მათი მოძრაობა, მათი ტექნიკა. ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მოგცენ რჩევები და გასწავლონ სხვადასხვა ილეთები.
ეს დაგეხმარებათ გაიგოთ მეტი სკეიტზე დგომის შესახებ და შემდგომში დახვეწოთ საკუთარი შესაძლებლობები.

გმადლობთ ყურადღებისთვის.
იმედია მცირედით მაინც დაგეხმარებათ მოცემული ინფორმაცია სასურველი შედეგის მიღწევაში.
გისურვებთ წარმატებას.

მოცემული სტატია მომზადებულია wikihow.com-ზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

Previous «
Next »

Leave a Reply