როგორ დავეხმაროთ ბავშვს მაღალი სიცხის დროს?

  • commail.comedyin
  • აპრილი 1, 2014

მაღალი სიცხე ბავშვებშიმაღალი სიცხე ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია, ბოლო პერიოდში გახშირებული ვირუსებიდან გამომდინარე. ახალგაზრდა მშობლები ხშირად დგებიან ისეთი პრობლემის წინაშე, როცა მოულოდნელად ბავშვს აუწევს ტემპერატურა. რა თქმა უნდა გასინჯვა და მკურნალობის დანიშვნა ექიმის მოვალეობაა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ექიმის ჩარევა ვერ ხერხდება, ქალაქგარეთ იმყოფებით ან მსგავს სიტუაციაში. რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში პანიკაში ნუ ჩავარდებით და დაიწყეთ მოქმედება შემდეგნაირად:

მაღალი სიცხე ბავშვებში

ბავშვი და თერმომეტრიმაღალი ტემპერატურის ფონზე იცვლება ბავშვის საქციელი, ხდება უფრო აგრესიული, მოუსვენარი, უყურადღებო და მთლიანად ეკარგება მადა. ყურადღება მიაქციეთ კანის ფერს, კანი ან გაწითლდება ან პირიქით, ფერს დაკარგავს – გაფითრდება. მაღალი ტემპერატურა დაავადება არ არის, ის მხოლოდ რომელიმე დაავადების გამწვავების სიმპტომია. ჩვეულებრივ მაღალ ტემპერატურას ბავშვებში იწვევს მწვავე რესპირატორული (ვირუსული) დაავადებები, ალერგიის გამწვავება, ქრონიკული დაავადებები და ბავშვის ორგანიზმში ენდოკრინული ცვლილებები.

მაღალი სიცხე ბავშვებშიექიმის კვალიფიციური დახმარება აუცილებელია. ქვემოთ ჩამოთვლილი ზომების მიღება შეუმსუბუქებს ბავშვს მდგომარეობას. ყურადღება მიაქციეთ გარემოს ტემპერატურას, რადგან სიცხის აწევა შეიძლება გამოწვეული იყოს სითბური ეფექტით ან მზის დაკვრით. სიცხის დამწევად გამოგადგებათ აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფენი, ანალგინი და სხვა სიცხის დამწევი საშუალებები. არ მიმართოთ თვითმკურნალობას და ექიმის დანიშნულების გარეშე არ მისცეთ სხვა პრეპარატები.

სიცხის გაზომვათუ ბავშვის ტემპერატურა თანდათან იწევს და 38 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის დაუყოვნებლივ საჭიროებს კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას. ექიმის მოსვლამდე ბავშვს შეუქმენით მშვიდი გარემო, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მარტო, შუბლზე დაადეთ გრილ წყალში დასველებული პირსახოცი, პერიოდულად განაახლეთ წყალი და შეუცვალეთ პირსახოცი. მაღალი სიცხის პირობებში შესაძლებელია ბავშვს დაეწყოს კრუნჩხვა, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის.

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.