როგორ დავიკლოთ წონაში ლიმნის წვენით?

  • sweetlanuka
  • August 9, 2017
  • 0

ლიმონის დიეტაამ დიეტის პრინციპი ძალზედ მარტივია. უბრალოდ ყოველ დილით უზმოზე უნდა მიიღოთ 0,5 ლიტრი ნადგამი წყალი შეზავებული ნახევარი ლიმნისაგან  ახლად გამოწურული წვენით. თუ ვივარჯიშებთ და ჯანსაღად ვიკვებეთ ეს მეთოდი უმოკლეს დროში ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს. ამ მეთოდის მეშეობით 10 დღეში 2-5 კგ დაკლება შეგვიძლია.

ლიმონი დადებითად მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მისი მჟავა მომნელებელი სისტემის ძალიან კარგი სტიმულატორია. იგი კუჭის მჟავიანობას აუმჯობესებს და ამით ხელს უწყობს კალციუმის უკეთ შეწოვას, რაც თავის მხრივ უჯრედებში ენაცვლება ცხიმს. აგრეთვე იგი მდიდარია C-ვიტამინით, რომელიც გვესაჭიროება იმუნიტეტის ასამაღლებლად.

გამოკითხვების შედეგად ჩვენს ქვეყანაში ლიმნის დიეტა პოპულარობით სარგებლობს.

ლიმნის დიეტას გარკვეული უკუჩვენებები აქვს, თუ ადამიანს აქვს კუჭთან დაკავშრებული პრობლემები , მისთვის სასტიკად აკრძალულია ეს მეთოდი.

აგრეთვე, ლიმნის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს გარკვეული უსიამოვნოებები. შეიძლება ენა გაგვითეთრდეს ან გაგვიჩნდეს არასასიამოვნო სუნი. ამიტომ, როგორც ვხედავთ ხანგძლივი დროის განმავლობაში ამ მეთოდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ასევე გაითვალისწინეთ რომ ლიმნის წვენის მიღება სასურველია საწრუპის მეშვეობით, რათა თავიდან აიცილოთ ტუჩების დახეთქვა.

Previous «
Next »

Leave a Reply

%d bloggers like this: