როგორ დავიცვათ თავი ფრჩხილის სოკოსაგან

  • marinola
  • სექტემბერი 5, 2012

ფრჩხილებიიხმარეთ მხოლოდ საკუთარი ჩუსტები. ძველი ფეხსაცმელი აუცილებლად დაწვით და არ გადაყაროთ, რათა სხვამ არ აიღოს.

ურიგო არ იქნება, გამოცვალოთ ხალიჩები და ფარდაგები.

სოკოს უყვარს ტრამვირებული ფეხები, ამიტომ დროულად უნდა ვუმკურნალოთ დაჟეჟილ და ნატკენ ფეხებს, მოვირჩინოთ კოჟრები.

ფეხშიშველი არ იაროთ აბანოსა და საცურაო აუზში. იქ ყოფნის შემდეგ გულდასმით დაიბანეთ ფეხები საპნით ან დაისხურეთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.

არ იაროთ მთელი დღე ვიწრო და ყელიანი ფეხსაცმლით და ჩექმით.

არ მოიჭრათ ფრჩხილები ძალიან ღრმად.

არ მოიჭრათ კანი ფრჩხილის ძირში, ის იცავს ფრჩხილს სოკოსაგან.

ინკურნება თუ არა სოკო?

რა თქმა უნდა, თუმცა დიდი დრო სჭირდება. მაგალითად, ფეხემზე მკურნალობა გრძელდება 5-დან 12 თვემდე. ხელებზე – 3 თვე.

მკურნალობის მეთოდებია: მალამოები, კრემები და ლაქები.

მეორე – ფრჩხილების მოცილება ქირურგიული გზით ან სალბუნით. (სანამ ფრჩხილი გაიზრდება კანზე უნდა წაისვათ სპეციალური მალამო).

მესამე – მიიღოთ სოკოს საწინააღმდეგო აბები.