როგორ დავიცვათ თავი ჯადოებისაგან?

  • Luka silagadze
  • აპრილი 24, 2019
ჯადო

21-ე საუკუნეში ძალიან გავრცელებულია ჯადო, მაგია, მკითხაობა და ბნელ ძალებთან სხვა მრავალი კონტაქტის საშუალება რაც გამოწვეულია რწმენის ნაკლბობისაგან. ძველად ჯადოქრები ცხოვრობდნენ ბნელ, მიუვალ ტყეებში და ხალხში არ გამოდიოდნენ რადგან მაშინ ძლიერი რწმენა იყო და იცოდნენ რომ ბნელ ძალებთან კავშირი დიდი ცოდვა იყო.

ახლა კი მაგები თუ სატანისტები ღიად გამოდიან და აცხადებენ რომ ხალხს სასიკვდილო ჯადოებს უკეთებენ, ხალხი კი დუმს. ჯადოები ვრცელდება მხოლოდ იმ ხალხზე რომლებსაც არ აქვთ ურთიერთობა ეკლესიასთან და იესო ქრისტესათან.

ჯადოქრები სპეციალური შელოცვებით იმორჩილებენ ბნელ ძალთა იერარქიის დაბალ საფეხურზე მყოფ დემონებს და მართავენ მათ, ამის შედეგად მოქმედებენ მსხვერპლზე, მაგრამ ვერაფერს ვერ აკლებენ მორწმუნეებს რომლებიც დაცულნი არიან იესო ქრისტეს ჯვრით, რადგან ალბათ მოგეხსენებათ რომ დემონები ჯვრის წინაშე დნებიან და იწვიან როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე.

ვერც ჯადოქრები ვერ ამოდიან წყლიდან მშრალები, ალბათ გგონიათ რომ ჯადოქრების ცხოვრება უდარდელია, პირიქით ისინი ამ შელოცვებით აკავებენ ამ დემონებს მსგავსად ჯაჭვისა რათა თვით ჯადოქარი ნაფლეთებად არ აქციონ, მაგრამ ვაი ჯადოქარს დემონებმა თუ აიწყვიტეს.

რაც შეეხება სატანისტებს, ისინიც ავრცელებენ ჭირს, სიკვდილს, ურწმუნოებას, ისინიც ბნელი ძალების დახმარებით, მაგრამ მორწმუნეებს ისინიც ვერ დააკლებენ ვერაფერს

ჯადო – თავდაცვა

ჯადოებისაგან თავის დასაცავად საუკეთესო გზაა ეკლესიური ცხოვრება, ზიარება, აღასარება, მარხვა, ლოცვა და იესო ქრისტესთან ურთიერთობა და თან განიწმინდებით და დაადგებით ჭეშმარიტ გზას.

(დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანეს ცხოვრება).

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.