• Homepage
  • >
  • მოდა
  • >
  • როგორ დავიხვიოთ თმა საწრუპით?

როგორ დავიხვიოთ თმა საწრუპით?

  • ihow.ge
  • April 17, 2019
თმის დახვევა საწრუპით

თმის უთოთი დახვევა არის საკმაოდ რთული და ასევე ამ მეთოდით შეიძლება თმაც კი დაიზიანოთ, “თმის დამხვევები” გვთავაზობენ უფრო მარტივ და უსაფრთხო ვარიანტს საწრუპის მეშვეობით. თმის დახვევა საწრუპით შესაძლებელია ყველა ტიპის თმის შემთხვევაში.

თმის დახვევა საწრუპით

თმის მომზადება

რა დაგვჭირდება: საწრუპი, მაკრატელი, ფართე სავარცხელი, წყლის ბოთლი სპრეით და თმის სამაგრები (მათ შორის ე.წ. “ნევიძიმკები”).

  • საწრუპებს მოაჭერით მოხრილი ბოლოები ისე რომ მან სწორი ფორმა მიიღოს, თუ თქვენ გაქვთ ისეთი საწრუპები რომლებსაც მოხრილი (ზამბარისებრი) ბოლოები არ აქვს და მთლიანად სწორია მაშინ არც არაფრის მოჭრაა საჭირო და არც მაკრატელი;
  • ასევე თუ თქვენს თმას სჭირდება დიდი დრო გაშრობისთვის გაითვალისწინეთ რომ დაგჭირდებათ აბრეშუმის შარფი (თავსაბურავი) თმისთვის დაძინებისას.

გაიშრეთ თმა

არ არის აუცილებელი თმა ახალი დაბანილი იყოს დახვევამდე, მაგრამ თუ დაბანას გადაწყვეტთ მაშინ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაელოდოთ მის გაშრობას.

ეცადეთ არ გამოიყენოთ თმის საშრობი (ფენი) რათა თავიდან ავიცილოთ თმის დაზიანება სითბური ნაკადიდან გამომდინარე.

  • თმის დახვევის ეს მეთოდი მოითხოვს მშრალ თმას თუ თქვენ გსურთ იდეალური შედეგის მიღება, თუ მაინც თქვენი თმა ძალიან დიდხანს ინარჩუნებს ტენიანობას ეცადეთ მაქსიმალურად გააშროთ ის;
  • თუ თქვენი თმა არ იქნება იდეალურად მშრალი და ისე დაიხვევთ მას მაშინ მიიღებთ ე.წ. “Poofy Look”-ს;
  • თუ თქვენი თმა არის ბუნებრივად ტექსტურირებული, მაშინ თქმის გაშრობას ამხელა მნიშვნელობა არ ენიჭება და შეგიძლიათ დაიწყოთ პროცედურა მისი საფუძვლიანად გაშრობამდე.

დატენიანება

დატენიანება შესძენს თქვენს თმას სიცოცხლეს და დაეხმარება მას გაძლოს უფრო დიდხანს. გამოიყენეთ დამატენიანებელი, კონდინციონერის მსგავსად და მას დაუმატეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პროდუქტი, თქვენი თმის ტიპიდან გამომდინარე.

  • თუ თქვენ გაქვთ თხელი თმა გამოიყენეთ მუსი ან სპრეი;
  • თუ თქვენ გაქვთ საშუალო ან სქელი ტალღოვანი თმა მაშინ უნდა აირჩიოთ გელი ან კრემი;
  • თუ თქვენ გაქვთ ე.წ მოდუნებული თმა (relaxed hair) გამოიყენეთ ლოსიონი, თმის კონდიციონერი და აბუსალათინის ზეთი.

თმის დავარცხნა

თმა უნდა დაივარცხნოთ ფართე დაშორების მქონე კბილებიანი სავარცხლით, დავარცხნის შემდეგ მნიშვნელოვანია რომ არ იყოს თმა “აბურდული”, თორემ ეს აბურდული თმა და მისი გამოსწორება კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება შემდეგ ეტაპებზე.

თმის დაყოფა. დაყავით თმა 7-8 სანტიმეტრის სექციებად და შეკარით თმის რეზინით ან სამაგრით. ეს დაგეხმარებათ რომ უკეთ დაგეგმოთ და განახორციელოთ თქვენი თმის დახვევის პროცედურა. დატოვეთ ერთი სექცია შუკრავი (ეს სწორედ ის სექციაა, რომლიდანაც უნდა დაიწყოთ თმის დახვევის პროცედურა).

რამდენ სექციად უნდა დაყოთ თმა ეს უფრო თქვენზეა დამოკიდებული, ის ისე უნდა გადაანაწილოთ რომ კარგად შეძლოთ მასთან მუშაობა, ზოგადად გრძელ ან სქელ თმას უფრო მეტი სექცია სჭირდება ვიდრე მოკლე ან თხელ თმას.

თმის დახვევა

შეარჩიეთ და დაატენიანეთ (დანამეთ) კონკრეტული სექცია, რომლიდანაც აპირებთ თმის დახვევის დაწყებას. ამის შემდეგ შეჩეული სექციიდან გამოყავით თითებით სასურველი რაოდენობის თმა და მოამზადეთ საწრუპზე დასახვევად.

გახსოვდეთ რომ რაც უფრო მეტი რაოდენობის თმას აიღებთ კონკრეტული სექციიდან მით უფრო ნაკლებად დახვეული იქნება საბოლოო ჯამში თქვენი თმა, შესაბამისად რაც უფრო ნაკლები რაოდენობის თმას დაახვევთ ერთ საწრუპზე მით უფრო ხუჭუჭა იქნება თქვენი თმა.

ანუ თქვენზეა დამოკიდებული ტალღოვანი თმა გსურთ თუ ძალიან დახვეული (ზამბარისებული დახვეული შედეგის მისაღებად საჭიროა დაახლოებით 1-2 სანტიმეტრის სიგანის (მასის) მქონე თმის დახვევა საწრუპზე).

დაახვიეთ თქვენი თმა საწრუპზე. დაიწყეთ საწრუპზე თმის დახვევა ბოლოდან და ამოდით ზემოთ, მნიშვნელოვანია რომ საწრუპზე თმა დაახვიოთ მჭიდროდ, მაგრამ ისე არა რომ დისკომფორტს გიქმნიდეთ ისე ძალიან მოქაჩოთ (თუ თქვენ გსურთ ძალიან დაიხვეს თქვენ თმა საწრუპზე დახვევის შემდეგ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაატენიანოთ ის).

დააფიქსირეთ საწრუპები თმის სამაგრებით (“ნევიძიმკებით”). აიღეთ თმის სამაგრი და დაამაგრეთ თმა დახვეული საწრუპი რაც შეიძლება ძირში და მყარად. ასე მიხევით მანამ სანამ მთელს თქვენ თმას არ დაახვევთ საწრუპებზე და არ დაამაგრებთ მყარად.

გაითვალისწინეთ რომ თითოეულ საწრუპზე უნდა დაახვიოთ იდენტური თუ არა მიახლოებით ერთი და იმავე მოცულობის თმა, რადგან არ მიიღოთ მარტივად შესამჩნევად განსხვავებული კულულები.

საწრუპზე თმები დახვეული უნდა იყოს მანამ სანამ ის მთლიანად არ გაშრება, როგორც წესი ამას სჭირდება 3 საათი ან მთელი ღამეც კი, კონკრეტული დრო გამომდინარეობს თმის სისქიდან და სიგრძიდან გამომდინარე.

თუ აპირებთ რომ თმა მთელი ღამით დაიტოვოთ ამ მდგომარეობაში სასურველია გამოიყენოთ საბანაო ქუდი ან აბრეშუმის შარფი. თუ თქვენ საჭრუპებს მოიხსნით მაშინ, როდესაც თმა არ იქნება ბოლომდე მშრალი მიიღებთ დაახლოებით 80-იანი წლების სტილის კულულებს.

საწრუპების მოხსნა

ფრთხილად მოიძრეთ საწრუპები, ისინი შეიძლება თმის სამაგრების მოხსნის შემდეგ თვითონვე ჩამოიშალოს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა მაშინ გაშალეთ თმა ნელ-ნელა (საპირისპირო მიმართულებით დაატრიალეთ საწრუპები).

თუ თქვენ არ დაელოდებით თმის ბოლომდე გაშრობას და ოდნავ კიდევ გარკვეული ტენიანობა ექნება შერჩენილი თქვენ თმას საწრუპების მოხსნის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ზეთი ან დამარბილებელი უკეთესი შედეგის მისაღებად.

ასევე როდესაც მოიხსნით საწრუპებს თითების ნაზი შეხებით მიეცით სასურველი ფორმა თქვენს თმას და შესაბამისად გადაანაწილეთ ის.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.