როგორ დავუახლოვდეთ მას, ვინც მოგვწონს?

  • An'na
  • January 5, 2018
  • 0

მოდაგატაცება ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ხანდახან ის ძალიან გვანერვიულებს. თუ ვინმეთ ძლიერ ხართ გატაცებული, შეგიძლიათ მოეშვათ, ამით უფრო ბუნებრივად და კომფორტულად იგრძნობთ თავს, თქვენი საუბარი კი უფრო სპონტანური და კომფორტული იქნება.

ჩაიცვით მომხიბვლელი, მაგრამ კომფორტული ტანსაცმელი. მთავარი მიზანი მისი გაოცება არაა. უბრალოდ ჩაიცვით სუფთად, კომფორტულად და მომხიბვლელად.

  • ჩაიცვით ბუნებრივად. თუ გსურთ, რომ იყოთ ის, ვინც ხართ, ბუნებრივად უნდა მოიქცეთ და ძალიან არ გამოიპრანჭოთ.
  • აირჩიეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. თუ მისი გაოცება გსურთ, ეს თქვენი პიროვნებით უნდა მოახერხოთ და არა მაისურით.
  • ტანსაცმელი ზუსტად უნდა გერგებოდეთ, იყოს სუფთა და თავი კომფორტულად გაგრძნობინოთ.

თუ იმ ადამიანთან მიდიხართ, ვინც მოგწონთ, პირიდან ამომავალი ცუდი სუნი საშინელ შედეგს მოგცემთ. დარწმუნდით, რომ კბილებს გაიხეხავთ, განსაკუთრებით ჭამის მერე და ატარეთ პიტნის საღეჭი რეზინა ან სხვა ნებისმიერი. სუნთქვის ზოლები (ფირფიტები რომელიც ენაზე დნება) სწრაფად აქრობს სუნს და ადვილი სატარებელიცაა, ასე არ მოგიწევთ მუდმივად საღეჭი რეზინის ღეჭვით სიარული.

  • ჭამის შემდეგ დარწმუნდით, რომ კბილში არაფერი დაგრჩათ.

ყოველთვის მოვლილი იყავით. კიდევ ერთხელ, არ არის აუცილებელი კინოს ვარსკვლავივით გამოიყურებოდეთ, თუმცა მასთან ყოფნისას უფრო დასვენებული და თავდაჯერებული იქნებით, თუ დარწმუნებული იქნებით,  რომ კარგი სუნი გაქვთ.

  • თუ აკნე გაქვთ, დაელაპარაკეთ თქვენ მშობლებს და ექიმს და გამოაწერინეთ რეცეპტი. ძალიან ბევრი, ძლიერი სახის საპონი არსებობს.
  • მოუარეთ თმას. არ უნდა გამოიყურებოდეთ ისე, თითქოს საწოლიდან ახლახანს ადექით.

გაიგეთ მასზე რაც შეიძლება მეტი. თუ მასზე ბევრი რამ არ იცი, მასთან დროის გატარება გაგიჭირდებათ. თქვენ რა თქმა უნდა გსურთ საინტერესო ადამიანი გამოჩნდეთ და გააოცოთ, მაგრამ რა აინტერესებს მას? რა აოცებს? რაც უფრო მეტი იცით, უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.

  • დაიმეგობრეთ ისინი სოც. ქსელებზე და გაეცანით მათი იუმორის გრძნობასა და სტილს.
  • ესაუბრეთ საერთო მეგობრებს. გაიგეთ ხომ არ მოსწონს ვინმე ან დაინტერესებული ხომ არ არის ვინმეთი.

თავიდან შეხვდით ჯგუფთან ერთად. ერთი-ერთზე შეხვედრა ძალიან დიდი გამოწვევაა. ასე თქვენი რჩეული დაინახავს, როგორ იქცევით მეგობრებთან ერთად. დაპატიჟეთ ის თქვენს მეგობრებთან ერთად ან უბრალოდ შესთავაზეთ თქვენთან ერთად დაჯდომა.

მეორეს მხრივ, შეიძლება თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ თუ მხოლოდ თქვენ ორი იქნებით, ეს თქვენზეა დამოკიდებული. თუ ასეა, იპოვეთ მიზეზი რომ შეხვდეთ, თუნდაც ეს შეხვედრა პაემანის სტილში არ იყოს. უბრალოდ მოხვდით ერთად ავტობუსში, ან გააკეთეთ დავალება ერთად, მიირთვით ლანჩი ერთად.

ისაუბრეთ ცოტა და დარჩით მისტიური. ბევრი ხალხის აზრით, აუცილებელია ბევრი ისაუბროს და დიდი შოუ დადგას ყურადღების მისაქცევად. საუბრისას კარგად დაუფიქრდით ყველა სიტყვის მნიშვნელობას.

  • ისაუბრეთ ჩუმად. ასე მას ახლოს მოწევა მოუწევს მოსასმენად. ყველა სიტყვა აზრიანი უნდა იყოს.
  • შეიძლება მას უფრო ხმამაღალი და აქტიური ადამიანები მოსწონდეს, რაც ნორმალურია. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოთ მისთვის თავის მოსაწონებლად.

დაიწყეთ ნელა, რეგულარულად გამარჯობის თქმით. მნიშვნელოვანია მან თქვენი არსებობის შესახებ იცოდეს. როდესაც მათ დერეფანში დაინახავთ, ან ხალხში ჩაუვლით, გაიღიმეთ და მიესალმეთ. თქვით მისი სახელი ხმამაღლა. ამ პატარა ხრიკით მას თავს სასურველად აგრძნობინებთ.

  • ამით მას არ ეუბნებით რომ მოგწონთ, ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ სასიამოვნო ადამიანი ხართ.

დაამყარეთ თვალებით კონტაქტი. მზერის გადაკვეთა ათას სიტყვაზე და სასიყვარულო წერილზე მეტს ნიშნავს. როდესაც საუბრობთ, თვალებში შეხედეთ და გამოიყენეთ სხეულის ენა.

  • გამოიყენეთ გახსნილი სხეულის ენა: წელში გასწორდით და ხელები არ გადააჯვარედინოთ.
  • არ მიაშტერდეთ. თვალებში ჩახედვა და ღიმილი ერთია, თუმცა მისთვის პირდაღებული ყურება ძალიან უცნაურია.

თავიდან, თქვენი საუბარი მოკლე უნდა იყოს. როდესაც ეცნობით, ურთიერთობა ზედაპირული უნდა იყოს, რათა დაძაბულობა არ ჩამოვარდეს. შეგიძლიათ უბრალოდ ახსენოთ თქვენი შაბათ-კვირის გეგმები და შემდეგ უთხრათ „კარგი იყო შენთან საუბარი. მოგვიანებით გნახავთ“.

  • არ ინერვიულოთ, თუ თავიდან ძალიან ღრმა და საინტერესო საუბარი არ გექნებათ. ეს მათი გაცნობის შემდეგ თავისთავად მოხდება, რასაც დრო სჭირდება. მიეცით მათ შანსი.

იპოვეთ თქვენი საერთო ინტერესები. არ იცით რაზე ისაუბროთ? წარმოიდგინეთ რა გაქვთ საერთო და რისი გაზიარება შეიძლება. ისაუბრეთ საერთო გაკვეთილზე, სკოლის რაიმე ღონისძიებაზე.

  • არ იფიქროთ ძალიან ბევრი. თუ ერთი და იგივე ქალაქში ცხოვრობთ, ან ერთ სკოლაში დადიხართ, უკვე ავტომატურად გაქვთ საერთო. ისაუბრეთ მეზობლებზე, საერთ მეგობრებზე, იწუწუნეთ მასწავლებლებზე.
  • ინტერნეტი კარგი საშუალებაა ასეთი მარტივი რამეების გასაგებად. თუ იცით რომ ის იმავე სატელევიზიო გადაცემას უყურებს, რომელსაც თქვენ, ისაუბრეთ უკანასკნელ სერიაზე, ან საყვარელ პერსონაჟზე, ან რა შეიძლება მოხდეს მომავალ სერიებში.

სთხოვეთ დახმარება. საუბრის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა მისთვის დახმარების თხოვნა. შეგიძლიათ დავალების შესასრულებლად მიმართოთ, ან ჰკითხოთ სად არის კარგი სავარჯიშო ადგილი. თუ საქმეს თავს თქვენითაც კარგად ართმევთ, ეს მაინც კარგი ხერხია საუბრის დასაწყებად.

  • შეიძლება პატარა ტყუილიც დაგჭირდეთ: „ჩემი მათემატიკის წიგნი ხომ არ გინახავთ? ის ახლახანს აქ მქონდა, მაგრამ ვეღარ ვპოულობ“ ამის შემდეგ ისაუბრეთ და როდესაც ვერ იპოვით, მადლობა გადაუხადეთ და უთხარით, რომ მასთან ლაპარაკი სასიამოვნო იყო.

თუ გსურთ,რომ ვინმეს კარგად იცნობდეთ და მეტიც, მასაც მოეწონოთ, მაქსიმალურად გამოამჟღავნეთ თქვენი იუმორის გრძნობა. სიცილი გადამდებია და ხალხს მოსწონს მხიარულ ადამიანებთან ყოფნა.

  • არ თქვათ „რას შვები“. ეს საუბრის ძალიან მოსაწყენი ფორმაა. ამის ნაცვლად დაიწყეთ საუბარი ხუმრობით.
  • თუ ის გეტყვით, რომ უცნაური ხართ, ესე იგი ის მოსაწყენი და ქედმაღალია. არ გაფლანგოთ თქვენი დრო ასეთ ხალხთან საუბარში.

გააჯავრეთ ისინი. ცოტა გაჯავრება მაგნიტურ რეაქციას იწვევს და ჩვენს ტვინს აიძულებს მიიზიდოს ადამიანმა, ნაცვლად მისი უარყოფისა. არავის სურს მუდმივად კომპლიმენტები ისმინოს და ვინმემ ისინი კვარცხლბეკზე აიყვანოს. ეს მოსაწყენია და ხშირად ამის გამო ძალიან ბევრ კარგ ადამიანს იწუნებენ ისინი, ვინც უფრო საინტერესო რამეს ეძებენ. ეს არ ნიშნავს რომ სულელივით მოიქცეთ, უბრალოდ გამოიყენეთ თქვენი იუმორი.

 

დასვით საინტერესო კითხვები. ხალხს მოსწონს მარტივი საუბრები. თუ გსურთ მას თავი მყუდროდ აგრძნობინოთ და გამოიწვიოთ საუბარში, დასვით კრეატიული ან თუნდაც სულელური კითხვები. ისე მოიქეცით, თითქოს ეს სახალისო თამაშია.

  • „ თუ ეს შენი ბოლო დღეა დედამიწაზე, სად წახვიდოდი ჯერ? რას შეჭამდი? რას გააკეთებდი? ვისთან ერთად წახვიდოდი?
  • აუცილებელია, რომ თავი არ მოაბეზროთ ზედმეტი ცნობისმოყვარეობით. არ დაუსვათ მას ძალიან პირადული კითხვები.

განაახლეთ წინა საუბარი. თუ სასაუბრო თემა არ გაქვთ, გაიხსენეთ ის, რაზეც უკვე ისაუბრეთ. თუ მან წინა საუბრისას დიდი ღონისძიება ახსენა, ჰკითხეთ როგორი იყო ის.

  • თუ მან ახსენა წიგნი, გადაცემა ან ფილმი, შეგიძლიათ ის გაიხსენოთ. იყავით გულახდილები და გამოთქვით თქვენი აზრი.

გაიცანით მისი მეგობრები. მოეპყარით თქვენს რჩეულს ისე, როგორც თქვენ ახლო მეგობარს და მოხვდით მის სამეგობრო წრეში რაც შეიძლება ხშირად.

  • დაპატიჟეთ მეგობრებთან ერთად დიდ წვეულებაზე. ნახეთ როგორია ის მეგობრებთან ერთად.
  • გაიგეთ მათგან რა მოსწონს, რა ამხიარულებს და როგორია მასთან დროის გატარება.
წინა «
შემდეგი »