როგორ დავძლიოთ საჯაროდ გამოსვლის შიში

  • Luka
  • აგვისტო 10, 2012

ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევს საჯაროდ გამოსვლა. ზოგისთვის ეს ყოველდღიური საქმიანობაა, ზოგისთვის კი სერიოზული, გადაუჭრელი პრობლემა. იმ მომენტში, როდესაც თქვენ გიყურებთ ათასობით ადამიანი, გინდათ აორთქლდეთ ჰაერში, მზად ხართ გააკეთოთ ყველაფერი, ოღონდაც არ გამოხვიდეთ ხალხის წინაშე. ეს სერიოზული პრობლემაა, მითუმეტეს თუ თქვენ ხშირად გიწევთ ასეთ სიტუაციაში ყოფნა.

 

როგორ მოვიპოვოთ თავდაჯერებულობა და დავკარგოთ აუდიტორიისადმი შიში?

ყველაზე კარგი ვარიანტი-ფსიგოლოგთან ვიზიტია. სპეციალისტი დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში, მაგრამ შეიძლება ამ პრობლემასთან საკუთარი ძალებითაც გამკლავება.
პირველ რიგში, გამოსვლამდე საჭიროა კარგად მოემზადება და იმის გაანალიზება, თუ რისი გეშინიათ ყველაზე მაგრა. ყველაზე ხშირად შფოთვა გამოწვეულია იმით, რომ თქვენ სერიოზულად არ მიგიღებენ და დაგცინებენ დაშვებულ შეცდომებზე.
საუკეთესო მეთოდი ასეთ შიშებთან ბრძოლაში-საგულდაგულოდ მომზადებაა გამოსვლის წინ. ირეპეტიციეთ მეგობრების ან ნაცნობების წრეში, აგრეთვე ეგიძლიათ სარკის წინ ვარჯიში. მთავარია “აწიოთ” თქვენი მომზადების დონე სრულყოფამდე, როცა უკვე ვეღარ შეძლებთ ეჭვის შეტანას თქვენს წარმატებაში.

მოიშორეთ თავიდან ნეგატიური აზრები. თუ თქვენ იფიქრებთ, რომ ვერ მოახერხებთ გამოსვლას, შეიძლება დააყენოთ თქვენი თავი წარუმატებლობისკენ, ეს კი ნამდვილად არაა ის, რისი მიღწევაც გსურთ.

სასურველია წინასწარ მოინახულოთ გამოსვლის ადგილი, მოდუნდეთ და წარმოიდგინოთ, თუ როგორი წარმატებით გამოდიხართ და როგორი დადებითი განწყობით გხვდებათ აუდიტორია. თქვენ უნდა ხვდებოდეთ, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ შეაფასებენ თქვენს გამოსვლას რეალურად და ჭეშმარიტად. მაგრამ თუ თქვენი გამოსვლა იქნება დანამდვილებით დამაჯერებელი, აზრი არ აქვს ამ თემაზე ნერვიულობას.

თვით ყველაზე გამორჩეული, საუკეთესო ორატორიც როდესღაც იწყებდა ამ შიშის დაძლევით. თუ თქვენ იქნებით თავდაჯერებული და დამაჯერებელი, მაშინ ხალხი მიგიღებთ და შეგიყვარებთ.