როგორ დავძლიოთ წარუმატებლობა?

  • tatatatusi
  • December 18, 2013

სევდა წარუმატებლობის დროს საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ უიღბლო და სულელია. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ასე არასოდეს იფიქროთ. მთავარია საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ, დრო სწორად გადაანაწილოთ და დასახულ მიზანზე უარი არასოდეს თქვათ. ახლა კი მეტი დამაჯერებლობისთვის რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.

შეცდომები ადვილად გადაიტანეთ

თავს ამაოდ ნუ დაიტანჯავთ, დროს უკან ვერ დაიბრუნებთ. უმჯობესია ჩადენილი საქციელი გააანალიზოთ და მის გამოსწორებაზე იფიქროთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მომხდარი ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნიოთ. შეცდომამ ხომ გამოცდილებაც შეგძინათ.

უიღბლო როცა ყველაფერი ცუდადაა, კარგზე იფიქრეთ

მართალია, ამის გაკეთებ ძნელია, მაგრამ აუცილებლად უნდა სცადოთ. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერში შეიძლება დადებითი მხარეების დანახვა. მაგალითად თუ ჩანთა გაგიჭრეს და კოსმეტიკა მოგპარეს, დასაწყისში, რა თქმა უნდა გული დაგწყდებათ, მაგრამ ნერვიულობად არ ღირს. წარმოიდგინეთ ის ,,საცოდავი” ქურდი, რომელმაც გარისკა, მოიპარა და… ხელში ფულის ნაცვლად ნახმარი პომადა შერჩა.

შეადგინეთ სია

აუცილებლად ჩამოწერეთ, რა უნდა გააკეთოთ ხვალ, გამოსასვლელ დღეებში, მომავალ თვეში… ფსიქოლოგების აზრით სიის შედგენა ადამიანს შეუსრულებელი დავალებების გამო დანაშაულს გრძნობისაგან განთავისუფლებაში ეხმრება.

საქმე ხვალისთვის არ გადადოთ

ცხოვრება დეტალებისაგან შედგება. ამიტომ ვცადოთ, გასაკეთებელი პატარა საქმეები არ დააგროვოთ უბრალოდ იმის გამო, რომ ისინი მოსაწყენი გეჩვენებათ. საქმე ნელ-ნელა და თანმიმდევრობით აკეთეთ, მაშინ მეგობრებთან გასართობად უფრო მეტი დრო დაგრჩებათ.

გზა წარმატებისაკენ

ისწავლეთ თავის დაფასება 

რეგულარულად გაუმეორეთ საკუთარ თავს,  რომ მხოლოდ საუკეთესოს ღირსი ხართ. მაგალითად, ხედავთ, რომ მანიკურის ოსტატი ფრჩხილებს გიმახინჯებთ, მორჩილად ნუ დაჯდებით, გამოუცხადეთ, რომ მისი მუშაობა არ მოგწონთ და სხვასთან წადით.
ოპტიმიზმი

რასაც გადაწყვეტთ შეასრულეთ 

მაგალითად გადაწყვიტეთ ტკბილეული არ ჭამოთ. თავს უთხარით რომ ეს მორიგი ჭირვეულობა კი არა, კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილებაა. თვლდახუჭულმა არ ჩაუაროთ საკონდიტრო ვიტრინებს. პირიქით, დადექით მათ წინ და წარმოიდგინეთ რამდენი კალორიაა ამ ტკბილეულში. თუ ცურვაზე სიარული გადაწყვიტეთ, მაგრამ ამისთვის დროს ვერ პოულობთ,მაშასადამე იქ დილით ადრე ან საღამოს, სამსახურის შემდეგ უნდა წახვიდეთ. მთავარია, აუცილებლად გააკეთოთ ის რასაც გადაწყვეტთ.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.