გულის დახატვა ძალიან მარტივია და ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც უცდია და დაუხატავს ის, ზოგი მას უბრალოდ გასართობად ხატავს ზოგიც კი თავისი გრძნობების გამოსახატად. ზოგს კარგად გამოსდის გულის დახატვა ზოგს კი არც ისე სახარბიელოდ.
ამ სტატიაში ისწავლით თუ როგორ უნდა დახატოთ უნაკლო გული, რომელიც იქნება სიმეტრიული და იდეალური. ისწავლით, როგორც სტანდარტული გულის დახატვას ასევე რეალურად ბიოლოგიური გულის დახატვას, სიმარტივისათვის ყოველ ნაბიჯს თან დართული ექნება სურათები.
სტანდარტული გულის დახატვის ინსტრუქცია
დახატეთ ორი წრე, ერთნაირი ზომის, რომელიც ზუსტად ისე გადაბმული, როგორც სურათზეა
გაიგეთ გადამკვეთი ადგილის ცენტრი
დახაზეთ ორი ხაზი რომელიც ცენტრის გასწვრივ შეურთდება ერთმანეთს
დანარჩენი ზოლები კი შემოავლეთ წრეების დარჩენილ ნაწილს
მონიშნეთ პატარა მთვარისებრი რკალი გულის მარჯვენა კუთხეში
ახლა კი სურვილისამებრ გააფერადეთ
ბიოლოგიური გულის დახატვის ინსტრუქცია
დახაზეთ ოვალური ფორმის ფიგურა და გაუკეთეთ ზოლი ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები
დახაზეთ კუნთი მარცხენა მხარეს
დახაზეთ აორტა , გამოკვეთეთ წრეები
აორტის გვერდით კი დახაზეთ ვენა
აორტის და ვენის ქვეშ დახატედ სისხლძარღვები
ყველაფერი დახატულია დარჩა მხოლოდ გაფერადება
და აი ისიც მზადაა, იმედია მარტივად გამოგივიდათ.
You must log in to post a comment.