სამწუხაროდ ყველას არ გვაქვს ხატვის ნიჭი, მათ შორის არც მე. თუმცა არის ისეთი პატარა-პატარა გაკვეთილები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია სრულიად უცოდინარმა ადამიანმაც დახატოს რაიმე. ამ პოსტში გასწავლით მინოტავრის მარტივად დახატვას.
1. დახატეთ ორი წრე, ისევე როგორც სურათზეა ნაჩვენები;
2. ხელებისთვის და მხრებისთვის დახატეთ ოვალები, ისევე როგორც სურათზეა ნაჩვენები;
3. ფეხების დახატვის დროს საჭიროა ისევ და ისევ ოვალების დახატვა, თუმცა როგორც ხედავთ დაბოლოება მართკუთხედის ფორმებით იქმნება;
4. თავის დასახატად დახატეთ ერთი წრე და შემდეგ ფორმები შეავსეთ მართკუთხედების საშუალებით;
5. ჩონჩხის გამზადების შემდეგ შემოხაზეთ ფორმები და ფორმებს გარეთ დარჩენილი წრის ნაწილები წაშალეთ საშლელით;
6. ისღა დაგრჩენიათ, რომ გააფერადოთ თქვენს მიერ მიღებული ნახატი.
სტატია მომზადებულია wikihow.com-ის მიხედვით.