როგორ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად თვითმფრინავის აფრენისას?

  • Creed
  • იანვარი 19, 2014

კომფორტული ფრენისთვის საჭირო რჩევებიზოგიერთ ადამიანისთვის ფრენა არასდროს ყოფილა “მარტივი”. ყველას ვისაც თვითმფრინავით უფრენია, იცის რომ აფრენისას ადამიანის ორგანიზმი განიცდის სტრესს, რის შედეგად წარმოიქმნება არასასიამოვნო შეგრძნება. მიიღეთ კომფორტული ფრენისთვის საჭირო რჩევები და თავიდან აიცილეთ ფრენის შედეგად გამოწვეული არასასურველი შეგრძნებები.

კომფორტული ფრენისთვის საჭირო რჩევები

გამოძინება

პირველი წესი: კარგად გამოიძინეთ გაფრენამდე. თვითვრინავში სრულყოფილად ვერ გამოიძინებთ, რადგან მჯდომარე მდგომარეობაში ორგანიზმს მხოლოდ წათვლემა შეუძლია და სრულფასოვანი ძილი ფაქტობრივად შეუძლებელია.

ფრენის დროს ყურები რომ არ დაგიგუბდეთ, თან იქონიეთ საღეჭი რეზინი ან ტკბილეული. ბევრი ამ დროს უბრალოდ ნერწყვს ყლაპავს ან წყალს სვამს პატარა ყლუპებით, ცხვირის ძგიდის სიმრუდის გამო ზოგს ესეც არ შველის.

ყურების დაგუბების მოხსნის კარგი მეთოდია: ცხვირის ნესტოეზე მოიჭირეთ ხელი და ისე შეეცადეთ ჰაერის ცხვირით გამოშვებას. ეს ქმედება მინიმუმ მომდევნო 15 წუთის განმავლობაში გაგიხსნით ყურებს, შემდგომ კი კვლავ შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ, სანამ ყურებს ბოლომდე არ გაინთავისუფლებთ. ალტერნატიულ შემთხვევაში შეიგლიათ მუსიკის მოსმენითაც დაკავდეთ.

ფრენის დროს გულრევის თავიდან ასაცილებლად დაგეხმარებათ წამალის აბენი (მაგალითად, ავე-მორე). მაგრამ იგივე პიტნის კანფეტი ან საღეჭი რეზინა კარგი საშუალებაა. ბევრ ავია რეისზე სტუარდესები მგზავრებს სთავაზობენ პიტნის კარამელს.

ასევე თვითვრინავში სთავაზობენ საკვებს, ამიტომ მიირთვით ის, რაც უკვე თქვენი “კუჭისთვის” ნაცნობია. არ მიირთვან არანაირი ხამანწკები თუ ისინი ადრე არ გაგისინჯავთ. თქვენი ორგანიზმი ისედაც განიცდის სტრესს და შეეცადოთ არ დაამძიმოთ ეს ყველაფერი უცხო საკვებით, რათა არ გააღიზიანოთ კუჭი.

თვითვრინავში არის მშრალი ჰაერი, რის გამოც წააწყდებით შემდგომ პრობლემებს: ორგანიზმი განიცდის დეჰიდრაციას, თუ ხმარობთ ლინზებს მაშინ იგრძნობთ დისკომფორტს, ასევე შეიძლება კანი დაიჭიმოს და გახდეს მშრალი. ესე ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, დალიეთ ბევრი წყალი, ძირითადად გაზის გარეშე ან ნატურალური წვენი. თვალებისთვის გამოიყენეთ წვეთოვანი წამალი, ხოლო კანისათვის კი, კრემი.

კუნთები რომ არ დაგიბუჟდეთ, შეგიძლიათ გაისეირნოთ თვითვრინავის სალონში, ან გააკეთოს პატარა ვარჯიში სავარჯელშივე. არ შეგეშინდეთ თუ ვინმე თითს თქვენსკენ გამოიშვერს, ეს ნორმალურია, თუ ადამიანი ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

გისურვებთ მშვიდობიან და კომფორტულ ფრენას!

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება სტატია: როგორ დავძლიოთ ფრენის შიში?

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.