როგორ ვიმკურნალოთ ტუჩის ნახეთქებზე?

  • e11e
  • January 19, 2015

ტუჩის მოვლაპაციენტთა უმეტეს ნაწილს ნახეთქი უვითარდება ქვედა ტუჩზე. უფრო ხშირია ცენტრალური ვიდრე პერიფერიული. დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანია ტუჩის ინდივიდუალური ანატომიური აგებულება. მაგ:. იმ ადამიანებს რომლებსაც ტუჩის ცენტრში აქვთ ღრმა ნაოჭი, ტუჩის ნახეთქები უფრო ხშირად უვითარდებათ.

ნახეთქების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ტუჩების ქრონიკული ტრავმა, მომატებული მგრძნობელობა, მავნე ჩვევები (ტუჩების ლოკვა, კვნეტა, თამბაქოს წევა) ტუჩების სიმშრალე, ჰიპოვიტამინოზები.

ვიტამინების ნაკლებობის დროს ასევე გვხვდება ნახეთქები ტუჩის კუთხეებშიც ამ დროს გაძნელებულია მეტყველება, ღიმილი, საკვების მიღება. ნახეთქი მტკივნეული და სისხლმდენია. არის ესთეტიკური დისკომფორტი.

ხანგრძლივად მიმდინარე პროცესის დროს ნახეთქის კიდეები მკვრივდება, უხეშდება და რქოვანდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია შეუპოვარი მიმდინარეობა და რეციდივები.

ტუჩი

 

მკურნალობა: აუცილებელია გამომწვევი მიზეზის მოხსნა. ადგილობრივად გამოიყენება ანტიბიოტიკების კორტიკოსტეროიდების შემცველი მალამოები. კარგ ეფექტს იძლევა A და E ვიტამინების ხანგრძლივი მიღება. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა ტუჩის რეკონსტრუქციული ოპერაცია.

ტუჩის ნახეთქებზე ასევე აქტუალურია ლაზერული მკურნალობა. პროფილაქტიკისთვის სასურველია გამოიყენოთ ტუჩის ბალზამები, მოერიდოთ ცივ და ქარიან ამინდში გარეთ გასვლას. უარი თქვათ ისეთ მავნე ჩვევებზე როგორიცაა ტუჩის კვნეტა ლოკვა, თამბაქოს მოწევა.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.