როგორ ვიქონიო სექსი ციკლის დროს?

  • HealthCare
  • March 15, 2014
  • 0

ციკლის პერიოდიმენსტრუალური ციკლის დროს სექსს შეუძლია მოიტანოს ბევრი საოცარი შეგრძნება (ისეთიც კი, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ პერიოდში ვერ მიიღო სექსისგან). თუ თქვენ შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ არსებულ სტერეოტიპებს და თქვენი პარტნიორიც არ არის განსაკუთრებულად სენტიმენტალური, მაშინ შეგიძლიათ ისიამოვნოთ სექსით ციკლის პერიოდში და მიიღოთ უდიდესი სიამოვნება, ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით.

მოსალოდნელი უსიამოვნებების თავიდან აცილება

მოიმარჯვეთ რამოდენიმე პირსახოცი. თუ არ გსურთ, რომ მენსტრუალური სითხით დასვაროთ თეთრეული და მატრასი, დაიფინეთ პირსახოცი როგორც ქვემოთ ასევე გვერდზე. ამგვარად თქვენ შეძლებთ ის გამოიყენოთ როგორც სექსის დროს დიდი რაოდენობით სითხის გამოყოფის შემთხვევაში ასევე, სექსის შემდეგაც ასე ვთვათ მოსაწესრიგებლად.

მიიღეთ მისიონერული პოზა. დაწექით ზურგზე, რაც შეამცირებს სისხლის ნაკადს სექსუალური აქტის პერიოდში. ასევე ციკლის პერიოდში ეცადეთ თავიდან აირიდოთ ღრმა შეღწევა, რადგან შეიძლება საშვილოსნო იყოს ცოტა ქვემოთ და უფრო მგრძნობიარე. სექსი საშხპეშითუ იგრძნობთ ტკივილს უთხარით ამის შესახებ თქვენს პარტნიორს და გააგრძელეთ აქტი უფრო ყურადღებით.

იქონიეთ სექსი სააბაზანოში. ეს თავიდან აგაცილებთ ძალიან ბევრ უსიამოვნო მომენტს რომელიც დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის დროს სექსთან, ასევე როდესაც თქვენ ხართ წყლის ნაკადის ქვეშ, მაშინ სხვა გამონადენი ნაკლებად შესამჩნევია. თუ თქვენ გაქვთ საშყაპე სადაც ორი ადამიანი ეტევა კომფორტულად აუცილებლად სცადეთ სექსი საშხაპეში (თუ რა თქმა უნდა უკვე არ გიცდიათ).

როგორ დავრჩეთ სუფთა და ჯანმრთელი

გამოიყენეთ კონტრაცეპტივები. ციკლის დროს საკმაოდ დიდია რისკი იმისა, რომ გადმოგვედოს სექსუალური გზით გადამდები ინფექციები, ასევე რისკი იმისა რომ დაორსულდეთ შედარებით დაბალია, მაგრამ არა გამორიცხული. შესაბამისად თუ თქვენ ფიქრობდით, რომ მენსტრუალური ციკლის დროს სექსისას იყავით სრულიად დაცული და შეგეძლოთ თავისუფლად “გეჯირითათ”, მაშინ იმედები უნდა გაგიცრუოთ, რადგან თუ გსურთ არ დაფეხმძმდეთ და არ გადმოგედოთ სექსუალური გზით გადამდები ინფექციები მოგიწევთ ისევ არჩევანის შეჩერება დაცულ (უსაფრთხო) სექსზე. უსაფრთხო სექსის დროს თქვენი პარტნიორის პენისიც გადაურჩება მენსტრუალურ სითხეს (სისხლს).

უსაფრთხო სექსისათვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ: ე.წ “დიაფრაგმები”, “კონტრაცეპტიული ღრუბლები”, სტანდარტული (მამაკაცის) პრეზერვატივი ან ქალის პრეზერვატივი.

გაითვალისწინეთ: თუ მაინც დაუცველი სექსზე გააკეთებთ არჩევანს იცოდეთ რომ სპერმა აქტიურია 72 საათამდე. ეს იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ დაუცველი სექსი გქონდათ დღეს და თქვენმა პარტნიორმა შიგნით “გაათავა”, ხოლო ციკლის პერიოდი გიმთავრდებათ ხვალ ეს იმას ნიშნავს რომ რისკი იმისა, რომ დაფეხმძიმდეთ კიდევ არსებობს, მაგრამ მინიმალური.

უთხარით ამის შესახებ პარტნიორს

ციკლის დროს სექსი ყველასთვის სასიამოვნო არ არის, ამიტომ ნუ იქნებით ინიციატორი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ სიტუაციაში, როდესაც თქვენი პარტნიორი გაიგებს, რომ ციკლი გაქვთ მან შეიძლება უარი გითხრატ სექსზე (ნუ ეს საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც) ყოველთვის უმჯობესია წინასწარ უთხრათ პარტნიორს მენსტრუალური ციკლის შესახებ და მოისმინოთ მისი მოსაზრება.

ზოგიერთი კულტურისა და რელიგიისთვის საერთოდ მიუღებელია ციკლის დროს სექსის ქონა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულად არანაირი აკრძალვა არ არსებობს ციკლის პერიოდში სექსუალური აქტისა, მაინც უმჯობესი იქნება თუ პატივს სცემთ თქვენი პარტნიორის განცდებს.

ციკლი

როგორც უკვე აღვნიშნეთ ციკლის დროს სექსი ძალიან დიდი სიამოვნების მომტანია თუ მას სწორად გამოიყენებთ. იმის გარდა რომ ამ პერიოდში ქალი აღგზნებულია და სექსი უბრალოდ შეიძლება კარგი იყოს, არის კიდევ რამოდენიმე ფაქტორი რაც უნდა იცოდეთ.

ციკლის დროს სექსი ამცირებს მის (ციკლის) ხანგრძლივობას. კუნთების შეკუმშვა რომელიც გამოწვეულია ორგაზმით იწვევს ასე ვთქვათ “ყველაფრის” გამოდევნას და ციკლის პერიოდიც მცირდება. ამის გამო თქვენი ციკლი შეიძლება იყოს ცოტა უფრო მძიმე, მაგრამ ეს გაგრძელდება ცოტა ხანს. ასე ვთვაქთ გამაყრუებელი ტკივილიც ნაკლებად გექნებათ, რადგან ორგაზმი როგორც იცით ერთგვარი ბუნებრივი ტკივილგამახუჩებელია, რომელიც იწვევს ჩვენს ტვინში ბედნიერების რეცეპტორების გააქტიურებას.

სექსამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ვაგინა არ არის “დასვრილი” და გაუხეშებული. სექსი მენსტრუალური ციკლის დროს არ არის არც უცნაური, არც სახიფატო, არც მიუღებელი და არც არაჰიგიენური რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. ყველაფერი თქვენს ხელთაა, მთავარია მზად იყოთ ფსიქოლოგიურად.

სექსი

თუ ამით ორივე თქვენგანი იღებს სიამოვნებას (და ასეც იქნება) რა საჭიროა აურზაური? ნუ თავდაპირველად შეიძლება ცოტა უხერხულად იგრძნოთ თავი მაგრამ დამერწმუნეთ ეს უხერხულობა რამოდენიმე წუთში გაქრება.

იყავით კრეატიული. სექსის დროს მთავარი ურთიერთშერწყმა და ორგაზმია, მაგრამ არსებობს ბევრი სხვა ფორმა რომელსაც შეუძლია სიამოვნების მოტანა ორივე პარტნიორისათვის, ასე რომ თუ თქვენ არ გსურთ ვაგინალური სექსი ციკლის განმავლობაში, მაშინ შეგიძლიატ თქვენ პარტნიორთან ერთად მოიფიქროთ ალტერნატივა და მიიღოთ სიამოვნება.

Previous «
Next »

Leave a Reply