როგორ ვიყოთ გამორჩეული?

  • JusT1ce
  • March 13, 2017
  • 0

იყავი გამორჩეულიცხოვრებაში მრავალი ადამიანია, ვისაც სურს, რომ იყოს “ბრბოს ერთი ჩვეულებრივი წევრი”, თუმცა თუ შენ გსურს იყო გამორჩეული, მაშინ ეს სტატია სწორედ შენთვის არის! შემოგთავაზებთ 3 ნაბიჯს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად შეძლებთ მიაღწიოთ მიზანს.
პირველი ნაბიჯი: “შეისწავლე შენი თავი”

  • გაათვითცნობიერე, რომ ხარ უნიკალური

თქვენ, რა თქმა უნდა უკვე განსხვავებული ადამიანები ხართ. დედამიწაზე ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან. დიახ, ზოგ მათგანს შორის არის მსგავსებები, ზოგ მათგანს შორის კი რადიკალური სხვაობები, თუმცა ფაქტი ერთია, ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია რეალობის უნიკალური აღქმის უნარი, სხვადასხვანაირი გამოცდილება და გემოვნება. არავის აქვს შენნაირი გონება, არავინ ფიქრობს შენნაირად.

  • იპოვე შენი თავი და იყავი ის, ვინც ხარ

იმისათვის, რომ იყო რაც შეიძლება განსხვავებული ადამიანი, შენ მოგიწევს შენი თავის კარგად გაცნობა. არასოდეს არ იყო სხვისი “კოპიო” და ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგწონდეს შენი თავი, ისეთი როგორიც ხარ. თუ შენ უკმაყოფილო ხარ შენი ცხოვრების სტილით, ყოველთვის ეცდები, რომ მიბაძო სხვას, ეს კი ამ შემთხვევაში ცუდია.

  • გაატარე ცოტა დრო სრულიად მარტომ

აღმოაჩინე საკუთარი თავიიმისათვის, რომ კარგად გაიცნო შენი თავი, საჭიროა განმარტოება. დარჩი სრულიად მარტო, ყველასგან მოშორებით. როგორი ადამიანი ხარ მარტო ყოფნისას? დაფიქრდი ამ ყველაფერზე, იფიქრე იმაზეც, თუ რა არის ამ ცხოვრებაში შენთვის მნიშვნელოვანი. ადამიანების უმრავლესობა კარნახით ცხოვრობს: რა ჩაიცვა, რას უყურო, რა ჭამო, რა თქვა, რა წაიკითხო და ა.შ. ამ ყველაფერს ძირითადად დღევანდელი თაობა სხვისი ზეგავლენით აკეთებს. არ გააჩნიათ საკუთარი “მე”.

  • გაარკვიე რა გსურს და რა არა

კარგად დაფიქრდი, გინდა თუ არა იყო არაორდინალური და ყველასგან განსხვავებული, უჩვეულო პიროვნება. კარგად გაათვითცნობიერე “განსხვავებულის” მნიშვნელობა. რა მიგაჩნია ნორმალურად და რა განსხვავებულად? კარგად დაფიქრდი ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე. რა მხრივ გინდა რომ იყო განსხვავებული? გინდა რადიკალურად ცხოვრების სტილის შეცვლა, თუ პატარა დეტალების. იყო “განსხვავებული” არ არის მარტივი, შენ ყოვლეთვის მოხვდები “ჩვეულებრივი” ხალხის კრიტიკის ქვეშ.

მეორე ნაბიჯი: იპოვე შენი უნიკალურობა

  • აღწერე შენი გარემოცვა

პატარობისას ყველას გექნებოდათ “დღიურები”. სწორედ “დღიურების” მსგავსი რამ არის საჭირო ამ შემთხვევაშიც. გარემოსა და მომხდარი ფაქტების ფურცელზე გადატანით, თქვენ ამ ყველაფერს უფრო კარგად გაიაზრებთ და გაანალიზებთ თუ რისი შეცვლა გინდათ თქვენს ცხოვრებაში.

  • დაკვირვება

გადადგით რამოდენიმე ნაბიჯი ახლომყოფი ადამიანებისგან მოშორებით და დააკვირდით მათ ცოტა ხანი. როგორ იქცევა ხალხი? როგორ იქცევიან მეგობრების, შეყვარებულების, უცხო ადამიანების მიმართ? რა აცვიათ? როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ ისინი? თქვენ რომ მის ადგილას ყოფილიყავით, მოიქცეოდით სხვანაირად? რას შეცვლიდით მათ ქცევებში? და კიდევ მსგავსი კითხვები დაუსვით თქვენს თავს.

  • აკეთე ის, რაც მოგწონს

აკეთე რაც გინდაროდესაც შენ გააკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მოგწონს და სხვის აზრს ამ მხრივ არ გაითვალისწინებ, შენ სრულიად უნიკალური გახდები. შეიძლება შენ მოგწონს ჯიუ-ჯიცუ, საცხობში მუშაობა, “შოფინგი” ან რაიმე სხვა… მოკლედ აკეთე ის, რაც ნამდვილად მოგწონს და არ აყვე სტერეოტიპებს (თუ გოგოხარ კარატეზე არ უნდა იარო და მსგავს სტერეოტიპებს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებულადაა გავრცელებული).

  • გამოცადე რაიმე ახალი

შენ ბუნებრივად ხარ გაზრდილი, როგორც რაიმე “ჯგუფის” წევრი, თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც უკვე სხვამ გააკეთა და მოიწონა. რა თქმა უნდა ეს სულაც არ არის ცუდი, პირიქით კარგიც არის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გაიზიარო ისეთი გამოცდილება, რომელიც სხვას არასოდეს მიუღია. თუ არ გამოცადე რაიმე, როგორ მიხვდები მოგწონს თუ არა ის?

  • გააფერადე საზღვრებს მიღმა

ადამიანების უმრავლესობის ცხოვრება ყუთს ჰგავს, საიდანაც გასვლა ძნელია. თითქოს ეს არის შემოსაზღვრული სივრცე, რომლის იქით “გაფერადებაც” საზოგადოების “წესებში” არ შედის. ყოველდღე ერთდაიგივე კანონზომიერების დაცვა, ხომ ცხოვრებას სრულიად უაზროს ხდის? დილას ადგე, ჭამო, წახვიდე სკოლაში/უნივერსიტეტში/სამსახურში, მოხვიდე, ჭამო, იმეცადინო, ითამაშო კომპიუტერი ან გახვიდე ეზოში/ამოხვიდე ისევ, დაიძინო. ეს ხომ უაზრობაა? თუ კი, მაშინ შეცვალე შენი ცხოვრება რამით და გადი “საზღვრებს” მიღმა.

ნაბიჯი მესამე: გადავიდეთ მოქმედებაზეც!

  • ჩამოართვი შენს მტრებს ხელი!

ეს იქნება რა თქმა უნდა ყველასათვის მოულოდნელი და უჩვეულო რამ. მიხუედავად იმისა, რომ თითქმის ყველა რელიგია გვეუბნება “გიყვარდეს მტერი შენი”, ამას არავინ აკეთებს. იყო მიმტევებელი და მეგობრული ყველა ტიპის ადამიანის მიმართ, ეს კეთილსაც და ამავდროულად არაჩვეულებრივს გაგხდის. ეს ურთულესია, თუმცა ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ, თანაც ამისგან ბევრ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებთ.

  • ჩაიცვი შენს გემოზე

ძალიან ბევრი ადამიანი ექცევა საზოგადოების აზრის გავლენის ქვეშ, როდესაც ეს ტანსაცმელს ეხება. თუ დღევანდელ მოდის ტრენდებს თქვენი გემოვნება ემთხვევა ეგ უკეთესია, თუმცა აუცილებელია იყოთ თავიდან ბოლომდე თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული. გინდათ ჩაიცვით სპორტულად და გინდათ კლასიკურად. საკუთარი აზრი გაითვალისწინეთ პირველ რიგში.

  • არ დაკარგო დრო სხვების გაოცებისთვის

ტატუთუ ამ სტატიაში აქამდე არ შეგიმჩნევიათ, გეტყვით, რომ “იყო განსხვავებული” მოითხოვს, რომ სხვის აზრზს ყურადღება არ მიაქციო. მრავალი ადამიანი იქცევა სპეციალურად ისე, რომ სხვების თვალში “მაგარი” გამოვიდეს და გააოცოს ისინი. გახსოვდეთ, როდესაც არ ცდილობთ სხვებისთვის შთაბეჭდილების მოხდენას, სწორედ მაშინ ახდენთ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მათზე! ეს ცოტათი წააგავას ცნობილ გამონათქვამს “როდესაც სიყვარულს არ ეძებ, სწორედ მაშინ გეწვევა იგი”.

  • ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით ხდება

ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს იყოს “განსხვავებული”, თუმცა მათ ეს არ გამოსდით, პირიქით უფრო ემსგავსებიან უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებს. როდესაც არ ცდილობ რომ ბიჭი/გოგო მოხიბლო, სწორედ მაშინ იხიბლებიან ისინი. ასერომ, “ცდა” იყო განსხვავებული შეიძლება კრახით დასრულდეს. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. დინოზავრის ფორმით ბარში შევარდნა და ყვირილი სულაც არ გაგხვდის “განსხვავებულს”. ეს გაგვხდის “შემომხედეთ რა” ტიპის ადამიანს, ანუ იგივეს, როგორებიც არიან ძალიან მოკლე კაბაში ჩაცმული და მაღალ ქუსლებზე მდგარი გოგოები. ამიტომ როდესაც შენ ეცდები იყო განსხვავებული, დაფიქრდი, პირიქით ხომ არ გამოგდის?

  • იცოდე, რომ წინ მრავალი სირთულე გელის

საზოგადოება ყოველთვის ცუდად იღებს იმათ, ვინც ტენდეციებში არ ჯდებიან. ხალხს აფასებენ ჩაცმულობისა და სილამაზის მიხედვით. ასეთი ხალხი თქვენ ხელგაშლილები ნამდვილად არ შეგეგებებიან. მაგრამ ეს კარგია! შენ არც გჭირდება ისინი. თუ შენ “განსხვავებულობას” გადაწყვეტ, უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი უეჭველად მოხდება. არისტოტელემ თქვა: “რომ გაუძლო კრიტიკას, არ უნდა თქვა არაფერი, არაფერი არ უნდა აკეთო და უნდა იყო არარაობა.” ამაში მას ასი პროცენტით ვეთანხმები და ალბათ ბევრი თქვენთაგანიც დაეთანხმება. კრიტიკა მაშინვე გაჩნდება, როგორც კი შემოსაზღვრული ყუთიდან გახვალ. სწორედ კრიტიკის დახმარებით გახდებით თქვენ “განსხვავებულები”!

გასათვალისწინებელი დეტალები:

  1. დაიმახსოვრე, საკუთარი თავის გაცნობა, ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი, არამედ ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. 15 წლის ასაკში სხვა ადამიანი ხარ, 22 წლის ასაკში სხვა და ა.შ. ჩვენი ინტერესები იცვლება ასაკის მატებასთან ერთად. რაც დღეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, 10 წლის შემდეგ შეიძლება ის თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენდეს.
  2. იყავით გონება გახსნილი, ყოველ შემთხვევაში ეცადეთ მაინც. ისწავლეთ სამყაროს სხვა მხრიდან დანახვაც. ეცადე არ ეჩხუბო საკუთარ თავს. თუ შენ განცვიფრდები და განაწყენდები იმაზე, რომ ხალხი თქვენ “განსხვავებულობას” ცუდი თვალით შეხედავს, მაშინ შენგან ეს ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება. თუ შენ აპირებ, რომ უსმინო ხალხის ნათქვამს, მაშინ მოგიწევს შენი “მე” ყოველთვის შენში ჩაამწყვდიო.
  3. ზემოდან და ცუდად არასოდეს შეხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან “განსხვავებულები”. შეიძლება მათ ასეთი ცხოვრება მოწონთ.
  4. დაიმახსოვრე, რომ მოდა სულაც არ არის ცუდი რამ. რაიმე არასოდეს არ იქნება პოპულარული მიზეზის გარეშე. თუ შენ მართლა მოგწონს თანამედროვე ტენდენციები, სულაც არ არის სავალდებულო არ აყვე მათ, რადგან გინდა იყო “განსხვავებული”. თუ არ გააკეთებ იმას, რაც მართლა მოგწონს, ცუდ გავლენას მოახდენს შენს “განსხვავებულობაზე”.
  5. გაიხსენეთ, ზემოთ რა წერია, იყავი ის ვინც ხარ.

გაფრთხილებები:

  1. არ მიაქციოთ ყურადღება სტერეოტიპებს. თუ შენ თავი “განგსტერი” გგონია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება გიყვარდეს ბალეტი.
  2. ჰკითხო სხვას, თუ როგორ გახდე “განსხვავებული”, ეს უფრო გაართულებს თქვენს მიზანს. ეს სრული უაზრობაა. ეს ისევ სხვის ჭკუაზე სიარულია. მოკლედ ასე არ გააკეთოთ.
  3. იყო უცნაური, სულაც არ ნიშნავს, რომ რამით მეტი ხარ ნორმალურ ადამიანებზე. ყველას თავისი ინდივიდუალური ცხოვრება აქვს და ვისაც როგორ მოწონს ისე იცხოვრებს.

წყარო: wikihow.com

Previous «
Next »

Leave a Reply

%d bloggers like this: