როგორ ვმართოთ ქრომში დამახსოვრებული პაროლები?

  • ihow.ge
  • March 13, 2019
ქრომი

გუგლ ქრომში ჩაშენებულია საკმაოდ მოსახერხებელი და მრავალფუნქციური პაროლების მართვის მენეჯერი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ბრაუზერს დაამახსოვრებინოთ ყველა ის პაროლი, რომელიც შემდგომში ამა თუ იმ საიტზე ავტორიზაციის გასავლელად გჭირდებათ, ხოლო ამ სტატიაში ჩვენ გასწავლით როგორ უნდა მართოთ ეს დამახსოვრებული პაროლები.

როგორ დავამახსოვრებინოთ პაროლები ქრომს

პირველ რიგში იმისათვის, რომ ვმართოთ დამახსოვრებული პაროლები, უნდა დავრწმუნდეთ რომ პაროლების შენახვის ფუნქცია ჩართული გვაქვს, რომლის ჩართვა გამორთვაც ხდება შესაბამისი მენიუდან. დააკლიკეთ თქვენი პროფილის ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში და შემდეგ დააკლიკეთ “Passwords”-ს (პაროლები). თქვენ ასევე შეგიძლიათ მისამართების ველში ჩაწეროთ შემდეგი: chrome://settings/passwords და შემდეგ დააკლიკოთ “Enter”-ს (შესვლას).

პაროლები

გააქტიურეთ შემდეგი ფუნქცია “Offer to Save Passwords” (შეთავაზება პაროლების შენახვაზე), ეს ფუნქცია სტანდარტულად გააქტიურებულია ხოლმე, როგორც წესი.

პაროლის შენახვის გააქტიურება

ახლა კი გადადით სასურველ საიტზე და შეიყვანეთ თქვენი მონაცემები, ავტორიზაციის გავლისას ქრომი შეგეკითხებათ გსურთ თუ არა პაროლის დამახსოვრება, დააკლიკეთ ღილაკს “Save” (შენახვა) და თქვენი პაროლი შეინახება, თუ დააკლიკებთ ღილაკს “Never” (არასოდეს), მაშინ ეს კონკრეტული საიტი დაემატება ე.წ “Never Saved” (არასოდეს შეინახო)- პაროლების ჩამონათვალში და აღნიშნული საიტის პაროლის დამახსოვრებას სხვა შემთხვევებში აღარ შემოგთავაზეთ ქრომი (ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ, როგორ უნდა ამოვიღოთ საიტი “Never Saved”-პაროლების სიიდან).

პაროლის შენახვა

ამის შემდგომ როდესაც თქვენ ამ საიტს კვლავ ეწვევით ქრომი დაგახვედრებთ ავტორიზაციის ველებს ავტომატურად შევსებულს და მხოლოდ ერთი ღილაკზე დაკლიკებით შეძლებთ ავტორიზაციის გავლას, თუ ამ საიტზე თქვენ გაქვთ ერთზე მეტი ანგარიში მაშინ დააკლიკეთ მომხმარებლის სახელის ველს და ქრომი ამოგიგდებთ ყველა იმ მომხმარებლის სახელს, რომელიც დამახსოვრებული გაქვთ და აირჩიეთ სასურველი.

იუზერის არჩევა

როგორ ამოვიღოთ პაროლი “Never Saved” სიიდან

ეს არის ინსტრუქცია იმის შესახებ თუ შემთხვევით ან განძრახ დააკლიკებთ “Never” ღილაკს პაროლის შენახვის შემოთავაზებისას და მომავალში გადაწყვეტთ, რომ ამოიღოთ ესა თუ ის საიტი “Never Saved” სიიდან, როდესაც თქვენ ამოიღებთ ამ სიიდან საიტს შემდეგი ვიზიტისას ქრომი კვლავ შემოგთავაზებთ პაროლის შენახვას.

დააკლიკეთ თქვენი პროფილის ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში და შემდეგ დააკლიკეთ “Passwords”-ს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მისამართების ველში ჩაწეროთ შემდეგი: chrome://settings/passwords და შემდეგ დააკლიკოთ “Enter”-ს.

პაროლის მართვა

ამის შემდეგ ჩამოსქროლეთ ქვემოთ სანამ არ ნახავთ სათაურს “Never Saved”. აქ იქნება ყველა ის საიტი რომელზეც პაროლის შენახვის შემოთავაზებისას დააკლიკეთ “Never”-ს.

შავი სიიდან ამოღება

მოძებნეთ ამ ჩამონათვალში ის საიტი რომელიც არ გინდათ, რომ ამ სიაში იყოს და დააკლიკეთ მარჯვენა მხარეს მდებარე X-ს.

შავი სიიდან ამოშლა

ამის შემდგომ ამ კონკრეტულ საიტზე შესვლის შემდეგ ქრომი კვლავ შემოგთავაზებთ პაროლის შენახვას.

პაროლების შენახვა

დამახსოვრებული პაროლების ნახვა

იმისათვის რომ ვნახოთ ყველა ის მომხმარებელი და პაროლი, რომელიც გვაქვს ქრომში დამახსოვრებული დააკლიკეთ თქვენი პროფილის ფოტოს ზედა მარჯვენა კუთხეში და შემდეგ დააკლიკეთ “Passwords”-ს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მისამართების ველში ჩაწეროთ შემდეგი: chrome://settings/passwords და შემდეგ დააკლიკოთ “Enter”-ს.

პაროლის მართვა

ჩასქროლეთ აღნიშნული გვერდი მანამდე სანამ არ ნახავთ “Saved Passwords” (შენახული პაროლები) სათაურს. აქ თავმოყრილია ყველა ის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც შენახული გვაქვს ქრომში.

პაროლების ჩამონათვალი

პაროლის ტექსტური ვერსიის სანახავად დააკლიკეთ “თვალის” ღილაკს

პაროლის ნახვა

თუ თქვენი კომპიუტერი დაცულია პაროლით, მაშინ ამ პაროლის სანახავად დაგჭირდებათ კომპიუტერის მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანა.

ვინდოუსის პაროლის შეყვანა

როდესაც ამ მონაცემებს შეიყვანთ თქვენ უკვე შეძლებთ პაროლის ტექსტური ვერსიის ნახვას.

პაროლის ტექსტური ვერსია

როგორ დავაექსპორტოთ შენახული პაროლები

თუ მოხდა ისეთი შემთხვევა რომ დაგჭირდათ პაროლების ექსპორტი ამის შესახებაც მოგიყვებით.

ჩვენ არ გირჩევთ პაროლების ექსპორტს თუ ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, რადგან ეს ექსპორტირებული ფაილი არის CSV ფაილი, რომელიც არ არის დაშიფრული და მისი გახსნის შემთხვევაში ყველაფრის წაკითხვა მარტივად შეიძლება.

რაც შეეხება უშუალოდ პაროლების ექსპორტს ამისათვის უნდა შევიდეთ უკვე მრავალჯერ ნაჩვენებ პაროლების მენიუში, შემდეგ უნდა ჩავსქროლოთ “Saved Passwords”-ზე და სეთინგების მენიუზე დაკლიკების შემდეგ უნდა დავაკლიკოთ “Export Passwords” (პაროლების ექსპორტი).

პაროლის ექსპორტი

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ ქრომი რომ ეს პროცესი არის მაღალი რისკის შემცველი და ყველა ვისაც კი წვდომა ექნება ამ ფაილზე მარტივად შეძლებს მის წაკითხვას.

პაროლების ექსპორტი

ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც პაროლის ნახვისას მოგიწევთ თქვენი კომპიუტერის მომხმარებლის და პაროლის შეყვანა (თუ რა თქმა უნდა ასეთი არსებობს).

ihow.ge

აირჩიეთ უსაფრთხო ადგილი თქვენი პაროლების შესანახად და დააკლიკეთ “Save” ღილაკს.

შენახვა ექსპორტირებული პაროლების

დამახსოვრებული პაროლების ამოშლა

თუ შემთხვევით შეინახეთ პაროლი ან კონკრეტული შენახული პაროლის ამოშლა გსურთ ამის გაკეთება ისეთივე მარტივია, როგორც პაროლის შენახვა.

პაროლების მენიუში უნდა მოძებნოთ ის პაროლი რომლის ამოშლაც გსურთ და მის გასწვრივ მდებარე სეთინგების მენიუზე (სამი ვერტიკალური წერტილი) დაკლიკების შემდეგ უნდა აირჩიოთ “Remove” (ამოღება).

პაროლის ამოღება

შერჩეული პაროლი წაიშლება მაშინვე, რის შესახებაც ამოხტება შეტყობინება რომ პაროლი წარმატებით წაიშალა (თუმცა თუ ეს არ იყო თქვენი სურვილი ან გადაიფიქრეთ წაშლა შეგიძლიათ ამავე ფანჯარაში დააკლიკოთ ღილაკს “Undo” და ეს პაროლი ისევ აღდგება.

თუ თქვენ არა რომელიმე კონკრეტული პაროლის არამედ ყველა პაროლის წაშლა გსურთ მაშინ უნდა გააკეთოთ შემდეგი: დააკლიკეთ თქვენი პროფილის ფოტოს გასწვრივ მდებარე სამ წერტილს ზედა მარჯვენა კუთხეში და შემდეგ დააკლიკეთ “Settings”-ს. თქვენ ასევე შეგიძლიათ მისამართების ველში ჩაწეროთ შემდეგი: chrome://settings და შემდეგ დააკლიკოთ “Enter”-ს.

როდესაც სეთინგებში შეხვალთ ჩასქროლეთ ბოლომდე სანამ არ გამოჩნდება ღილაკი “Advanced” და დააკლიკეთ მას.

სეთინგების მენიუ

ამის შემდეგაც ჩასწროლეთ სანამ არ გამოჩნდება წარწერა “Clear Browsing Data” და დააკლიკეთ მას.

მონაცემები

ამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ “Advanced” და ჩამონათვალში დააკლიკეთ “All Time”-ს, მონიშნეთ “Passwords” და ამის შემდგე დააკლიკეთ “Clear Data”-ს. ამ ქმედების უკან დაბრუნება შეუძლებელია ამიტომ კარგად გაათვითცნობიერეთ რას აკეთებთ.

ამ ქმედებების შემდეგ ყველა თქვენი პაროლი წაშლილი იქნება ქრომიდან. ასე რომ შემდეგი ვიზიტისას საიტებზე მოგიწევს ყველა იმ პაროლის და მომხმარებლის გონებაში დამახსოვრება რასაც იყენებ. წარმატებებს გისურვებთ.

ინგლისურენოვანი წყარო: https://www.howtogeek.com

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.