როგორ კლასიფიცირდება სესხი?

  • Creed
  • December 10, 2016
  • 0

სესხის-კლასიფიკაცია-ihow.geსესხების კლასიფიცირების მოქმედი პინციპები – დამყკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის # 350-ე ბრძანებით – კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიცირებისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის მიხედვით. ამ წესის მიხედვით, სესხების კლასიფიცირება წარმოებს ხუთი კატეგორიის მიხედვით და მოიცავს:

 

 

1. სტანდარტულ სესხებს;
2. საყურადღებო სესხებს;
3. არასტანდარტულ სესხებს;
4. საეჭვო სესხებს;
5. არასაიმედო(უიმედო) სესხებს.

სტანდარტული-სესხი-ihow.ge1. სტანდარტული სესხები
ა) სესხი კლასიფიცირდება „სტანდარტულად“, თუ მისი ძირითადი თანხის და პროცენტის მუდმივად გადახდა დროულად წარმოებს, ამასთან, მსესხებლის კაპიტალი და გადახდის უნარი სტაბილურია. ეს კლასიფიკაცია მისაღებია, როდესაც მსესხებელი ფინანსურად ძლიერია და აქვს საკმარისი კაპიტალი, რათა შეამციროს უარყოფითი ზეგავლენა მოულოდნელი მოვლენებისაგან, ასრულებს მომგებიანობასთან დაკავშირებულ თავის მიზნებს და აქვს საკმარისი ნაღდი ფული, რათა დროულად დააკმაყოფილოს ყველა ვალდებულება, მათ შორის აღნიშნული აქტივიც.
ბ) „სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისთვის მიღებული გირაო ან იპოთეკა გამოყენებული იქნება როგორც უსაფრთხოების დამატებითი კომპონენტი, თუმცა მაინც საჭიროა მისი სწორად რეგისტრაცია და დოკუმენტურად დადასტურება.
გ) ბიზნესისათვის გაცემული სესხის შემთხვევაში, ზემოთ მოყვანილ ფინანსურ მახასიათებლებთან ერთად მსესხებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბიზნეს-გეგმა რეალურია და პრაქტიკულად განხორციელებადი, და რომ მისი ძირითადი პროდუქცია და მარკეტინგული სტრატეგია სტაბილურია და კონკურენტუნარიანი.
დ) „სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხი წარმოადგენს ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ ყველა კომერციულ ბანკს მაინც მოეთხოვება საერთო რეზერვის შექმნა თითოეული „სტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 2%-ის ოდენობით.

საყურადღებო-სესხი-ihow.ge2. საყურადღებო სესხები
ა) სესხი კლასიფიცირდება „საყურადღებოდ“, თუ:
– იგი ადეკვატურად არის დაცული, მაგრამ პოტენციურად სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ სესხის გაცემის დროს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდის უნარი სტაბილური ჩანდა, შემდეგში გამოჩნდა განსაზღვრული ნაკლოვანებები და ტენდენციები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გამოსწორდება, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი მსესხებლის მიმართ, გააგრძელოს სესხის დროული დაფარვა. ასეთი სესხი ქმნის გაუმართლებელ საკრედიტო რისკს, მაგრამ არა ისეთს, რომ მიენიჭოს კლასიფიკაცია „არასტანდარტული“, იმიტომ, რომ საკრედიტო რისკი მოცემულ მომენტში მცირეა. ასეთი ნაკლოვანებების მაგალითებია ისეთი სიტუაციები, როდესაც საკრედიტო დოკუმენტაცია (ან მათი ნაწილი) დაკარგულია, არასრული ან მოძველებულია; როდესაც ბანკს არ ძალუძს აქტივების შესაბამისად მართვა ან მსესხებელთან სათანადო ურთიერთობა, ან როდესაც მთლიანად უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გირაო ან იპოთეკა დოკუმენტურად არ არის სწორად გაფორმებული, გადაცემული ან რეგისტრირებული, ანდა როდესაც არსებობს ინფორმაცია გირაოს ან იპოთეკის საეჭვო მდგომარეობასთან ან მის მონიტორინგთან და კონტროლთან დაკავშირებით;
– ბანკის განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად მსესხებელმა ვერ მოახერხა ფინანსური ანგარიშგებების მიწოდება, მათ შორის საბალნსო უწყისის ან მოგება-ზარალის უწყისის, ან სამუშაო ან ბიზნეს-გეგმის, რაზეც არსებობდა შეთანხმება;
– მოსალოდნელია ისეთი მოვლენები მსესხებლის საქმიანობაში ან წარმოებაში, ან ისეთი მიმართულებები ბაზარზე, რომელთა გამოც შესაძლოა, რომ მსესხებლის მომავალი მოგება ან ბიზნესი გახდეს არასტაბილური, ანდა აღმოჩნდეს მნიშვნელოვნად გაუარესებული;
– გირაოსთან ან იპოთეკასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია არ არის სწორად გაფორმებული, ან როდესაც გირაო ან იპოთეკა არ არის სწორად რეგისტრირებული, და ამ ორიდან რომელიმე სიტუაციას თან ერთვის გადახდის პირველადი წყაროს საშუალებით ამ ვალის სათანადო დაფარვის დაქვეითებული უნარი;
– სესხის ვადაგადაცილებული პროცენტი დაუფარავია და დამატებულია ძირითად თანხაზე;
– ნებისმიერი შეთანხმებული გადახდა ვადაგადაცილებულია 30 დღეზე ნაკლები პერიოდით. თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.
ბ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „საყურადღებოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 10%-ის ოდენობით.3.

არასტანდარტული-სესხი-ihow.ge3. არასტანდარტული სესხები
ა) სესხი კლასიფიცირდება „არასტანდარტულად“, თუ:
– იგი არაადეკვატურად არის დაცული მსესხებლის კაპიტალითა და გადახდის უნარით, ანდა გირაოს ან იპოთეკის ღირებულებით. „არასტანდარტულად“ კლასიფიცირებულ სესხს გააჩნია ისეთი სისუსტეები ან პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დავალიანების დაფარვას ან საეჭვოს ხდის მთლიან გადახდას;
– სესხის გადახდის ძირითადი წყაროები, მათ შორის კაპიტალი და მოგება, არ არის საკმარისი ვალის გადასახდელად. ამიტომაც ბანკმა უნდა გამოიყენოს გადახდის სხვა წყაროები, როგორიცაა გირაოს ან იპოთეკის გაყიდვა, მსესხებლის სხვა აქტივების გაყიდვა ან მსესხებლის სხვა ვალ(ებ)ის რესტრუქტურიზაცია. ამასთან, არსებობს სხვა ისეთი მნიშვნელოვნად უარყოფითი პირობები, როგორიცაა: ღირებულების მქონე და რეალიზებადი გირაოს ან იპოთეკის არარსებობა, მსესხებლის აუხსნელი და ხანგრძლივი არყოფნა, ან საკუთარი ბიზნესისადმი უყურადღებობა.
ბ) საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 30 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „არასტანდარტული“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ასეთი კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი;
გ) მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 60 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „არასტანდარტული“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.
დ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „არასტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 30%-ის ოდენობით.

საეჭვო-სესხი-ihow.ge4. საეჭვო სესხები
ა) სესხი კლასიფიცირდება „საეჭვოდ“, თუ მას აქვს „არასტანდარტულად“ კლასიფიცირებული სესხის მახასიათებლები, მაგრამ არსებულ პირობებში მისი გადახდა საეჭვოა ერთ-ერთი ისეთი სისუსტის გამო, როგორიცაა: გარკვეული და მნიშვნელოვანი ფაქტორის არსებობა, რომლიდან გამომდინარეც მოსალოდნელია ნაწილობრივი გადახდა უახლოეს პერიოდში და ამიტომ „უიმედო“ კლასიფიკაციის მინიჭება მოცემულ მომენტში საჭირო არ არის, სანამ ფაქტები უფრო არ გაირკვევა. „გარკვეული და მნიშვნელოვანი“ ფაქტორები მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სესხის მიმდინარე ნაწილობრივი გადახდა ან გირაოს (იპოთეკის) დასაკუთრებისა და გაყიდვის პროცედურების დაწყება და განხორციელება უახლოეს მომავალში, ასევე დამატებითი გირაოს ან იპოთეკის ჩადების შესაძლებლობა, რითაც სესხი მთლიანად უზრუნველყოფილი გახდება.
ბ) საბლანკო ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 90 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „საეჭვო“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.
გ) მთლიანად უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია სულ ცოტა 120 ან მეტი დღით, უნდა მიეცეს „საეჭვო“ სესხის კლასიფიკაცია, თუმცა ასეთი ვადაგადაცილება არ არის ამ კლასიფიკაციის ერთადერთი ან ძირითადი მიზეზი.
დ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „საეჭვოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 50%-ის ოდენობით.

Money Bag in Tug of War5. უიმედო სესხები
ა) სესხი კლასიფიცირდება „უიმედოდ“, თუ:
– მსესხებლის გადახდისუუნარობის გამო შეუძლებელია მისი ამოღება ან ამოღებადი თანხა იმდენად მცირეა, რომ იგი ბანკის ბალანსზე არ უნდა დარჩეს;- გირაოს ან იპოთეკის მიუხედავად, მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 150 დღით;
– 150-ზე ნაკლები დღით ვადაგადაცილების მიუხედავად, მსესხებლის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სესხის ამოღება მთლიანად შეუძლებელია ან ამოსაღებად მოსალონდელი თანხები არ შეესაბამება ამოღებისათვის დახარჯულ დროსა და ხარჯებს.
ბ) დანაკარგები სესხებიდან ბალანსზე აისახება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც დადგინდა, რომ მათი ამოღება შეუძლებელია. მათი საბუღალტრო აღრიცხვა უნდა შეწყდეს და ისინი უნდა ჩამოიწეროს ამავე პერიოდის ბალანსიდან.
გ) ბანკებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ „უიმედოდ“ კლასიფიცირებული სესხების კანონიერად ამოღებისაკენ სათანადო ზომების გამოყენებით, ყველა არსებული გირაოს ან იპოთეკის დასაკუთრებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული (კანონმდებლობით გათვალისწინებული) პროცედურების დაცვის ჩათვლით.
დ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „უიმედოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 100%-ის ოდენობით

Previous «
Next »

Leave a Reply