ბანანის კოქტეილის მომზადება ძალიან მარტივია და მისი მომზადება არ მოითხოვს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, სტატიის მიხედვით ისწავლით მის მომზადებას სახლის პირობებში.
ინგრედიენტები:
1. 2 ჭიქა რძე
2. 1/2 ჭიქა შაქარი
3. 1ც ფორთოხლის წვენი
4. 2 ცალი ბანანი
მომზადების წესი:
ავადუღოთ ორი ჭიქა რძე 1/2 ჭიქა შაქართან ერთად;
გავაციოთ და დავუმატოთ 1 ცალი ფორთოხლის წვენი;
გავარჩიოთ 2 ცალი ბანანი და გავაკეთოთ ბანანის პიურე;
ბანანის პიურეში დავამატოთ გამზადებული რძე, კარგად აურიოთ გავაციოთ და გემრიელად მივირთვათ.
You must log in to post a comment.