ბანანის კოქტეილი ძალიან კარგია საუზმისთვის, რადგან ბანანი უხდება სხვა პროდუქტებს. ბანანის კოქტეილის დამზადება ძალიან ადვილია. ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით ბანანის კოქტეილის მომზადების ოთხ მეთოდს: მხოლოდ ბანანის, ბანანი–კენკრით, ბანანი–ნიგვზით და ბანანის დესერტი.
მეთოდი 1: ბანანის კოქტეილი;
ინგრედიენტები: ეს არის ის ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება ბანანის კოქტეილისთვის:
- 1 ბანანი
- ერთი ს/კ თაფლი ან შაქარი
- ერთი ჭიქა რძე
- ყინული (სურვილის მიხედვით)
ნაბიჯი 1: გავასუფთავოთ ბანანი, დავჭრათ ნაწილებად და ჩავყაროთ ბლენდერში (თუ არ გვაქვს ბლენდერი შესაძლებელია სამზარეულოს კომბაინის გამოყენება).
ნაბიჯი 2: დავამატოთ რძე , თაფლი/შაქარი. თუ გვიყვარს სქელი კოქტეილი დავამატოთ ნაკლები რძე. თუ გინდათ დაამატეთ ყინული.
ნაბიჯი 3: აურიეთ ინგრედიენტები. დაახურეთ სახურავი ბლენდერს და აირჩიეთ სასურველი რეჟიმი. იქამდე თქვიფეთ სანამ არ მიიღებთ სასურველ მასას. მიირთვით კოქტეილი საწრუპით.
მეთოდი 2: ბანანი–კენკრის კოქტეილი
ინგრედიენტები:
- 1 ბანანი
- 4 დიდი გასუფთავებული მარწყვი
- 1/2 ჭიქა მოცვი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 1 ჭიქა იოგურტი
- ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი
- ყინული
ნაბიჯი 1: გავასუფთავოთ ბანანი, დავჭრათ და ჩავყაროთ ბლენდერში. შემდეგ დავამატოთ გარეცხილი მარწყვი და მოცვი. ავთქვიფოთ იქამდე სანამ არ მივიღებთ სასურველ მასას.
ნაბიჯი 2: ამ მასას დავამატოთ იოგურტი, ფორთოხლის წვენი და შაქარი ( თუ გვიყვარს ტკბილი კოქტეილი დავამატოთ უფრო მეტი შაქარი). დავამატოთ ყინული.
ნაბიჯი 3: ავურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. დავაფაროთ ბლენდერს სახურავი და ავთქვიფოთ მანამდე სანამ არ მივიღებთ სასურველ მასას. კენკრის საშუალებით ჩვენი კოქტეილი იღებს წითელ ფერს.
გადაასხით ჭიქაში და გემრიელად მიირთვით.
მეთოდი 3: გამაჯანსაღებელი ბანანი–ნიგვზის კოქტეილი
ინგრედიენტები:
- 1 ბანანი
- 1/2 ჭიქა ნუში
- 2 ჭიქა ისპანახი
- 1 ჩ/კ მიწისთხილის ზეთი
- 1 ს/კ აგავის ნექტარი
- 1 ჩ/კ შალფეის თესლი
ნაბიჯი 1: ჩავყაროთ ბლენდერში ნუში და დავასხათ ერთი ჭიქა წყალი. იქამდე უნდა ავთქვიფოთ სანამ არ გამოვა თეთრი, ქაფიანი რძე. ეს მასა რძის შემცვლელია.
ნაბიჯი 2: დავამატოთ ისპანახი ბლენდერში და ავთქვიფოთ რძესთან ერთად. იქამდე ვთქვიფოთ სანამ არ შეერთდება რძესთან.
ნაბიჯი 3: გავასუფთავოთ ბანანი და დავჭრათ ნაწილებად, შემდეგ დამატოთ მიწისთხილის ზეთი, აგავის ნექტარი და შალფეის თესლი. დავაფაროთ ბლენდერს სახურავი და ავთქვიფოთ იქამდე, სანამ არ მივიღებთ სასურველ მასას.
ნაბიჯი 4: ჩაასხით ჭიქაში და მიირთვით. ეს გამაჯანსაღებელი კოქტეილი არ მოგაშიებთ ლანჩამდე.
მეთოდი 4: ბანანის დესერტი
ინგრედიენტები:
- 1 ბანანი
- 1 ჭიქა გათხელებული ნაღები
- 1 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
- 1ჩ/კ ნეკერჩხლის სიროფი
- 1/2 ჩ/კ დარიჩინი
- 1/4 ჩ/კ მუსკატის თხილი
ნაბიჯი 1: გაასუფთავეთ ბანანი, დაჭერით ნაწილებად და ჩაყარეთ ბლენდერში. ბანანს დაამატეთ გათხელებული ნაღები. თქვიფეთ სანამ არ მიიღებთ ერთიან მასას.
ნაბიჯი 2: ბლენდერში დავამატოთ დარჩენილი ინგრედიენტები: დარიჩინი, მუსკატის თხილი და ნეკერჩხლის სიროფი. ეს ყველაფერი ავთქვიფოთ.
- გემოსათვის შეგიძლიათ დაამატოთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.
ნაბიჯი 4: ჩავასხათ კოქტეილი ჭიქაში, ზევიდან მოვასხათ გათხელებული ნაღები. იმის მიზნით რომ ჩვენი კოქტეილი ჰგავდეს დესერტს დავადოთ ალუბალი.
კოქტეილები მზადაა. გემრიელად მიირთვით !
You must log in to post a comment.