დასავლური ომლეტი დილის გემრიელი დასაწყისია, ის დაეხმარება თქვენი დღის კარგად წასვლას, ასევე მოგცემთ იმ ენერგიას, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
ინგრედიენტები:
- 6 თეთრი ან ყავისფერი კვერცხი
- 6 ჩაის კოვზი რძე
- 1/2 ჭიქა გახეხილი ჩედერი
- 1/2 ჭიქა დაჭრილი ლორი
- 1/4 ჭიქა კარგად დაჭრილი ხახვი
- 1/4 ჭიქა თხლად დაჭრილი მწვანე წიწაკა( ან ჩილი)
- 1/4 ჭიქა დაჭრილი პომიდორი
- სალსა( მექსიკური სოუსი)
- გატეხეთ კვერცხი საშუალო ზომის ჯამში და ნელ-ნელა, თანდათანობით დაამატეთ რძე.
- დადგით ტაფა გაზზე, საშუალო ცეცხლზე და დაადნეთ კარაქი. დაასხით კვერცხი ტაფაზე. გადახარეთ ტაფა ან კოვზის საშუალებით გადაანაწილეთ კვერცხი მთელ ტაფაზე, რათა თანაბრად შეიწვას. შეწვით კვერცხი კარგად.
- დააყარეთ ყველი, ლორი, ხახვი მწვანე წიწაკა და პომიდორი კვერცხის ერთ ნაწილზე, შემდეგ კი მეორე მხარე დააფარეთ თავზე ამ ყველაფერს.
-
შეწვით კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში,სანამ კვერცხი არ გამაგრდება და ყველი არ გადნება. შემდეგ ამოიღეთ კვერცხი და მოასხით ზემოდან სალსა.
მზადაა!
You must log in to post a comment.