დაშაქრული, გემრიელი და ნოყიერი ორცხობილა შესაძლებელია გააკეთოთ ვეგეტარიანულად, თუ გამოიყენებთ ვეგეტარიანულ კვერცხისა და კარაქის შემცვლელს. ამაში მაშინ დარწმუნდებით, როცა გამოიყენებთ ვეგეტარიანულ შაქარს.
ინგრედიენტები:
ულუფის რაოდენობა: 18 ცალი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1/2 ჭიქა ვეგეტარიანული კარაქი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- კვერცხის შემცვლელი – ერთი კვერცხის ეკვივალენტი
- 1 1/2 ჭიქა ფქვილი
- 1/4 ჩაის კოვზი ღვინის ქვის ნაღები
- 1/4 ჩაის კოვზი სოდა
- 1 ჭიქა შაქარი დარიჩინთან ერთად მოსაყრელად
ნაბიჯები:
1. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე და დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ლანგარზე. ავურიოთ ერთმანეთში შაქარი, დარიჩინი და გადავდოთ გვერდზე. ავთქვიფოთ ერთმანეთში შაქარი და ვეგეტარიანული კარაქი ვანილთან ერთად კოვზით ან მიქსერით.
2. მასას დავამატოთ კვერცხის შემცვლელი და კიდევ ავთქვიფოთ, სანამ ნარევი არ გახდე ჰაეროვანი. ავურიოთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები. ავურიოთ 2/3 მშრალი ნარევი ათქვეფილ ნარევთან, სანამ კარგად არ აირევა ერთმანეთში.
3. დავაფაროთ ცომს პოლიეთილენის პარკი, შევდოთ მაცივარში და გავაციოთ 1–2 საათის განმავლობაში. მიეცით ფორმები ნაყინის ამოსაღები კოვზით. ერთი პორცია უნდა იყოს დაახლოებით ორი სადილის კოვზის ზომის.
4. ხელის გულებით დავამრგვალოთ ცომი. მივცეთ მას ბურთის ფორმა. თანაბრად ამოვავლოთ ბურთები შაქრისა და დარიჩინის ნარევში. გადავიტანოთ ორცხობილები ლანგარზე. ზემოდან თითოეულ მათგანს დავაჭიროთ ჩანგალი, რომ მივცეთ ფორმა.
5. გამოვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში და მირთმევამდე გავაციოთ 5–10 წუთით. გადმოიტანეთ ლანგარზე და მიირთვით.
You must log in to post a comment.