ეს ვეგტარიანულირეცეპტი ებიგეილ ჯონსონის გამოგონილია. ბანანის და მოცვის შერწყმა ტორტს ხდის ძალიან გემრიელს და დიდებულია ჩაისთან ერთად.
ინგრედიენტები:
- 1/3 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
- 3/4 ჩაის კოვზი გამოსაცხობი ფხვნილი
- 1/4 ჩაის კოვზი სოდა
- 3/4 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი (სურვილისამებრ)
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
- 6 სადილის კოვზი ვეგეტარიანული ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 საშუალო ზომის ბანანი
- 1 ჩაის კოვზი სუფთა ვანილის ექსტრაქტი
- 1/4 ჭიქა სუფთა ნუშის ექსტრაქტი
- 2/3 ჭიქა ვეგეტარიანული არაჟანი
შიგთავსი:
- 3/4 ან 1 ჭიქა კარგად გარეცხილი მოცვი
- 3 სადილისკოვზი შაქარი
- 1 სადილის კოვზი ფქვილი
- 1/2 ჩაის კოვზი დაფქვილი დარიჩინი
ნაბიჯი:
1. მოვათავსოთ ღუმელში ბადე და გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსს C-მდე.
2. ლითონის ლანგარს წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ფქვილი.
3. საშუალო ზომის ჯამში ავურიოთ ფქვილი,გამოსაცხობი ფქვილი,სოდა,დარიჩინი,მარილი და კარგად ავურიოთ.
4. პატარა ჯამში მოვათავსოთ ბანანის პიურე. დიდ ჯამში ავურიოთ ვეგეტარიანული კარაქი და შაქარი. გამოვიყენოთ მიქსერი,საშუალო სიჩქარით. თუ არ გაქვთ მიქსერი გამოიყენეთ ჩანგალი.
5.დავუმატოთ ნახევარი ბანანის პიურე ათქვეფილ შაქარს და კარაქს და კიდევ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ ვანილი,დარჩენილი ბანანის პიურე.შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ მშრალი ინგრედიენტები ათქვეფილ კარაქს და დავამატოთ არაჟანი,გადავიტანოთ გამზადებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და შიგნით თანაბრად გავანაწილოთ.
6.შევდოთ ღუმელში. გამოვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში.
7.მოვამზადოთ მოცვის ნარევი. პატარა ჯამში ავურიოთ მოცვი,შაქარი, დარიჩინი და ფქვილი. ავურიოთ ჩანგლით და მსუბუქად გავჭყლიტოთ მოცვი.
8.დავამატოთ ეს ნარევი პეროგს. იმის შემდეგ,რაც ცომი გამოცხვება 10 წუთის განმავლობაში,ზემოდან მოვასხათ მოცვის ნარევი და გამოვაცხოთ კიდევ 30 წუთით.
9.გამოვიღოთ ნამცხვარი ღუმელიდან და გავაციოთ 10 წუთის განმავლობაში. დავაფაროთ ზემოდან თეფში და გადმოვატრიალოთ პერგოი,რათა ამოვიღოთ ფორმიდან.შემდეგ ისევ გადმოვატრიალოთ, ისე რომ მოცვიანი მხარე მოხვდეს ზემოდან.
10.მიირთვით თბილი ან ოთახის ტემპერატურის.
You must log in to post a comment.