თუ ბავშვობაში გიყვარდათ ცომის ნარჩენების ჭამა, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის იდეალურია. გამოცხობამდე ცომი იყინება და ამიტომ თქვენ დიდხანს დატკბებით გემრიელი გემოთი.
ინგრედიენტები კექსისთვის:
- 24 პორციისთვის
- ინგრედიენტების მომზადებას სჭირდება : 50 წუთი
- გამოცხობას – : 20 წუთი
ცომისთვის:
- 1 1/2 ჭიქა ფქვილი
- 1/4 ჩ.კ საკვები სოდა
- 1/4 ჩ.კ ზღვის მარილი
- 1/2 ჭიქა დარბილებული კარაქი
- 1/4 ჭიქა თეთრი შაქარი
- 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 1 კვერცხი
- 2 ჩ.კ ვანილი
- 1 ჭიქა გახეხილი შოკოლადი
კექსისთვის:
- 300 გ. ფქვილი
- 10 კვერცხი
- 2 ჩ.კ გამაფხვიერებელი
- ჭიქა შაქარი
- ვანილი
მოსართველისთვის:
- 340 გ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი
- 3/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 3 1/2 ჭიქა შაქრის პუდრა
- 1 ჭიქა ფქვილი
- 3/4 ჩ.კ მარილი
- 3 ს.კ რძე
- 2 1/2 ჩ.კ ვანილი
ცომის დამზადება:
ნაბიჯი 1 – კექსის მომზადება:
აურიეთ ფქვილი, სოდა, მარილი ერთ პატარა ჯამში და გადადგით გვერდზე.
ნაბიჯი 2:
საშუალო ჯამში აურიეთ კარაქი და ორი სახის შაქარი მანამ, სანამ ეს მასა არ გახდება ერთიანი. დაამატეთ მასას ვანილი და კვერცხი. კარგად ურიეთ სანამ მასა არ გახდება ერთიანი.
ნაბიჯი 3:
დაამატეთ ჯამში ფქვილი, სოდა და მარილი. კარგად აურიეთ, დაამატეთ გახეხილი შოკოლადი და აურიეთ ნაზად ისე რომ შოკოლადი თანაბრად განაწილდეს ცომში.
ნაბიჯი 4:
გააკეთეთ ცომისგან პატარა ზომის ბურთულები (ჩაის კოვზის ზომის). დაალაგეთ ბურთულები დაფაზე, განიერ სინზე ან ლითონის ჭურჭელზე.
ნაბიჯი 5:
შედეთ ბურთულები საყინულეში, სანამ არ გახდება მაგარი. ამ პროცესს დასჭირდება 2 საათი.
კექსების დამზადება:
ნაბიჯი 1:
გაახურეთ ღუმელი 180ºC გრადუსზე. ლითონის ფორმებში ჩადეთ კექსის ფორმები.
ნაბიჯი 2:
დიდ ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი. დაამატეთ შაქარი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ვანილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
ნაბიჯი 3:
ათქვიფეთ იქამდე სანამ მასა არ გახდება ერთიანი. ჩაასხით ქაღალდის ფორმებში ეს მასა ისე რომ შეავსოს 2/3.
ნაბიჯი 4:
საყინულიდან გამოვიღოთ ბურთულები და კექსის ცომის ცენტრში თითო–თითო ჩავყაროთ.
ნაბიჯი 5:
კექსი უნდა გამოცხვეს 20 წუთი. თუ ღუმელში ჩაეტევა ორივე ლითონის ფორმა, მაშინ ერთად გამოაცხვეთ, თუ არადა ცალ–ცალკე 20–20 წუთი. შეამოწმეთ ცომი კბილის საჩიჩქნით. თუ კბილის საჩიჩქნს ცომი არ ამოყვა, მაშინ ის მზადაა. არ ჩაარჭოთ კბილის საჩიჩქნი ბურთულაში.
ნაბიჯი 6:
გამოიღეთ ცომი ღუმელიდან. დადეთ მაგიდაზე და 10 წუთი გააციეთ. ამოიღეთ კექსი ლითონის ფორმებიდან და დადეთ გისოსზე რომ უკეთ გაცივდეს.
მოსართავის დამზადება:
ნაბიჯი 1:
საშუალო ჯამში აურიეთ ყავისფერი შაქარი და კარაქი. დაუმატეთ შაქრის პუდრა და ურიეთ სანამ მასა არ გახდება ერთიანი.
ნაბიჯი 2:
ჩაყარეთ ფქვილში მარილი და ყოველ მარილის ჩაყრაზე კარგად მოურიეთ, რომ თანაბრად განაწილდეს. დაამატეთ რძე, ვანილი და ურიეთ სანამ მასა არ გახდება ერთიანი.
ნაბიჯი 3:
კარაქის დანით წაუსვით კექსს მოსართავი. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დააყაროთ შოკოლადი.
ახლა კი დააგემოვნეთ თქვენი შედევრი და გემრიელად მიირთვით!!
You must log in to post a comment.