როგორ მოვამზადოთ კიბოს სამკურნალო ბოსტნეულის წვენი?

  • Эльза
  • September 26, 2016
  • 0

kibos-sacinaagmdego-wveniრუდოლფ  ბრიუსი  (Rudolf  Breuss)  არის  ავსტრიელი  ნატუროპატი,  რომელიც  მთელი  თავისი   სამეცნიერო   მოღვაწეობის  მანძილზე  ცდილობდა  მოეძებნა  კიბოს  ალტერნატიული  გზით მკურნალობის  ყველაზე  ეფექტური  მეთოდი.  მან  შექმნა  განსაკუთრებული  რეცეპტი,  რომელიც  ამაღლებს  იმუნიტეტს,  წმენდს  სისხლს  და  ზრდის  ენერგიულობას.  ეს  არის  5  სახის  ბოსტნეულისგან  მომზადებული  წვენი,  რომელიც  წარმატებულ  შედეგს  იძლევა  კიბოს  ანომალური უჯრედების  წინააღმდეგ  ბრძოლაში.  ეს  რეცეპტი  დაეხმარა   45 000  კიბოთი  და სხვადასხვა  მძიმე  სენით  დაავადებულ  ადამიანს.

ბრიუსის  განსაკუთრებული  დიეტა  გრძელდება  42  დღის  განმავლობაში,  რომელიც  ითვალისწინებს  პროტეინების  შემცველი  პროდუქტების  სრულად  გამორიცხვას,   რადგან  კიბოს  უჯრედები  საზრდოობს  ცილებით.  ამ  დიეტაში  ჩართულია  ჩაი  და  ბოსტნეულის  წვენი,  რომლის  საბაზისო  პროდუქტს  წარმოადგენს  ჭარხალი (ხალხურ  მედიცინაში  ჭარხალი  უძველესი დროიდან  გამოიყენება  სხვადასხვა  სახის  ავთვისებიანი  სიმსივნის  სამკურნალოდ). მკურნალობის  პერიოდში  კიბოს  უჯრედები  განიცდიან  შიმშილს  და  საბოლოოდ  იღუპებიან. აქედან  გამომდინარე,  ჯანმრთელობის  ზოგადი  მდგომარეობა  უმჯობესდება.

ამ  წვენის  მოსამზადებლად  აუცილებელია  გამოყენებულ  იქნას  ახალი  და  ეკოლოგიურად  სუფთა  (არ  უნდა  შეიცავდეს  ნიტრატებს – ბოსტნეული  ქიმიური  სასუქების  გარეშე  უნდა  იყოს  მოყვანილი)  პროდუქტები.

შემადგენლობა:

  • 55 % ჭარხალი;
  • 20 % სტაფილო;
  • 20 % ნიახურის  ფესვები;
  • 3 % კარტოფილი;
  • 2 % ბოლოკი.

ეს  პროდუქტები  კარგად  გასუფთავებული  სახით  უნდა  მოთავსდეს  წვენის  საწურში.  ამ  წვენის  გადაჭარბებით  მიღება  არ  არის  მიზანშეწონილი.  იგი  მიღებულ  უნდა  იქნას  იმ  რაოდენობით,  რამდენიც  საკმარისია  ორგანიზმის  ვიტამინებითა  და  მინერალებით  შესავსებად.

ბოსტნეული კიბოს საწინააღმდეგოდ

ჭარხალი  მდიდარია  ანტიოქსიდანტებით,  ვიტამინებით  – C, B1, B2, B6 , ფოლის  მჟავა,  პანტოტენის  მჟავა  და   ისეთი  მინერალებით,  როგორიც  არის   კალციუმი,  ფოსფორი,  მაგნიუმი,  ნატრიუმი,  რკინა  და  თუთია.

მრავალრიცხოვანი  კვლევების  შედეგად  დადგინდა,  რომ  ჭარხალი  განსაკუთრებით  კარგ  შედეგს  იძლევა  ლეიკემიისა  და  კიბოს  მკურნალობის  დროს.  ჭარხალი  შეიცავს  ბეტაინს,  რომელსაც  აქვს მძლავრი  ანტისიმსივნური,  ანთების  საწინააღმდეგო,  ანტიოქსიდანტური  და  გამწმენდი  ეფექტი. ამ  ამინომჟავას  შესწევს  უნარი  გაანადგუროს  სიმსივნური  უჯრედები. ჭარხალი  განსაკუთებით კარგია  მომავალი  დედებისთვის,  რადგან  შეიცავს  სათანადოდ  დიდი  რაოდენობით  ფოლის  მჟავას. იგი  ასტიმულირებს  ღვიძლისა  და  ნაღვლის  ბუშტის  ფუნქციებს,  ხსნის  ყაბზობას.  ჭარხალი  ასევე  გამოიყენება  თავის  ტკივილის,  კბილის  ტკივილის,  დიზენტერიის,  ძვლოვანი  სისტემის  პროლემების  დროს,  აგრეთვე  კანის  დაავადებების  და  მენსტრუალური  ტკივილის  დროს.  ჭარხალი  არის  უნივერსალური  სამკურნალო  მცენარე  და  ის  მნიშვნელოვან  როლს  ასრულებს  ნებისმიერ  დიეტაში.

მასალა  მოამზადა  ელზამ

წყაროს  http://www.myhealthybook.com/ მიხედვით.

Previous «
Next »

ვარ მათემატიკოსი.

Leave a Reply