მუსი – ძალიან გემრიელი დესერტია, რომლის მომზადებაც შეიძლება ხილის, კენკრისა და შოკოლადისგან. მუსი რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ ძალიან სასიამოვნო არომატითაა.
ინგრედიენტები:
. ლიმონის წვენი – 130 მლ.
. ჟელატინი 7-8 გრ.
. ცედრა – 0,5 ლიმონის
. ნაღები – 200 მლ. (მინიმუმ 25% ცხიმით)
. შაქარი -120 გრ.
. 2 კვერცხის ცილა – 70 გრ.
I : ერთმანეთს ვუმატებთ 8 გრ. ჟელატინს და 130 გრ. ლიმონის წვენს. მოვურევთ და დავდგამთ არც ისე დიდ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე და ნელ ცეცხლზე დავაყოვნოთ 2 წუთი. დაველოდოთ მის გაგრილებას.
II : ავთქვიფოთ 200 გრ. ნაღები და შევინახოთ მაცივარში.
III : 120 გრ. შაქარს დავუმატოთ იმდენი წყალი, რომ შაქარი გაიჟღინთოს წყლით და დავდგათ ცეცხლზე სიროფის მოსადუღებლად. ვურიოთ შაქრის კარგად გახსნამდე სანამ ტემპერატურა 120 გრადუსს არ მიაღწევს.
IV : ავთქვიფოთ 2 კვერცხის ცილა და დავუმატოთ გაგრილებული სიროფი ნელ-ნელა. ვთქვიფოთ მანამ სანამ სქელ თეთრ მასას არ მივიღებთ.
V : ათქვეფილ მასას დავუმატოთ ნახევარი ლიმონის ცედრა, ჟელატინი და ლიმონის წვენი. მოვურიოთ კოვზით და დავუმატოთ ნაღები. მუსიც მზად იქნება სასურველ ფინჯანში გადასატანად.
გემრიელად მიირთვით !
You must log in to post a comment.