ნატურალური სასმელების მომზადება არ არის რთული სახლის პირობებშიც კი, მთავარია გვქონდეს საჭირო ინგრედიენტები და ვიცოდეთ ის მარტივი მიმდევრობა რომლის მიხედვითაც ხდება ნატურალური წვენის მომზადება.
ასკილის ნაყენი
ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი ასკილი, 1/2 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჭიქა წყალი
ასკილი დავჩეხოთ, გავრეცხოთ და დავასხათ ადუღებული წყალი, დავაფაროთ თავსახური, ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. გავაჩეროთ 4-6 საათი, გადავწუროთ, დავამატოთ შაქარი, არომატისთვის შეიძლება ლიმნის ცედრის დამატება.
მარწყვის წვენი
ინგრედიენტები: 1 ჭიქა მარწყვი, 1 სუფრის კოვზი შაქარი.
მარწყვი დავჭყლიტოთ და გამოვწუროთ წვენი, დავამატოთ შაქარი და შევინახოთ მაცივარში. მსგავსი წვენის გაკეთება შეიძლება ასევე ჟოლოსგან, ალუბლისგან და სხვა კენკროვანი ხილისგან.
სტაფილოს წვენი ლიმნით
ინგრედიენტები: სტაფილო – 150 გრამი, შაქარი – 1/2 სუფრის კოვზი, ლიმონი – 2 ნაჭერი, წყალი – 1/2 ჭიქა.
მდუღარე წყალში ჩავაგდოთ ლიმნის ცედრა, შაქარი და გავაციოთ. სტაფილო გავხეხოთ და დავამატოთ ლიმნის წვენი. ვიტამინებით სავსე სასმელი მზადაა.
პომიდვრის წვენი
ინგრედიენტები: 250 გრამი მწიფე პომიდორი
მწიფე პომიდორს მოვასხათ მდუღარე წყალი, გავფრცქვნათ და დავჭრათ ნაჭრებად, შემდეგ გადავწუროთ და შემდგათ მაცივარში.