როგორ მოვამზადოთ ნებისმიერი ხილისგან ძმარი?

  • nino abashidze
  • აპრილი 18, 2019
ძმარი
ძმარი

ძმარი და მისი სასარგებლო თვისებები ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია, ბევრგან შეხვდებით მის შესახებ მომზადებულ სტატიებს სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის როგორც ჯანმრთელობის, ასევე კულინარიული კუთხით.

ჯანმრთელობის კუთხით ძმარს ყველაზე მეტად გამოიყენებენ ხოლმე ორგანიზმის გასაწმენდად, კულინარიის მხრივ კი ძმრის გამოყენება მისი თვისებებიდან გამომდინარე უმეტესად თქვენ გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ გასწავლით დამოუკიდებლად სახლის პირობებში, ნატურალური ძმრის მომზადებას თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ხილისგან.

ძმარი – ძმრის მომზადება

ღამით ავადუღოთ 10 ლიტრი წყალი, დილით წყალი სხვა ჭურჭელში გადავასხათ, ისე რომ ჭურჭლის ძირში არსებული დანალექი არ გადაყვეს. ავიღოთ 2 კგ ვაშლი (ან ნებისმიერი ხილი რისი ძმარიც გვინდა რომ მივიღოთ), კარგად გავრეცხოთ, ძალიან თხლად დავჭრათ და მოვათავსოთ 10 ლიტრიან მინის ქილაში.

დავაყაროთ 2 ს/კ საჭმელი მარილი, 2 სტანდარტული ჭიქა ვაშლის ძმარი ან ღვინის ძმარი. დავასხათ ანადუღარი წყალი (ანადუღარი წყალი უნდა იყოს ცივი). ქილა ძალიან არ გავავსოთ, 10 სმ სიმაღლის სიცარიელე დაუტოვეთ, რომ ძმარს დადუღებაში ხელი არ შეეშალოს.

ხილი ჯერ ზემოთ ამოვა, მერე როცა დადუღდება ქვევით დაილექება. დილას და საღამოს ხის კოვზით მოურიეთ. ქილას თავი მარლით გადავუკრათ და რეზინით დავამაგროთ.

დავდგათ ქილა ნორმალურ ტემპერატურაზე, სიცხე არ უნდა, თორე ზაფხულში ბუზები დაესევა. ეს ძმარი დადუღდება 15-20 დღეში, გადაფილტრეთ, ჩაასხით ბოთლებში, დაუცავით კარგად თავი და შეინახეთ ბნელ გრილ ადგილას.

ამ მეთოდით ყველა ხილისგან შეიძლება ძმრის დამზადება. შავი ქლიავის ჩირითაც დამზადდება. მხოლოდ დაგჭირდებათ 4 ჭიქა ჩირი და 10 ლიტრიანი ქილა. ეს ძალიან მარგებელი ძმარია. აღნიშნული ძმარი შეგიძიათ საჭმლშიც გამოიყენოთ და მიირთვათ მათ შორის ბავშვებსაც. ასევე შეგიძლიათ 1 ჭიქა ჭყალში 1 ჩაის კოვზი ჩაასხათ და დალიოთ.

გაუზიარეთ მეგობრებსაც! აიშე გაბაიძე

ასევე გაეცანით სტატიას: როგორ ავწიოთ ჰემოგლობინის დონე ორგანიზმში

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.