როგორ მოვამზადოთ ოსპის წვნიანი?

  • wolf
  • April 23, 2019

ოსპის წვნიანიოსპის წვნიანი, რომლის სასარგებლო თვისებები (შეიცავს A, B და C ჯგუფის ვიტამინებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს და ა.შ.) დიდი ხანია ცნობილია, წვნიანი საუკუნეების უკან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისი მომზადება მართლაც მარტივია და ამავდროულად, ბევრ ინგრედიენტს და დროს არ მოითხოვს.

ოსპის წვნიანი – მომზადება და საჭირო ინგრედიენტები

  1. ოსპი (პირადად მე, მუდამ წითელი ოსპის წვნიანს ვაკეთებ)
  2. ხახვი (მე ერთცალს ვიყენებ)
  3. სტაფილო (მასაც ერთს ან ერთ-ნახევარს)
  4. მწვანილი (ოხრახუშს ან ქინძს ვამატებ)
  5. და წვნიანისთვის აუცილებელი ინგრედიენტები – მარილი და პილპილი გემოვნებით (ასევე შეგიძლიათ ცოტა ჯინჯერიც დაუმატოთ)

თავდაპირველად, საშუალო კუბებად დაჭრილ ხახვს ვშუშავთ ცოტა ზეთში, შემდეგ ვამატებს სქლად გახეხილ სტაფილოს.

სტაფილოს მოშუშვის შემდეგ მოშუშულ ბოსტნეულს ვყრით მდუღარე წყალში და ველოდებით მის ხელმეორედ ამოდუღებას, რის შემდეგაც ჩავამატებთ უბრალოდ გარეცხილ ან ცოტა ხნით წყალში დამბალ ოსპს.

როდესაც ოსპი შერბილდება, წვნიანს შევაზავებთ მარილით და ბოლოს დავუმატებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს.

თუ ასეთი სახით არ მოგწონთ წვნიანი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის ბლენდერი და დააბლენდეროთ კარგად, რის შემდეგაც ოსპის წვნიანისგან მიიღებთ ოსპის კრემ-სუპს, რომელიც საკმაოდ კარგი და გემრიელია, უბრალოდ კრემ-სუპის შემთხვევაში აკონტროლეთ, რომ ან ძალიან სქელი ან ძალიან თხელი კონსისტენცია არ მიიღოთ

დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ!

გემრიელად მიირთვით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ლადუს მომზადების უნიკალურ რეცეპტს – როგორ მოვამზადოთ ლადუ?

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.