საზამთროს წვენი ჩააქრობს თქვენს წყურვილს ზაფხულის ცხელ დღეებში. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი ქვემოთ მოცემული წვენებიდან, ეს დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ ბროწეულისა და საზამთროს ნაზავი.
მეთოდი 1: ათქვეფილი საზამთროს წვენი
ინგრედიენტები:
- 1 უკურკო საზამთრო
- შაქრის ფხვნილი ან თაფლი გემოვნებით
- ცივი წყალი და ყინულები
ნაბიჯი 1 – საზამთროს წვენი:
მოათავსეთ საზამთრო საჭრელ დაფაზე. მოაცილეთ საზამთროს მისი სქელი კანი და დაჭერით (2.5 სმ) ზომის ნაჭრებად. მსხვილი ნაჭრების მისაღებად დანა უნდა იყოს ბასრი.
ნაბიჯი 2 – საზამთროს წვენი:
მოათავსეთ საზამთროს ნაჭრები ღრმა ჯამში, რეზინის კონტეინერში ან თეფშზე. ჩანგლის მაგივრად შეგვიძლია მოვაცილოთ ხელით.
ნაბიჯი 3 – საზამთროს წვენი:
მოვათავსოთ საზამთროს დაჭრილი ნაჭრები ბლენდერში. დავამატოთ შაქრის ფხვნილი ან თაფლი.
- ავთქვიფოთ საზამთროს ნაჭრები და შაქარი გემოვნებით.
- დავამატოთ წყალი თხელი წვენისთვის, სქელი წვენისთვის კი გამოვიყენოთ ყინულები.
ნაბიჯი 4 – საზამთროს წვენი:
ათქვიფეთ კარგად სანამ წვენი არ გახდება გლუვი. ჩაასხით წვენი ჭიქაში და დაუმატეთ ყინულები. ახლა შეგიძლიათ მიირთვათ.
მეთოდი 2:
ინგრედიენტები:
- 7 პიტნის ფოთოლი
- 1 1/2 ჭიქა ლიმნის წვენი
- 1 სუფრის კოვზი შაქარი
- 2 უკურკო საზამთრო
ნაბიჯი 1 – საზამთროს წვენი:
მოაცილეთ საზამთროს მისი სქელი კანი. დაჭერით (2.5) ზომის ნაჭრებით.
ნაბიჯი 2 – საზამთროს წვენი:
ავთქვიფოთ საზამთროს ნაჭრები, პიტნა და ლიმნის წვენი. ნარევი უნდა გახდეს გლუვი.
ნაბიჯი 3 – საზამთროს წვენი:
საცერის დახმარებით ჩაასხით საზამთროს, ლიმნისა და პიტნის ნარევი ქვაბში. დააჭირეთ საზამთროს იმისთვის, რომ მიიღოთ მეტი წვენი, ამისთვის გამოიყენეთ ხის კოვზი. დააამატეთ წვენს შაქარი და მოურიეთ.
ნაბიჯი 4 – საზამთროს წვენი:
გავათბოთ ქვაბი საშუალო–დაბალ სითბოზე. მიიყვანეთ წვენი გათბობამდე, მაგრამ არ მისცეთ ადუღების საშუალება.
ნაბიჯი 5 – საზამთროს წვენი:
გააგრძელეთ წვენის გათბობა. გასინჯეთ ხშირად, რომ ნახოთ, როგორ ვითარდება მისი გემო. როდესაც წვენი გამზადდება, ამოიღეთ ცხელი წვენი, იმისათვის, რომ გაცივდეს.
ნაბიჯი 6 – საზამთროს წვენი:
ჩაასხით წვენი კონტეინერში და გააცივეთ. შემდეგ გადაიღეთ წვენი კონტეინერიდან მაღალ, ყინულიან ჭიქაში. შევამკოთ წვენი პიტნის ფოთოლით.
მეთოდი 3:
ინგრედიენტები:
- 1 1/4 (625გ) უკურკო საზამთრო
- 2 ბროწეული
- 200გ ცოცხალი ჟოლო
- ყინულიები
ნაბიჯი 1 – საზამთროს წვენი:
მოაცალეთ საზამთროს ქერქი და დაჭერით ნაჭრებად. მოაცილეთ მარცვლები ბროწეულს. რამდენიმე თესლი შექმნის განზე მორთულობას.
ნაბიჯი 2 – საზამთროს წვენი:
მოათავსეთ საზამთრო ბლენდერში. დაამატეთ ბროწეულის მარცვლებიდა ჟოლო, ავთქვიფოთ მანამ არ გახდება გლუვი.
ნაბიჯი 3 – საზამთროს წვენი:
ჩაასხით წვენი ყინულებიან ჭიქაში. შეგიძლიათ ჟოლო და ბროწეულის მარცვლები გამოიყენოთ მოსართავათ. გემრიელად მიირთვით!
You must log in to post a comment.