ზაფხული მოდის, თანდათან ცხება, ალბათ ყველას გვსურს მივიღოთ გამაგრილებელი სასმელი თუ საჭმელი. მე თქვენ გასწავლით ძალიან გემრიელ და ადვილად მოსამზადებელ საზაფხულო დესერტს, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენც მოგეწონებათ.
საჭირო ინგრედიენტებია:
- ნახევარი ბანანი
- 100 გრ შავი შოკოლადი
- 100 გრ ცხელი რძე
- 2-3 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ ნაყინი
მომზადების წესი:
ბანანი თხლად დავჭრათ სანაყინეში;
ცალკე გავადნოთ შავი შოკოლადი;
გამდნარ შოკოლადს დავასხათ ცხელი რძე;
დავაყაროთ შაქარი და კარგად ავურიოთ;
ეს ყველაფერი დავასხათ ბანანს და დავამატოთ ნაყინი;
ნაყინი დადნება, დადნობის შემდეგ ავურიოთ მიღებული მასა;
მაცივარში შევდგათ და გავაციოთ.
You must log in to post a comment.