ვემზადებით სახლში ოჯახის ახალი წევრის გამოჩენისთვის. ბუნებრივია რომ კნუტის სახლში გამოჩენას ოჯახის წევრების თანხმობა სჭირდება. მე აგიხსნით რა არის საჭირო იმისათვის (იგულისხმება სახლის მომზადება კატისთვის), რომ ოჯახის წევრებს არ შეეშალოს ხელი და კნუტმაც თავი კარგად იგრძნოს.
პირველ რიგში თქვენ უნდა გაარკვიოთ სად შეიძენთ თქვენ მომავალ შინაურ ცხოველს. იქნება ეს ელიტური ჯიში თუ უბრალო კატა. ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე გირჩევთ კატა თავშესაფრიდან ან ქუჩიდან აიყვანოთ. ამითი სამყარო არ შეიცვლება, მაგრამ ერთი არსების სიცოცხლე შეიცვლება უკეთესობისკენ.
სახლის მომზადება კატისთვის
როდესაც კნუტი არჩეულია მიმართეთ ვეტერინარს და აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია. გაიგეთ როგორი აცრების გაკეთებაა საჭირო. როგორ გავაკეთოთ რწყილების პროფილაქტიკა. შეიძინეთ საჭირო პრეპარატები. გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები.
შემდეგ სახლში უნდა გავაკეთოთ კატის ტუალეტი. სჯობს აირჩიოთ ტუალეტი ბოლოში ბადით. და შემზღუდავი საზღვარით. ასევე შეიძინეთ სპეციალური ნიჩაბი ტუალეტისთვის, რადგან მისი ხმარება ძალიან მოსახერხებელია. ჯობს კატის ტუალეტის ადგილად თქვენივე საპირფარეშო აირჩიოთ, რომ სუნმა არ შეგაწუხოთ.
ასევე აუცილებელია გამოიყოს ადგილი ბრჭყალების გალესვისთვის და მისი ჩვენება კატისთვის. ეს შეიძლება იყოს მაღაზიაში ნაყიდი ბრჭყალების სალესი. ასევე არსებობს კატების სპეციალური კუთხე სადაც ბრჭყალების სალესი, სათამაშოები და საძინებელი გათვალისწინებულია.
სამზარეულოში აირჩიეთ ადგილი კატისთვის სადაც ის შეჭამს. შეიძინეთ ორი ჯამი. ერთი საკვებისთვის მეორე წყლისთვის და რძისთვის. კარგი იქნება თუ თქვენ ჯამის ქვეშ პატარა ხალიჩას დადებთ. კატები ხშირად საჭმელს ჯამიდან იღებენ და ჯამთან ახლოს ჭამენ, მაგრამ ეს პრობლემა თქვენ არ გეხებათ თუ კატას მარტო მშრალ სპეციალურ საჭმელს აჭმევთ.
არ არის აუცილებელი საძინებელი ადგილის არჩევაზე ფიქრი. მიეცით კატას ერთი ორი დღე და ის თვითონ აირჩევს ისეთ ადგილს სადაც ის თავს კომფორტულად გრძნობს ძილის დროს.
იყიდეთ რამოდენიმე სათამაშო თაგვი. რატომ, რამოდენიმე? იმიტომ რომ კატას შეიძლება ერთი დაეკარგოს ან მობეზრდეს მეორე კი დარჩება. გიყვარდეთ და ყურადღება მიაქციეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს და ის სითბოს და სიმშვიდეს შემოიტანს თქვენ სახლში.
თუ თქვენ სერიოზულად მიუდგებით სახლის მომზადება კატისთვის, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ სტატიას – როგორ ავაწყოთ კატის სახლი?
You must log in to post a comment.