როგორ მოვამზადოთ სოკოს ომლეტი?

  • An'na
  • February 7, 2016
  • 0

სოკოს ომლეტიეს არის რეცეპტი უკიდურესად გემრიელი, მარტივი და ჯანსაღი ომლეტისთვის, რომელიც მზადდება ქამა (შამპინიონის) სოკოსგან.

 

ინგრედიენტები:

  • 2 ან 3 კვერცხი, უფრო ჯანსაღი ომლეტისთვის, გამოიყენეთ ორი მთელი და ერთი კვერცხის ცილა.
  • 3-4 ქამა სოკო
  • მარილი, პილპილი, შაქარი,ზეთი.
  • ესპანური ხახვი (არასავალდებულო)
  • ყველი (არასავალდებულო)
  • რძე (არასავალდებულო)

1.ფრთხილად გარეცხეთ სოკო და მოაცალეთ ღეროები. დაჭერით სოკო და გააშრეთ.

2. ათქვიფეთ კვერცხი,სანამ არ გაუჩნდება ბუშტები და კარგად არ აირევა. შემდეგ დაამატეთ მწიკვი მარილი,პილპილი, რძე და გახეხილი ყველი.

3.დაასხით პატაზე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი ან მცენარეული ზეთი,დააყარეთ სოკო და შეწვით მარილთან, პილპილთან,შაქართან ერთად ერთი წუთის განმავლობაში,სანამ არ გაყავისფრდებიან და წვენს არ გამოყოფენ.ამოიღეთ ცალკე ჯამში.

4. დაასხით ზეთი წინასწარ გახურებულ ტაფაზე და გადაანაწილეთ მთელ ძირზე კარგად. დაასხით კვერცხი და დატოვეთ სანამ ძირი შეიწვება და ზედა ნაწილი ცოტათი მოუმზადებელი იქნება. ფრთხილად იყავით,არ დაგეწვათ.

ტაფა

5.დააყარეთ შემწვარი სოკო კვერცხის ზემოდან და გადმოიღეთ ტაფიდან. გადაკეცეთ კვერცხი ორ ნაწილად. დააბრუნეთ ტაფა გაზზე და გადაატრიალეთ ომლეტი.

6.ამოიღეთ თეფშზე და მიირთვით პომიდორთან ერთად.

მზადაა!

Previous «
Next »

Leave a Reply