აქ ჩვენ გავეცნობით როგორ მოვამზადოთ ათ წუთში სამნაირი ტარტი: კლასიკური შოკოლადის ტარტი, მარწყვის ტარტი ნაღებით და სასარგებლო გოგრის ტარტი. რაც მთავარია მათი მომზადება ძალიან მარტივია და არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას.
აღნიშნული ტარტების მიქსით თქვენ შეძლებთ დააკმაყოფილოთ ნებისმიერი ტიპის გემოვნების მქონე სტუმარი, თითოეული ტარტის მომზადების მეთოდიკას და ინგრედიენტებს ცალ-ცალკე განვიხილავთ.
მეთოდი 1: კლასიკური შოკოლადი ტარტი
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ კაკაო
- 4 ს/კ შაქარი
- 4 ს/კ ფქვილი
- 3 ს/კ რძე
- კვერცხი
- ტარტი რომ გამოვიდეს გაჯერებული და შოკოლადის, არ დავამატოთ რძე და დავუმატოთ მხოლოდ 1 ს/კ ფქვილი.
- თუ გიყვართ ნუტელა შეგიძლიათ დაამატოთ 3 ს/კ ცომში.
- ამის გარდა თქვენ შეგიძლიათ ცომში დაამატოთ არაქისის კარაქი (სურვილებისამებრ).
- ესპრესო ან მოხარშული ყავა ცომს მისცემს უფრო მეტ არომატს, ამიტომ დაამატეთ ერთი ან ორი სადილის კოვზი.
- სურვილებისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ცოტა დარიჩინი.
ნაბიჯი 1: ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში და ჩავასხათ ცხიმწასმულ ჯამში.
ნაბიჯი 2: მოვათავსოთ ჯამი მიკროტალღურ ღუმელში. ჩავრთოთ ღუმელი 1 1/2 წუთზე. გამოვაღოთ ღუმელის კარი და შევამოწმოთ ცომი ხომ არ გადმოსულა ჯამიდან, თუ გადმოვიდა გავწმინდოთ ღუმელი და ისევ ჩავრთოთ 1 1/2 წუთზე.
ნაბიჯი 3: ტარტი, როცა გამოცხვება გადმოვატრიალოთ თეფშზე. თუ გინდათ მორთეთ ჭიქურით ან ათქვეფილი ნაღებით.
მეთოდი 2: ტარტი მარწყვით და ნაღებით
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ მარწყვის ან სხვა ხილი იოგურტი
- 1 კვერცხი
- 1 ს/კ კარაქი
- 4 ს/კ შაქარი
- 5 ს/კ ფქვილი
- ახალი ხილი და ათქვეფილი ნაღები
- 1/8 ჩ/კ გამაფუებელი ფხვნილი
ნაბიჯი 1: ავურიოთყველა ინგრედიენტი, ცოცხალი ხილის და ათქვეფილი ნაღების გარდა და გადავასხათ ცხიმწასმულ შუშის ჯამში.
ნაბიჯი 2: მოვათავსოთ ჯამი მიკროტალღურ ღუმელში და ჩავრთოთ ტაიმერი 1 1/2 წუთზე. შემდეგ გამოვაღოთ ღუმელის კარი და თუ ცომი გადმოვიდა, ღუმელი გავწმინდოთ და ისევ ჩავრთოთ 1 1/2 წუთზე.
ნაბიჯი 3: გადმოვიღოთ ტარტი თეფშზე და მოვასხათ ათქვეფილი ნაღები. ტორტი მოვრთოთ დაჭრილი მარწყვით ან მალინით.
მეთოდი 3: სასარგებლო გოგრის ტორტი
ნაბიჯი 1:
ათ წუთში თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ისეთი ტარტი, რომელიც არა მარტო გესიამოვნებათ თქვენ, არამედ მოუხდება თქვენს ორგანიზმსა და ჯანმრთელობას.
ინგრედიენტები:
- 3 ს/კ გოგრის პიურე
- 1 კვერცხი
- 1/8 ჩ/კ გასაფუებელი ფხვნილი
- 4 ს/კ ყავისფერი შაქარი
- 2 ს/კ ხორბლის ფქვილი, 2 ს/კ თეთრი ფქვილი
- 2 ს/კ რძე
- ცოტა დარიჩინი, დაფქვილი მიხაკი
- მწიკვი მარილი
ნაბიჯი 2: ავურიოთ ინგრედიენტები და ეს მასა გადავასხათ ცხიმწასმულ შუშის ჯამში. ჯამი მივათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში და ტაიმერი ჩავრთოთ 1 1/2 წუთზე. შემდეგ გამოვაღოთ ღუმელის კარი და თუ ცომი გადმოსულია მოვწმინდოთ ღუმელი და ჩავრთოთ ისე 1 1/2.
ნაბიჯი 3: გადმოიღეთ ტარტი თეფშზე და მოასხით ათქვეფილი ნაღები. ასევე უნდა მოვრთოთ ნუშით.
სამივე ტარტი მზად არის შეგიძლიათ მიირთვათ !
You must log in to post a comment.