ტროპიკული საუზმე საუკეთესო გზაა ცხელი ზაფხულის დღის დასაწყებად, ან თუ გსურთ რომ ზაფხული წარმოიდგინოთ. გამოიყენეთ სადღესასწაულო, ფერადი ინგრედიენტები დილის განწყობის ასამაღლებლად.
ინგრედიენტები:
შემწვარი ბანანისთვის
- 1 ბანანი
- 50 გრ კარაქი
- 1,5 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ კოჭა, კარგად დაჭრილი
ტროპიკული მიუსლისთვის:
- 800 გრ ნატურალური იოგურტი
- 400 გრ მიუსლილ
- 4 ს/კ ხილის ჩირი
- 100 გრ თაფლი
შემწვარი ბანანი:
მოაჭერით ბანანს ორივე ბოლო. გახსენით ბანანი და გაჭერით ჯერ შუაზე, შემდეგ კი სიგრძეზე.
კარაქის ნახევარი ტაფაზე გაადნეთ და დაყარეთ დაჭრილი ბანანი. ტაფა ხშირად შეანჯღრიეთ. შემდეგ კი თუ საჭირო იქნება, დანარჩენი კარაქიც დაამატეთ. 5 წუთის შემდეგ, როდესაც ბანანი ღია ყავისფერი გახდება, დაამატეთ კოჭა და შაქარი.
ტაფა შეარყიეთ, რომ ბანანი კარგად დაიფაროს და დატოვეთ კიდევ ცოტა ხნით. გადმოიღეთ ტაფიდან და დააწყვეთ თეფშზე ლამაზად.
ტროპიკული მიუსლი:
ჩაასხით იოგურტი და დააყარეთ მიუსლი და ხილის ჩირი. შემდეგ კი ჩააგდეთ თაფლი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა.
გაამზადეთ ხილის წვენი. ტროპიკულ საუზმეს ძალიან მოუხდება ახლად დაწურული საზამთროს წვენი.
საუზმისთვის აუცილებელია ტროპიკული ხილი. გასინჯეთ ისეთი ხილი, რომელიც მანამდე არ გაგისინჯავთ, მაგ: პაპაია, მანგო, ანანასი, გუავა.
გემრიელად მიირთვით!
You must log in to post a comment.