ბანანა არის ერთ-ერთი საუკეთესო და ნოყიერი ხილი საუზმისთვის. ასე რომ, რატომ არ შევურიოთ ის საუზმის საუკეთესო საჭმელს? აქ არის თუ როგორ გავაკეთოთ ბანანის ტოსტები.
ინგრედიენტები ფრანგული ტოსტისთვის:
- 2 დიდი, მწიფე ბანანი
- 1/2 ჩაის კოვზი ვანილი
- 3 კვერცხის გული
- 3/4 ჭიქა რძე
- 8 ნაჭერი პური
- 1/2 ჩაის კოვზი დაფშხვნილი დარიჩინი
ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 1:
ბლენდერით ან ხელის მიქსერით აურიეთ რძე, კვერცხის გულები, ბანანი და ვანილი
ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 2:
აანთეთ საშუალო ტემპერატურაზე და დადგით ზედ ტაფა, რომელიც არ იკრავს.
ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 3:
ჩადეთ პურის ნაჭერი კვერცხის ნარევში (ნაბიჯი 1) და დაელოდეთ სანამ პური მთლიანად შეიწოვს ნარევს.
ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 4:
შეწვით პური ტაფაზე, მანამ სანამ მისი ორივე მხარე არ იქნება ყავისფერი.
ფრანგული ტოსტი – ნაბიჯი 5:
დააყარეთ გამზადებულ პურს დაფშხვნილი დარიჩინი.
ბანანის ფრანგული ტოსტები მზადაა და შეგიძლიათ დააგემოვნოთ იგი და დააგემოვნებინოთ სხვებს.
You must log in to post a comment.