დარიჩინიანი ფუნთუშა ძალიან სასიამოვნო მისართმევია საუზმისთვის. მისი მომზადება ძალიან ადვილია და მისი არომატი იგრძნობა მთელ სახლში. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ იგი ტრადიციული რეცეპტით ან მასში შეიტანოთ ცვლილებები. აქ მოცემულია ფუნთუშის მომზადების სამი მეთოდი: პირველი მეთოდია – ფუნთუშა დარიჩინით, მეორე – ფუნთუშა კაკლით და ქიშმიშით. ბოლო მეთოდი ყველაზე სასარგებლოა.
ეს რეცეპტი გათვლილია 6–8 ადამიანზე. მის მომზადებას სჭირდება 20 წთ, ხოლო გამოცხობას 2 სთ.
ინგრედიენტები:
მეთოდი 1: ფუნთუშა დარიჩინით.
- 550 გრ. 2 1/2 ჭიქა ფქვილი
- 25 გრ ჩაის საფუარი და 8,5 გ. მშრალი საფუარი
- 70 გრ. ერბო
- 210 მლ. რძე
- 75 გრამი შაქარი
- 2 კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 1 ს/კ დარიჩინი
- 200 გ. ყავისფერი შაქარი
- 25 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე)
- 1 კვერცი ათქვეფილი 2 ს/კ რძესთან
- 1 მუჭა ფქვილი
მეთოდი 2: ფუნთუშა კაკლით და ქიშმიშით
- 30 გ. შაქარი
- 5 გ. მარილი
- 650 გ. ფქვილი
- 10 გ. მშრალი საფუარი
- 60 მლ. თბილი წყალი
- 1 კვერცხი
- 60გ. კარაქი
- 200 მლ რძე
- 60 გ. კაკალი
- 60 გ. ქიშმიში
- გული: 15გ. დარიჩინი, 15 გ. გამდნარი კარაქი და 10 გ. შაქრის ფხვნილი
- შაქრის ჭიქურა: 235 გ. გაცრილი ფხვნილი, 30 გ. კარაქი და 5 მლ. ვანილის ექსტრაქტი
მეთოდი: 1 ფუნთუშა დარიჩინით
ნაბიჯი 1: ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, საფუარი, მარილი, კვერცხი, რძე და კარაქი. ეს ყველაფერი მიქსერით ავურიოთ, რომ გახდეს მასა ერთიანი.
- უნდა ვურიოთ 5 წთ–ს მანძილზე, სანამ ცომი არ გახდება პრიალა. თუ ცომი იქნება თხევადი დავუმატოთ ორი ს/კ ფქვილი და ავურიოთ.
ნაბიჯი 2: ხელით მოვზილოთ ცომი და დავუმატეოთ ფქვილი საჭიროებისამებრ.
- მოვათავსოთ ცომი ჯამში
- გადავაფაროთ ზემოდან ნაჭერი და დავაცადოთ ერთი საათი, რომ ცომი გაფუვდეს.
ნაბიჯი 3: სანამ ცომი ფუვდება, მოვამზადოთ გული. პატარა ჯამში ჩავყაროთ დარიჩინი და კარაქი, კარგათ ავურიოთ და გადავდგათ გვერდზე. გავახუროთ ღუმელი 190 ° C .
ნაბიჯი 4: როდესაც ცომი გაფუვდება, მოვხადოთ ნაჭერი, მაგიდას მოვაყაროთ ფქვილი და გადმოვიღოთ ცომი. გავაბრტყელოთ 1/2 სმ. სისქეზე.
ნაბიჯი 5: გაბრტყელებულ ცომს ზემოდან წავუსვათ გული. დავახვიოთ რულეტისებურად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად (3 სმ. სისქით).
ნაბიჯი 6: ეს პატარა ნაჭრები მოვათავსოთ ცხიმწასმულ ლითონის ლანგარზე და ისევ გადავაფაროთ ნაჭერი და დავიცადოთ 15/20 წთ–ის მანძილზე.
ნაბიჯი 7: წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი სათითაოდ კულინარიული ფუნჯით.
ნაბიჯი 8: ჩავდოთ გაზქურაში და გამოვაცხოთ 12–15 წთ.
ნაბიჯი 9: გამოვიღოთ გაზქურიდან და გავაციოთ 10–15 წთ. თქვენი ფუნთუშები მზადაა და შეგიძლიათ მიირთვათ. შეგიძლიათ მიირთვათ ცივიც, მაგრამ თბილი უფრო გემრიელია.
მეთოდი 2: ფუნთუშა კაკლით და ქიშმიშით
ნაბიჯი 1: სამჯერ გაცერით ფქვილი ისე, რომ უნდა დაგრჩეთ 2 3/4 ჭიქა.
ნაბიჯი 2: ჩავყაროთ დიდ ჯამში მშრალი ინგრედიენტები მშრალი საფუარის გარდა, იმის შემდეგ რაც ჩვენ გავცერით ფქვილი.
- ჩავასხათ წყალი, საფუარი, რძე და კვერცხი.
- კვერცხიანი მასა ავურიოთ ფქვილიან მასაში.
- დავამატოთ კარაქი
- ავურიოთ, მანამდე სანამ მასა არ გამოვა რბილი და წებოვანი.
ნაბიჯი 3: ცომი გადავიღოთ ჯამში და მოვზილოთ. დავაფაროთ ზემოდან ნაჭერი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წთ. ცომი უნდა გაორმაგდეს.
ნაბიჯი 4: ავურიოთ ერთმანეთში გულის ინგრედიენტები და გადავდგათ გვერდზე. წაუსვით ლანგარს ცხიმი.
ნაბიჯი 5: გავახუროთ გაზქურა 190 º С.
ნაბიჯი 6: გადმოვიღოთ ცომი ფრქვილ მოყრილ მაგიდაზე და გავაბრტყელოთ ისე რომ მიიღოს მართკთხედის ფორმა.
ნაბიჯი 7: ზემოდან წავუსვათ ცხიმი კულინარიული ფუნჯით და მოვაყაროთ დარიჩინი, შაქარი, დაჭრილი კაკალი და ქიშმიში.
ნაბიჯი 8: დავახვიოთ ცომი რულეტისებურად ისე რომ გამოგვივიდეს გრძელი, ცილინდრის ფორმა. დავჭრათ ნაჭრებათ (გამოვა 6–8 ნაჭერი) და დავალაგოთ ცხიმწასმულ ლანგარზე. გადავაფაროთ ნაჭერი და მოვიცადოთ 20 წთ. შემდეგ გავახუროთ ღუმელი 10 წთ–ის მანძილზე, შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ.
ნაბიჯი 9: გამოვაცხოთ 190 º С , 20–25 წუთის მანძილზე.
ნაბიჯი 10: ავურიოთ ერთმანეთში ჭიქურას ინგრედიენტები და მოვასხათ გამზადებულ ფუნთუშებს.
ორცხობილა მზად არის, გემრიელად მიირთვით !!!
მეთოდი 3: მინი ფუნთუშები დარიჩინით
ნაბიჯი 1: პურის ნაჭერს წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ დარიჩინი.
ნაბიჯი 2: დავახვიოთ პური რულეტისებურად და დავჭრათ 3–4 ნაჭრად.
ნაბიჯი 3: დავდოთ ნაჭრები თეფშზე.
ნაბიჯი 4: იმდენი პურის რულეტი მოამზადეთ რამდენი ნაჭერიც გჭირდებათ.
ნაბიჯი 5: ჩავდოთ თეფში მიკროტალღურ ღუმელში 30 წამის მანძილზე. თუ გინდათ ფუნთუშას მოასხით ჭიქურა.
რულეტი მზადაა, გემრიელად მიირთვით !!!
You must log in to post a comment.