როგორ მოვამზადოთ ხილის კოქტეილი?

  • commail.comedyin
  • August 12, 2016
  • 0

სმუზიხილის კოქტეილის (სმუზის) მოსამზადებლად არ არის საჭირო ზედმეტი ძალისხმევა და დიდი დრო, ეს არის ადვილად მოსამზადებელი დესერტი ან წასახემსებელი (გააჩნია რა ინგრედიენტებს უზამთ). ამ სტატიაში წარმოდგენილია ზოგადად სმუზის მომზადებოს წესი და კოქტეილის ერთი კონკრეტული რეცეპტი.

 

ზოგადი წესები:

1. მოიმარჯვეთ ბლენდერი ან სამზარეულო კომბაინი.


2. დავიწყოთ ხილის მომზადებით. კოქტეილის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ახალი და გაყინული ხილი, მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ მოამზადოთ სასმელი დაკონსერვებული ნაყოფით. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ერთი ან მეტი ხილი, (თქვენი ყველაზე საყვარელი კომბინაციის გამოვლენა ძალიან საინტერესო პროცესია) აი რამოდენიმე ვარიანტი:

  • პოპულარული ვარიანტებია: ატამი, მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ბანანი, ვაშლი, კივი, მანგო, ავოკადო და ბროწეული.
  • წვნიანი, წყლის დიდი რაოდენობით შემცველი ხილეულიც შეიძლება მოერგოს კოქტეილს, მაგალითად: ფორთოხალი, საზამთრო და ანანასი. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ხილი თქვენს სმუზის უფრო თხევადს გახდის, ამიტომ მოგიწევთ გამასქელებლების დამატება, მაგალითად პროტეინის ფხვნილის.
  • თუ კარგ შეხამებას ეძებთ, დასაწყისისთვის სცადეთ მარწყვი-ბანანი ან ატამი-მაყვალი.


3. დაამატეთ სითხე. სმუზის სხვა მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენს სითხე, რომელსაც დაამატებთ. აი რამოდენიმე ვარიანტი:

  • რძე (უცხიმო ან ნატურალური სოფლის) წარმოადგენს პოპულარულ გადაწყვეტილებას.
  • სოიოს რძე გამოადგებათ იმ ადამიანებს, რომლებიც განიცდიან ლაქტოზის აუთვისებლობას, ასევე დაუმატებს ცოტაოდენ ცილას.
  • ბერძნული იოგურტი (ჩვეულებრივი ან ტკბილი) თქვენს კოქტეილს უფრო სქელს გააკეთებს.
  • თხილის რძე (მაგალითად, ნუშის ან ქოქოსის) მიანიჭებს კოქტეილს ახალ გემოს.
  • ჩაი (შავი ან ბალახის) დაამატებს ანტიოქსიდანტებს და სიტკბოს შეგრძნებას შეამცირებს.
  • ხილის წვენი ან კონცენტრატი (გემოვნების მიხედვით) შეიძლება იყოს კოქტეილის გართულების მიზეზი მითუმეტეს თუ თქვენ მოსამზადებლად იყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ან ორ ხილს. (ფრთხილად იყავით, თუ კოქტეილი შეადგენს თქვენი დიეტის ნაწილს, მაშინ შაქრით გამდიდრებული ხილის წვენები არც თუ ისე კარგი იდეაა).
  • ნაყინი, შერბეტი ან გაყინული იოგურტი (თუ თქვენ დაამატებთ ამ ინგრედიენტებს, მაშინ შეგიძლიათ ბოლოს ყინული არ დაუმატოთ.)
  • გაზიანი წყალი სმუზის უფრო მსუბუქს გახდის (სცადეთ ლაიმის ან ლიმონის გემოთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ “სპრაიტი”, მაგრამ უკეთესია “აქვაფრინა” რომელიც უფრო იშვიათად იშოვება.)
  • თუ თქვენს ხელთ არაფერი არ არის მაშინ წყალიც გამოდგება.


4. დაამატეთ პროტეინი (არ არის სავალდებულო). თუ თქვენ გინდათ კოქტეილით ჩაანაცვლოთ საკვების მიჭება, მაშინ დაუმატეთ მას პროტეინის ფხვნილი, სოიოსი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტაა, მაგრამ სხვა რამის არჩევაც შეგიძლიათ.

5. დაუმატეთ ცოტაოდენი მწვანილი (სურვილისამებრ). გააკეთეთ კოქტეილი უფრო სასარგებლო, მასში გარკვეული რაოდენობით მწვანილის დამატებით. კომბოსტო და ისპანაჰი კარგი ვარიანტებია, თქვენ მათი გემოს ამოცნობასაც კი ვერ შეძლებთ. თქვენ ასრვე შეგიძლიათ გასინჯოთ ნიახური და ჭარხალი.

6. დაუმატეთ დამატკბობელი (სურვილისამებრ). თუ თქვენ ფიქრობთ რომ, თქვენ კოქტეილი გამოდის არასაკმარისად ტკბილი მაშინ გამოასწორეთ ეს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ უბრალოდ დაუმატოთ შაქარი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რამოდენიმე სასარგებლო ვარიანტი:

  • მწიფე ბანანი
  • თაფლი (გამოიყენება ბევრ მზა კოქტეილებში)
  • აგავას ნექტარი
  • სტევია (შაქრის ბუნებრივი შემცვლელი)
  • სპლენდა (ხელოვნური შემცვლელი)


7. გააკეთეთ სმუზი უფრო არომატიზირებული (არ არის სავალდებულო). აი რამოდენიმე ელემენტი, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ სასმელში გემოს შესაცვლელად. აირჩიეთ რომელი უფრო მოგწონთ:

  • ვანილის ექსტეაქტი (ერთი ჩაის კოვზი)
  • დარიჩინი (აუმჯობესებს საჭმლის მონელებას)
  • კაიენური წიწაკა
  • მარილი
  • ნუშის ექსტრაქტი
  • ქოქოსი
  • არაქისის კარაქი
  • ნუთელა
  • ან ნებისმიერი ექსტრაქტი თქვენთვის ხელმისაწვდომიდან


8. დაუმატეთ ყინულის კუბიკები (არ არის სავალდებულო). მაშინ როდესაც ბლენდერში აღმოჩნდება ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ ზემოდან რამოდენიმე ყინულის კუბიკი. ერთი პორციისთვის საკმარისია 3-4 ცალი კუბიკი.

  • თუ თქვენ განერვიულებთ, რომ სასმელი გამოვა ძალიან სველი, დაუმატეთ ერთი ან 2 ყინულის კუბიკი. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაუმატოთ მეტი მოგვიანებით.
  • გაყინული ყინულები შეიძლება ატარებდნენ ყინულის შემცვლელის ხასიათს, ასევე ის მას მიანიჭებს უფრო კაშკაშა არომატს. თქვენ შეგიძლიათ გაყინოთ ყინული თქვენთვის ან იყიდოთ უკვე გაყინული ხილი.


9. აურიეთ ყველაფერი ერთად. დააფარეთ ბლენდერს თავსახური და ჩართეთ (რეჟიმი უნდა იყოს საშუალოზე მაღალი) მას შემდეგ რაც ბლენდერი მოერევა ხილს, გადართეთ მისი სიჩქარე ერთი დონით მაღლა. თუ ბლენდერს არ აქ რეჟიმი კოქტეილებისთვის, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ რეჟიმი “პიურე”. დაიწყეთ დაბალი სიჩქარიდან და ურიეთ იგი 1 წუთის განმავლობაში.


10. გამორთეთ ბლენდერი, მას შემდეგ რაც ყინულის კუბიკები დაქუცმაცდება დატოვეთ 1 წუთი ხელუხლებელი. თუ მოგწონთ მისი ესთეტიური სილამაზე ჩაასხით დიდ ჭიქაში.


11. მორთეთ თქვენი კოქტეილი. კენკრა, ლიმონის ან ლაიმის რგოლი, პიტნის ან ოხრახუშის პატარა ღერი დაუმატებს საინტერესო შტრიხს თქვენს კოქტეილში. თუ გაქვთ ტროპიკული განწყობილება დაუმატეთ სასმელს ქოლგა.

კონკრეტული მაგალითი:


1. სცადეთ კოქტეილი არაქისის კარაქისა და ბანანისგან. აი მარტივი რეცეპტი, დიდი ალბათობით ინგრედიენტები თქვენს ხელთ იქნება.

2. მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში. ამ კოქტეილისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი ბანანი
  • 1/8 ჭიქა არაქისის კარაქი
  • 1/2 ჭიქა სოიოს რძე (ან ჩვეულებრივი რძე)
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი


3. ურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვან მასამდე.


4. გადაასხთ ჭიქაში და დატკბით!

Previous «
Next »

Leave a Reply