როგორ მოვამზადოთ ხილის “ქაბაბი”?

  • An'na
  • იანვარი 4, 2016

ქაბაბინებისმიერ ადამიანს შეუძლია დაამზადოს ხილის ქაბაბი, თუმცა ზოგი ამაში უფრო გაწაფული და დახელოვნებულია. ეს მეთოდი ძირითადად ორგანიზებული და გემრიელი ხილის ქაბაბის დასამზადებლადაა.

 

ინგრედიენტები:

  • 5 სხვადასხვა სახის ხილი.

1. აირჩიეთ რა სახეობის ყურძენს გამოიყენებთ.  შეგიძლიათ აირჩიოთ თეთრი ყურძენი, რომელიც მწვანე ფერისაა, ან წითელი და ისფერი ყურძენი.  გაითვალისწინეთ რომ იისფერი და წითელ ყურძენის თესლი აქვს, თუ ემსახურებით ისეთ ადამიანს, ვისაც ეს თესლი არ უყვარს.

ყურძენი

2. აირჩიეთ 5 სხვადასხვა სახეობის ხილი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ  ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი :

  • კანტალუპი (ნესვი)
  • საზამთრო
  • ნებისმიერი სახეობის ვაშლი
  • ნებისმიერი სახის ფორთოხალი
  • ბანანი (შოკოლადში ამოვლებული ბანანი არაჩვეულებრივი იქნება)
  • მარწყვი
  • ქლიავი ან ქლიავის ჩირი
  • გარგარი, ატამი, მანდარინი და ა.შ.
  • ლიმონი
  • მწვანე ლიმონი
  • მსხალი
  • ანანასი

ან უბრალოდ იყავით თავისუფალი არჩევანის გაკეთებაში.

3. შეაგროვეთ თქვენი ხილი და შამფურები. 

ხილი

4. აირჩიეთ რა თანმიმდევრობით ააცვავთ ხილს შამფურზე. ხშირად შამფურის ორივე ბოლოზე ყურძენს ააცვამენ, შემდეგ მას სხვადასხვა ხილს აყოლებენ და ასე შემდეგ. მაგ: ყურძენი, კანტალუპი, ყურძენი, ნესვი, ყურძენი, გარგარი, ყურძენი, ქლიავი, ყურძენი, ვაშლი, ყურძენი. თუ სხვადასხვა ფერის ყურძენს იყენებთ, მაშინ გაითვალისწინეთ ისიც.

აგება

5. გამოიყენეთ  ეს პროცესი შამფურზე ასაგებად:

ააგეთ შამფურზე

  •  ყურძენი
  • ხილი
  • ყურძენი
  • ხილი

ასე დაამზადეთ იმდენი ქაბაბი, რამდენიც გსურთ.

ქაბაბი

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.