როგორ მოვაშოროთ ტონალური კრემის ლაქები ტანსაცმელს?

  • commail.comedyin
  • აპრილი 2, 2014

ტონალურიმრავალმა ქალმა იცის, რომ ძალიან ძნელია ტანსაცმელიდან ტონალური კრემის ლაქების გამოყვანა. ზოგიერთი მათგანი ლაქებთან ბრძოლის სხადასხვა ხერხს მიმართავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთ ლაქებთან გამკლავება ვერ ხერხდება და საყვარელი ნივთი ხშირად უვარგისი ხდება. ტონალური კრემის ლაქების შიში წარსულში დარჩება, თუ შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებთ. 

 

ტონალური ტანსაცმელზეთუ შენიშნეთ, რომ ტონალური კრემი ტანსაცმელზე მოხვდა, მაშინვე დადეთ დასვრილი სამოსი სუფთა პირსახოცზე. იმ ადგილზე, სადაც ტონალური კრემი ლაქაა დაასხურეთ ოდნავ თბილი წყალი.

 

 

თმის კონდინციონერიაიღეთ თმის კონდიციონერი, მცირე რაოდენობით გადმოისხით ხელზე და თითებით შეაზილეთ ლაქას ისე, რომ ცოტა აქაფდეს. ამის შემდეგ დალაქავებული ტანსაცმელი, რომელზეც დასხმულია კონდიციონერი, დატოვეთ დაახლოებით 30 წუთი.

 

რეცხვამოცემული დროის გასვლის შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ისე, როგორც რეკომენდებულია მწარმოებლის მიერ, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებული წყლის ტემპერატურული რეჟიმი და სარეცხი საშუალების ტიპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოთ ქსოვილი და საბოლოოდ გაფუჭოთ ტანსაცმელი (გადახედეთ: როგორ გავრეცხოთ სწორად?)

 

იატაკიასევე ძალიან მნიშვნელოვანია არ გარეცხოთ ტანსაცმელი მანამდე, სანამ არ დაასხავთ თმის კონდიციონერს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტონალური კრემის ლაქების მოშორება ძალიან გაძნელდება, რადგან რეცხვის დროს თბილმა წყალმა შეიძლება პირიქით ჩაამაგროს ლაქა ქსოვილში. ასეთ შემთხვევაში მისი გამოყვანა შეუძლებელი გახდება.

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.