როგორ მოვექცეთ ბავშვებს ინფექციური დაავადებების დროს?

  • nincho
  • September 16, 2016
  • 0

ინფექციური დაავადებასტატიაში განხილულია ის საერთო ქცევები, რომლებიც მისაღებია დაავადებათა ისეთ კატეგორიებზე გათვალისწინება როგორიცაა: გრიპი, ანგინა, ანთებითი პროცესები, ქუნთრუშა, დიფთერია, წითელა, მუცლის ტიფი და სხვა.

ბავშვის მწვავე ფორმის, მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადების დროს უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მომენტები:

1) ავადმყოფობის დროს ბავშვს ჭამის მადა ეკარგება, ის ვერ ჭამს თავის ჩვეულებრივ ულუფას;

2) ყოველგვარი ავადმყოფობა შეიძლება გართულდეს კვების რეჟიმის დარღვევის გამო;

3) უჭმელობა ან ხარისხობრივად არასრულფასოვანი საკვების ჭამა ასუსტებს ბავშვის ორგანიზმს, მის წინააღმდეგობის უნარიანობას.

ამიტომ დაავადებულ ბავშვს არ უნდა მიეცეს რაოდენობრივად ბევრი საჭმელი, რომ არ მოხდეს მისი საჭმლის მომნელებელი ორგანოების გადატვირთვა, მაგრამ ამავე დროს საკმაო რაოდენობით უნდა მიეცეს სრულფასოვანი, ყველა საჭირო ნივთიერების და ვიტამინის შემცველი საკვები.

სიცხიან ბავშვს, ჩვეულებრივი საჭმლის გარდა, ხშირად უნდა მივაწოდოთ წყალი ან ჩაი, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ოფლის სახით დაკარგული სითხის ასანაზღაურებლად.

1-2 წლის ბავშვის კვების რაციონიდან, თუ მას დიდი სიცხე აქვს, დროებით გამოითიშება ხორცეული კერძები და შავი პური, თეთრი პურიც ნაწილობრივ ორცხობილათი შეიცვლება.

დედა შვილი ჭამენ ბოსტნეულს

ავადმყოფ ბავშვს არ უნდა მიეცეს უხეში ხილ-ბოსტნეული უმად. ხილის ნაცვლად შეიძლება ბავშვს ახლად გამოხდილი ხილ-კენკრის წვენი მივცეთ.

ზოგად მითითებებშიც შეიძლება შევითანოთ ზოგიერთი კორექტივი ბავშვის ავადმყოფობის თავისებურების შესაბამისად. მაგალითად, როდესაც ბავშვს, გარდა დიდი სიცხისა, უძნელდება საჭმლის როგორც ღეჭვა, ისე ყლაპვა, მას თხიერი ან ნახევრად თხიერი საკვები უნდა მივცეთ, რათა არ მოხდეს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. ასეთ შემთხვევაში ანგარიში უნდა გაეწიოს ბავშვის სუბიექტურ განწობილებასაც.

ყივანახველის, მწვავე ბრონქიტის, პნევმონის, პლევრიტის და სხვა დროს ბავშვს ხშირად ძლიერი ხველა აუვარდება ხოლმე, რასაც მეტწილად პირღებინება მოსდევს. ასეთ შემთხვევებში ბავშვს არ უნდა მიეცეს ისეთი საკვები, რაც ყელს გაუღიზიანებს და ხველას აუტეხს (ორცხობილა დაულბობლად, მშრალი ნამცხვრები). ყურძენი ან ყურძნის წვენი ბავშვს ხშირად უნდა მივცეთ, მით უმეტეს პირღებინების შემდეგ.

ქუნთრუშით დაავადებულ ბავშვს არ უნდა მივცეთ ხორცეული კერძები, განსაკუთრებით ავადმყოფობის პირველ პერიოდში, როდესაც მოსალოდნელია მოხდეს გართულება თირკმლების მხირვ. მეორე პერიოდში, თუ გართულების ნიშნები არ არის, ბავშვს შეიძლება მიეცეს მოხარშული თეთრი ხორცი და ახალი თევზი.

უჭმელობა

წითელათი დაავადებულ ბავშვს ჭამის მადა ეკარგება (საკვების დაძალება არ არის საჭირო).

ამ შემთხვევაში ხშირია კუჭის აშლილობა, ამიტომ უნდა ვერიდოთ საჭმლის მომნელებელი ორგანოების გადატვირთვას, ბავშვს მიეცით მხოლოდ მსუბუქი საჭმელები.

მუცლის ტიფი – ამჟამად მიღებულია, რომ მუცლის ტიფის დროს არ არის საჭირო ზედმეტად მკაცრი დიეტის დაცვა. დიეტა უნდა იყოს მრავალფეროვანი და სრულფასოვანი.

ტიფით დაავადების პირველ პერიოდში მაღალი ტემპერატურის მქონე ბავშვს სრულებით არა აქვს ჭამის მადა; მას უნდა მიეცეს ფაფეული, თეთრი ხორცის კატლეტი, ნედლი თევზი, ხილის წვენი, კისელი, კომპოტი, ლიმონიანი დაშაქრული ჩაი და სხვა. როგორ სხვა, მწავე ფორმის ინფექციური დაავადების, ისე მეცლის ტიფის დროს ავადმყოფ ბავშვს გადიდებული ნორმით უნდა მიეცეს შაქარი-გლუკოზა.

მაგარი საჭმელების (პური, შემწვარი ან მოხარშული ხორცი) მიცემა შეიძლება ტემპერატურის ნორმალურ დონეზე დასვლიდან 10-12 დღის შემდეგ.

პარატიფით დაავადების დროს დიეტას უფრო ინდივიდუალური სახე ეძლევა იმის მიხედვით, თუ როგორ მდგომარეობაშია ავადმყოფი ბავშვის კუჭ-ნაწლავი.

 

Previous «
Next »

Leave a Reply