როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე

  • ihow.ge
  • January 17, 2013

ინფორმაცია_სუბიექტზეინფორმაციის მოპოვება სუბიექტზე ნელ-ნელა სულ უფრო მარტივი ხდება, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაცია ბეჭდურიდან ნელ-ნელა გადადის ელექტრონულ ვერსიაზე, რაც თავის მხრივ ამარტივებს მასზე ხელმისაწვდომობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ არ გიწევს სახლიდან გასვლა იმ ინფორმაციის მისაღებად რაც საჯაროა, მაგრამ კვლავაც და კვლავაც ინფორმაციის არ ქონის გამო ბევრმა არც იცის მათ შესახებ ან თუ იცის არ იცის როგორ მოიხმაროს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.

ამ სტატიაში როგორც მიხვდით ვისაუბრებთ ადამიანის შესახებ ინფორმაციის მიღების ელექტრონულ მეთოდებზე, რაც მთავარია ეს მეთოდები არის ლეგალური და მათი გამოყენება არანაირ საფრთხეს შეიცავს არც მომხმარებლისთვის და არც იმ პიროვნებისათვის ვის შესახებაც ინფორმაციის მოპოვება გსურთ.

პიროვნებაზე ინფორმაციის მოპოვებისას პირველი, რაც უნდა გავხსნათ ეს არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. საჯარო რეესტრის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ ფიქსირდება თუ არა უძრავი ქონება იმ ადამიანზე ვის შესახებაც ინფორმაციის შეგროვება გსურთ, ასევე არის თუ არა რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ, ადევს თუ არა საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, ან იმყოფება თუ არა მოვალეთა რეესტრში.

უძრავი ქონება

იმის გაგება უფიქსირდება თუ არა უძრავი ქონება ამა თუ იმ პიროვნებას შესაძლებელია, როგორც უკვე აღვნიშნეთ საჯარო რეესტრის დახმარებით, შედიხართ განცხადებების და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნის ლინკზე : https://naprweb.reestri.gov.ge/#st_intro, სადაც აწვებით ღილაკს განცხადების ძებნას, გამოვა ფანჯარა სადაც წერთ თქვენთვის საინტერესო პიროვნების სახელს და გვარს (ან პირად ნომერს) და შემდეგ აწვებით ძებნის ღილაკს.

უძრავი_ქონების_ძებნა

სურათზე დეტალურად არის ნაჩვენები სად იწერება პიროვნების მონაცემები და სად მდებარეობს ძებნის ღილაკი.

რამოდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ იგივე ფანჯარაში გამოვა ძიების შედეგები, რის შემდეგაც დაინახავთ ამონაწერები (თუ ფიქსირდება უძრავი ქონება ან თუ იყო დაინტერესებული პირი და გააკეთა ამონაწერი რომელიმე უძრავ ქონებაზე) ან დაინახავთ ცარიელ ფანჯარას სადაც ეწერება რომ არაფერი მოიძებნა და ძიების შედეგი 0-ია, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენს მიერ ძებნილ პიროვნებას არანაირი შეხება არ ჰქონია არც თავის და არც სხვის უძრავ ქონებასთან, თუ პიროვნებაზე ფიქსირდება უძრავი ქონება ან იყო დაინტერესებული პირი ამონაწერის გახსნის შემდეგ თქვენ შეძლებთ მისი პირადი ნომრის გაგებას (რაც თავის მხრივ მასზე ინფორმაციის შეგროვებაში ხელს შეგვიწყობს და გაგვიადვილებს საქმეს).

(განცხადებების და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნზე შეიძება კიდევ დამატებით საუბარი მაგრამ აღნიშნული ცდება ჩვენი სტატიის ფარგლებს, მისი განხილვა შესაძლებელია სხვა დამატებით სტატიაში).

ინდივიდუალური მეწარმე

ჩვენს მიერ ძებნილი პიროვნება არის თუ არა ინდ.მეწარმე ამის გარკვევაში გვეხმარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრი. ინდივიდუალური მეწარმის საძიებო ლინკი: https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state=search

ისევე როგორც უძრავი ქონების შემთხვევაში ინდ. მეწარმის შემთხვევაში ორგ. დასახელება-ში ვწერთ ჩვენთვის საინტერესო სუბიექტის სახელს და გვარს და ვაწვებით ღილაკს ძებნა.

ინდ.მეწარმის_ძებნა

სურათზე დეტალურად არის ნაჩვენები სად იწერება პიროვნების მონაცემები და სად მდებარეობს ძებნის ღილაკი.

სახელი და გვარის მითითების შემდეგ შეიძლება ამოვარდეს რამოდენიმე ამონაწერი ამიტომ, მოგიწევთ თითოეული ამონაწერის გახსნა და დამატებით იქ მითითებული მონაცემების მიხედვით თქვენთვის საინტერესო სუბიექტის ამოცნობა.

ინდ.მეარმის_ამონაწერი

სურათში არის ნაჩვენები შემთხვევა როდესაც რამოდენიმე შედეგს აგდებს ერთი და იმავე სახელით და  გვარით, შავი ისრებით კი მითითებულია ის ღილაკები, რომლითაც შეგვიძლია დეტალური ინფორმაცია მივიღოთ სუბიექტზე მისი ინდ.მეწარმის ამონაწერის საშულებით

ამონაწერის_გახსნა

წითელი ისრით მითითებულია ამონაწერის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქცია, ამის შემდეგ მსგავსი ფუნქციით გახსნით ამონაწერს და მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას საძიებო სუბიექტზე: პირად ნომერს, იურიდიულ მისამართს, ელ.ფოსტას და თუ გაგიმართლათ მობილურის ნომერსაც კი.

საჯაროსამართლებრივი შეზღუდვებისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრს და მოვალეთა რეესტრს დეტალურად არ განვიხილავთ რადგან ამის მიხედვით თქვენ უბრალოდ გებულობთ აქვს თუ არა დავალიანება სუბიექტს ვინმეს მიმართ რომელიც უკვე გადაცემულია აღსრულებაზე ან ადევს გირავნობა ან იპოთეკა და ვერაფერს სხვა კონკრეტულს ვერ გაიგებთ, ამიტომ მხოლოდ ლინკებს დავდებთ, ხოლო მუშაობის პრინციპი იგივეა როგორ უძრავი ქონებისა და ინდ. მეწარმის შემთხვევაში. საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა – https://naprlmr.reestri.gov.ge/#st_app_list; მოვალეთა რეესტრი – https://debt.reestri.gov.ge/main.php?s=1.

ზემოთ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით თუ გაგიმართლათ თქვენ უკვე ხელთ გექნებათ თქვენთვის საინტერესო სუბიექტის პირადი ნომერი, სახელი და გვარი. პირადი ნომრით და გვარით კი ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ სუბიექტის მისამართი.

ამომრჩეველთა სია

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო) საშუალებას გვაძლევს საკუთარი თავი გადავამოწმოთ ამომრჩეველთა სიაში და გვაჩვენებს, ჩვენს სახელს და გვარს, დაბადების თარიღს, საარჩევნო უბანს, მისამართს და ასევე ამ მისამართზე რეგისტრირებულ წევრებს, თუ ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი საძიებო სუბიექტის პირადი ნომერი და გვარი შეგვიძლია დავადგინოთ მისამართი და დაბადების თარიღი, ასევე მის მისამართზე რეგისტრირებული წევრების ვინაობა (ანუ ოჯახის წევრები), როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს

შევდივართ ცესკოს მიერ დადგენილ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის გადასამოწმებელ ბმულზე – ცესკოს ამომრჩეველთა სია

ამომრჩეველთა_სია

გამოვა სწორედ ისეთი გვერდი, როგორიც სურათზეა ნაჩვენები, შეიყვანთ სასურველი პიროვნების პირად ნომერს და გვარს და დააწვებით ღილაკს “ძებნა”.

ამომრჩეველთა_სია_ოჯახის_წევრები

სურათზე დეტალურადაა ნაჩვენები როგორ გავიგოთ მონაცემები სუბიექტის ოჯახის წევრებზე ცესკოს დახმარებით

ID ბარათი

იმ შემთხვევისათვის თუ თქვენ გაქვთ სუბიექტის ID ბარათი სამოქალაქო რეესრტის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ პიროვნების მისამართი და ბარათის რეგისტრაციის სტატუსი ID ბარათის ნომრის მიხედვით.

ID_ბარათი

სურათზე ნაჩვენებია ID  ბარათის ნომრის მდებარეობა

ხოლო ბარათის ნომრის შეყვანა ხდება სამოქალაქო რეესტრის მიერ შემოთავაზებული რეგისტრაციის ადგილის შემოწმების ფუნქციის მეშვეობით – ბმული: მოწმობის ნამდვილობის შემოწმება.

მოწმობის_ნამდვილობის_შემოწმება

რეგისტრაციის ადგილის შესამოწმებელ ბმულზე გადასვლის შემდეგ გაიხსნება ისეთივე ფანჯარა როგორიც სურათზეა ნაჩვენები, შეიყვანთ ბარათის ნომერს დააწვებით ღილაკს დამუშავება და მიიღებთ მონაცემებს სარეგისტრაციო მისამართის და რეგისტრაციის სტატუსის შესახებ.

შენიშვნა/განახლება: სამოქალაქო რეესტრი აღარ იძლევა რეგისტრაციის ადგილის შემოწმების საშუალებას, თუმცა დაამატეს მოწმობების ვალიდურობის შემოწმების ფუნქცია.

One thought on “როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია სუბიექტზე

  1. ერობნულ გამოცდებში ჩაბარებულთა პირადი მონაცემები როგორ გავიგო?

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.