როგორ მოვიშოროთ მუცლის ქონი უმტკივნეულოდ?

  • nuca.niblia
  • November 19, 2014
  • 0

ფიტნესიალბათ ყველა ადამიანს სურს, რომ მისი სხეული არაჩვეულებრივ ფორმაში იყოს, ამისთვის საჭიროა გულის წასვლამდე დიეტები, თუმცა არის უფრო მარტივი ხერხებიც, რომლის გაკეთებაც ადამიანებს ხშირად ეზარებათ, თუმცა ძალიან ეფექტურია. პირადად მე ერთ თვეში შევძელი მიმეღწია ჩემთვის სასურველი ფორმებისთვის.

მე აღარ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, თუ რამდენად კარგია ჯანმრთელობისთვის ვარჯიში და ასე შემდეგ, უბრალოდ მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ ვარჯიშისას ხშირად არ ვითვალისწინებთ, გარდა ამისა გასწავლით კოქტეილის მომზადებას, რომელიც ხელს უწყობს მუცლის ცხიმების დაწვას და რომელიც უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში.

ყველას ჰგონია რომ კუნთების ტკივილამდე უნდა ივარჯიშოს და როცა კუნთების საშინელ დაძაბულობას იგრძნობს მხოლოდ მაშინღა დაანებოს თავი ვარჯიშს, მაგრამ მე გეტყვით რომ ეს არაა სწრაფი გამოსავალი, რომლითაც მიზანს მიაღწევთ, რადგანაც პირველი ვარჯიშიდან, მეორე და მესამე დღეს ისეთი საშინელი კუნთების დაძაბულობას მიიღებთ, რომ ვარჯიშის გაგრძელების ყოველგვარი სურვილი დაგეკარგებათ. მაგალითად თუ თქვენ გსურთ რომ გააკეთოთ 50 პრესი, სულაც არაა აუცილებელი 50-ვე  ერთდროულად ამოუსუნთქებლად გააკეთოთ, პირიქით ცუდიცაა, რადგან კუნთი გარკვეული დატვირთვის შემდეგ ვეღარ ახდენს მოქმედებას და დუნდება, შედეგად კი თქვენ იღებთ მხოლოდ დაღლილობას და არა სასურველ ფორმებს. ამიტომ მე გირჩევთ, რომ ყოველი 20-30 პრესის (და არა მხოლოდ პრესისი, არამედ ნებისმიერი სახის ვარჯიშის), შემდეგ 2-3 წუთი მაინც შეისვენოთ.

იგივე შემიძლია გითხრათ ინტენსიური ვარჯიშის შემთხვევაშიც, ყოველდღე ვარჯიში კარგია, მაგრამ უნდა გქონდეთ განტვირთვის დღეც, ანუ დღე როცა თქვენს კუნთებს დაასვენებთ. ეს შეიძლება იყოს კვირაში 2-ჯერ, ან კვირაში ერთხელ ან სულად 10 დღეში ერთხელ. ამას მომავალში თქვენ უკეთ დაარეგულირებთ, დასაწყისისთვის კი კვირაში ან 10 დღეში ერთხელ სჯობია შესვენება, შემდეგ შეიძლება დასვენების დღეების გაზრდა.

პრესი

სტატიის ბოლოს კი მე შემოგთავაზებთ დაპირებული კოქტეილის რეცეპტს, რომელიც არც ისე ცუდია დასალევად, ხოლო თქვენი ქონების წვისთვის კი არაჩვეულებრივია.

მოკლედ რომ ვთქვა, თქვენ დაგჭირდებათ: ერთი ცალი კიტრი, 1ც. ლაიმი (შესაძლოა ლიმონიც), 1ლ. წყალი და ნორჩი პიტნა. გაუფრცქვნელად კიტრს დაჭრით მრგვლად და ჩაყრით 1 ლიტრიანი მოცულობის რაიმე ჭურჭელში ამას დაუმატებთ ასევე მრგვლად დაჭრილ ლაიმს, დააყრით პიტნას და დაასხავთ 1ლ. წყალს. ამ ნარევის გაკეთება სასურველია საღამოს ძილის წინ, ვინაიდან დილით უკვე კარგად იქნება გამჯდარი არომატები. დილით თქვენ ამას გადაწურავთ და მიირთმევთ მიღებულ წვენს მთელი დღის განმავლობაში. სასურველია დალიოთ ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. თავი არ შეიზღუდოთ სხვა სითხეების მიღებაზე. სითხე არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს დაკლებას.

გისურვებთ თქვენთვის სასურველი სხეულის ფორმების, უმოკლეს დროში მიღებას და არ დაივიწყოთ ჩემი რჩევები.

Previous «
Next »

Leave a Reply