ზღარბი ეს არის შინაური ცხოველი რომლის ყიდვას ბევრი ვერ ბედავს, რადგან მისი მოვლა ძნელია. არ აიყვანოთ უპატრონო და ნაჩუქარი ზღარბი. ბევრი გარეული ზღარბი ცოფის გადამტანია. სჯობს ის ზოო მაღაზიაში შეიძინოთ და მაშინვე ვეტერინართან წაიყვანოთ. საერთოდ მისი სახლში ყოფნა არ არის სასურველი ზღარბი იჩხვლიტება და გარდა ცოფისა ბევრი სხვა დაავადების გადამტანია.
სხვა საკითხია რას ვაჭმევთ ზღარბს. სუფრის ნარჩენებს მას ვერ დავუყრით. ის ჭამს მწერებს და მატლებს ასევე კვერცხს ხილს და ბოსტნეულს. მათ ძალიან უყვართ ქათმის ხორცი და რაღა თქმა უნდა მათ ჭირდებათ წყალი. ასევე ისინი თავისით ნადირობენ თაგვებზე. თუ ზღარბი ცხოვრობს ბუნებაში არ არის აუცილებელი აჭამოთ მას ის თავისით იპოვის საკვებს.
თუ ბინაში ცხოვრობთ შეგიძლიათ მისი აივანზე დასახლება. ზამთარში სახლში თუ გეყოლებათ ის ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას, თუ მას სიცივეში დატოვებთ ის მთელი ზამთარი თვალს არ გაახელს, მაგრამ მათთვის აუცილებელია გამოძინება. სხვა შემთვევაში ის მოითენთება და გახდება ავად. ასჯერ აწონდაწონეთ მისი სახლში დატოვების გადაწყვეტილება.
You must log in to post a comment.