როგორ მოვუაროთ თხილამურებს?

  • Creed
  • სექტემბერი 12, 2014

Скачущий лыжникზამთრის სეზონი – მშვენიერი დროის მონაკვეთია. უამრავი ზამთრის სპორტის სახეობაა – თხილამურები, ციგურები, სნოუბორდი და ა.შ. მაგრამ თუ როგორ მოვუართ თხილამურებს ისე რომ არ გიღალატონ მათ საპასუხისმგებლო მომენტებში, ამისათვის საჭიროა წავიკითხოთ შემდგომი ინსტრუქცია

თხილამურების მოვლა

რა დაგვჭირდება?

-გამხსნელი ხსნარი
-წყალი და საპონი
-შესანახი შალითა
-პარაფინი

თხილამურების-გაწმენდა-ihow.geროგორ მოვუაროთ ახალ ნაყიდ თხილამურებს? ახლად ნაყიდი თხილამურები უნდა გავრეცხოთ, მისი ზედაპირი კი უნდა გავწმინდოთ ჭუჭყისგან. თუ ჭუჭყი არ შორდება ჩვეულებრივი საპნის და წყლის გამოყენებით, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხსნელი ხსნარი ან სხვა სპეციალური გამწმენდი საშუალებები.

არასდროს არ გადააჯვარედინოთ ან დააწყვილოთ თხილამურები ერთად, ნებისმიერი ტრანსპორტირების დროს გამოიყენეთ სპეციალური შალითები და მათი დაწყვილებისას მიაწებეთ დამცავი, თხილამურებს შორის.

როგორ შევინახოთ თხილამურები სახლის პირობებში? უპირველეს ყოვლისა ისინი უნდა შეინახოთ მშრალ ადგილას, მოშორებით რაიმე გასათბობი (გამათბობელი) მოწყობილობებისგან. თხილამურები დაალაგეთ იატაკზე, თხილამურების ჯოხებიც საჭიროა შევინახოთ შესაფერის პირობებში.

თხილამურების-სახელოსნო-ihow.geთუ თხილამურის ზედაპირს ვიზუალურად ეტყობა ნაკაწრები, ამ შემთხვევაში თხილამურების მოვლა, ჯობს საკუთარ თავზე სპეციალისტმა აიღოს. მიიტანეთ სახელოსნოში, იქ თხილამურებს გაწმენდენ, მოაპირკეთებენ, წაუსმევენ მაზსს და გააპრიალებენ.

თხილამურების მოვლაში მთავარია – დროდადრო თხილამურის ზედაპურს წავუსვათ სპეციალური მაზი (შეგვიძლია შევცვალოთ შერბილებული პარაფინით). დიდი ყურადღება მიაქციეთ სასრიალო ზედაპირს.

როგორც თხილამურები ასევე სხვა ნებისმიერი სპორტული ნივთი, დროის გასვლასთან ერთად კარგავს თავის ხარისხს. თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენი სპორტული თანამგზავრი, მაშინ მისი მოვლის საკითხი არ გადაწყვიტოთ მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ მასზე უნდა იზრუნოთ მთელი წლის განმავლობაშიც.

კომენტარის დატოვება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.