ყველა ადამიანს სურს სახლში ყავდეს შინაურ ცხოველი.კურდღელი იდეალური ვარიანტია. ისინი არიან ჭკვიანები, საყვარლები, ადვილად ეჩვევიან პატრონს და ძალიან კარგად იცავენ სისუფთავეს. წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას კურდღლების მოსავლელად.
ყველაზე მთავარია ბაჭიას საცხოვრებელი უპოვოთ. გალია არ უნდა იყოს ძალიან პატარა, მაგრამ გიგანტური ზომის გალიაც არ ვარგა. გალიაში უნდა იყოს: ყუთი ქვიშით ტუალეტისთვის, საჭმლის და ძილის ადგილი. გალია დღეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს.
კურდღლების ორსულობა გრძელდება 29-32 დღე. ერთმა კურდღელმა შეიძლება 2-10 კურდღელი გააჩინოს. არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ბაჭიებს თუ დედამ ადამიანის სუნი იგრძნო ის მათ მიატოვებს ან შეჭამს.
კიდევ ერთი მთავარი პუნქტი ბაჭიას და საერთოდ ცხოველების ცხოვრებაში არის საკვები. სწორი რაციონის შედგენა ძალიან ადვილი იქნება. პირადად ჩემი რაციონი ასეთია: დილას ვაძლევ ავშანს და ვუცვლი წყალს (ავშანი ბაჭიას მადას აღძრავს). სადილზე ვაძლევ ბოსტნეულს. საღამოს კი სხვადასხვა ბალახს და ვუცვლი წყალს. დედა კურდღლებს კაპუეტას ვაძლევ (კაპუეტა რძის გამოყოფას ეხმარება)
და რაც ყველაზე მთავარია მათ სითბო და თქვენი სიყვარული ესაჭიროებათ!
You must log in to post a comment.