• Homepage
  • >
  • ჯანმრთელობა
  • >
  • როგორ უნდა მოვექცეთ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე ბავშვებს?

როგორ უნდა მოვექცეთ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე ბავშვებს?

  • landa
  • February 19, 2014

უნარშეზღუდული ბავშვიროგორც იცით შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებს უნდა მოვექცეთ ძალიან თბილად და არ უნდა ვაგრძნობინოთ მათ, რომ არ შეუძლიათ დამუკიდებლად სიარული და ასევე არ უნდა დავაკარგვინოთ მათ იმედი იმისა, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება.

მათ უწევთ ბევრი სირთულის გადალახვა. უწევთ გრძელვადიანი მკურნალობა, ასევე ყოველდღიურობაში, რასაც თქვენ ისე აკეთებთ, რომ ვერც გრძნობთ და არც აქცევთ ყურადღებას, ისინი ყოველივე ამაში დიდ ენერგიასა და შრომას დებენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა არიან მხიარულილები, თბილები, ყურადღებიანები და კეთილგანწყობილი ყველას მიმართ.

რაც მთავარია უმტეს შემთხვევაში არის ისეთი დაავადებები, რომელთა განკურნებაც შეიძლება. მთავარია მათ ქონდეთ ამის მოტივაცია, სურვილი და განწყობა. ამაში კი დიდი წვლილის შეტანა შეუძლია საზოგადოებას. ამიტომ კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ აქ დაწერილ რჩევებს.

ისინი უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ განათლებული და კარგი მოაზროვნეები არიან. ამასთან ერთად ძალიან მგრძნობიარეები და ემოციურები. ამიტომ მათთან ურთიერთობისას არაა საჭირო არანაირი განსხვავებული ქცევა. მოექეცით მათ, როგორც თანასწორს, იყავით მეგობრულები და კეთილგანწყობილები. თუ მათ არ ექნებათ იმის განცდა, რომ მათ უყურებენ განსხვავებული თვალით. მაშინ გახდებიან, უფრო დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და ბრძოლის უნარიანნი. ეს კი დამეთანხმებით ცოტა არაა. საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია მათი რეაბილიტაციისათვის. ამიტომ, როდესაც იცით, რომ შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ თქვენი კეთილგანწყობით, ალბათ არ დაიზარებთ და დაეხმარებით გაუადვილოთ ცხოვრება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან იქნებიან ძალიან ბედნიერები და დამოუკიდებლად შეძლებენ სიარულს და აუხდებათ მათი დიდი ოცნება.

მე მოუწოდებ ყველა შეზღუდულ შესადზლებლობის მქონე ბავშვებს, რომ გულს ნუ გაიტეხთ არ დაკარგოთ იმედი და თქვენი დიდი ოცნება ძალიან მალე ახდება უფალი იყოს თქვენი მფარველი, უფალს ძალიან უყვარხართ თქვენ.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.