როგორ შევარჩიოთ იდეალური საცურაო კოსტიუმი?

  • pacofaco
  • 13/07/2021

საცურაო კოსტიუმი

ზაფხული დასვენების, გარუჯვის და ზღვაზე გართობის პერიოდია. იმისთვის, რომ ზღვაზე იდეალურად გამოიყურებოდეთ, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ საცურაო კოსტიუმი. ხოლო იდეალური კოსტუმის შესარჩევად შემდეგი რჩევების გათვალისწინება მოგიწევთ:

აუცილებელია იცოდეთ თუ როგორი ტიპის ტანი გაქვთ, ვინაიდან ტანის ფორმა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რომელ საოცურაო კოსტუმს მოირგებთ უკეთ. არსებობს სხვადასხვა ტიპის სხეულის ფორმები.

საცურაო კოსტიუმი და სხეულის ფორმები

მსხალი – თუ თქვენი თეძოები ბევრად უფრო ფართოა ვიდრე თქვენი წელი და მხრები, მაშინ თქვენ ნამდვილად მსხლის ფორმის ტანი გაქვთ.

ვაშლი: მსგავსი სხეულის მქონე ქალებს თეძოები და მხრები ერთ დონეზე აქვთ გამოკვეთილი, მათი წელი კი შედარებით ვიწროა.

ქვიშის საათი: ეს უკანასკნელი ძალიან ჰავს ვაშლის ფორმას, ვინაიდან თეძოები და მხრები აქაც ერთ დონეზეა გამოკვეთილი, თუმცა ვაშლის ფორმისგან განსხვავებით ქვიშის საათის  ფორმის სხეულის მქონე ქალბატონებს ბევრად გამოკვეთილი წელი აქვთ.

ბანანი: ბანანის ფორმის მქონე ქალებს თეძო, მხრები და წელი ერთ დონეზე აქვთ გამოკვეთილი.

აარჩიეთ შესაბამისი მაღაზია

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ მაღაზიები საკმაო პოპულარობით სარგებლობს, საცურაო კოსტუმის შეძენისას ეცადეთ, ნაკლებად ისარგებლოთ აღნიშნული მეთოდით, ვინაიდან თქვენს ტანზე იდეალურად მორგებული კოსტუმის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ყიდვამდე მად კარგად მოირგებთ.

შეარჩიეთ ფერი და ქსოვილი

შეარჩიეთ ფერი და ნაჭერი, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი ტანის დადებით მხარეებს. ღია ფერები გამოკვეთს თქვენი სხეულის ნაწილებს, ხოლო მუწი ფერის საცურაო კოსტუმით შეგიძლიათ დაფაროთ უსიამოვნო ადგილები.

თუ თქვენ თეთრი კანი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ შავ ან ღრმა ფერებს, როგორიცაა მუქი იასამნისფერი, შინდისფერი, და ლურჯი. ხოლო თუ თქვენი კანის ფერი შედარებით მუქი შეფერილობისაა, ეცადეთ არჩევანი ღია ფერის საცურაო კოსტუმზე გააკეთოთ.

ამასთან არ მოერიდოთ სხვადასხვა ფერისა და პრინტის მქონე საცურაო კოსტუმების შეძენას.

შეარჩიეთ შესაბამისი ფორმა

მთლიანი საცურაო კოსტუმით თქვენ დაფარავთ გამოყვანილ წელს, ამიტომ აუცილებელია ის იყოს მუქი, ასევე წელს ფარავს 1940-იანი წლების სტილის მაღალი წელის მქონე ბიკინი, რომელიც ასევე სასურველია მუქი ფერის იყოს.

წელის ფორმის გამოყვანაში დაგეხმარებათ ე.წ “ტანკინი”, თუ თქვენ ძალიან მოგწონთ თქვენი წელის ფორმა, თუმცა არ გხიბლავთ თეძოები და ბიუსტი, მაშინ ეს სტილი სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

მკვეთრად ამოჭრილი ტრუსები თქვენს ფეხს ბევრად უფრო გრძელს გამოაჩენს ვიდრე ის სინამდვილეშია, მსგავსი ტიპის ტრუსის ცაცმა შეუძლიათ ასევე გრძელი ტორსოს მქონდე ქალბატონებსაც –  ის თქვენს ტანს იდეალურს გახდის.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ დიდი მკერდის მქონე ქალბატონებისთვის უმჯობესი იქნება თუ აირჩევენ მონოტონურ ლიფსა და პრინტებიან ტრუსს, ასევე არ მოერიდოთ სპორტული საცურაო კოსტუმის ჩაცმას.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.