როგორ შევინარჩუნოთ მკერდის სილამაზე?

  • ninimate
  • October 8, 2013
  • 0

ლამაზი მკერდიქალისთვის მკერდის სილამაზეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მკვრივი და ელასტიური კანი მკერდზე, უპირობო ნიშანია სილამაზის და მომხიბვლელობის. არსებობს რამდენიმე მეთოდი რაც მკერდს მომხიბვლელობას შემატებს და შეუნარჩუნებს.

აუცილებელია რეგულარული ვარჯიში, მაგალითისთვის ძალიან კარგია აზიდვები, ჰანტელები. საუკეთესო საშუალებაა მკერდის გამკვრივებისთვის ცურვა, ასევე დიდი მნიშვნელბა აქვს კარგი ბიუსჰალტერსი არჩევას. გაიკეთეთ წყლის მასაჟები. სხეული ყოველთვის გქონდეთ სწორ პოზიციაში: გამართული ზურგი და წინ წამოწეული მკერდი.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, რის საშუალებითაც შესაძლებელია მკვრივი და ლამაზი მკერდის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს:

მკერდი

1. ყოველდღიუად მიიღეთ კონტრასტული, ცივი და ცხელი, ან თუნდაც მხოლოდ ცივი შხაპი. ეს არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ამკვრივებს მკერდის კანს და კუნთებს.ძუძუ-iHOW.GE

2. მკერდისთვის სასარგებლოა ასევე მასაჟიც, ფრთხილი წრიული მოძრაობებით რბილი ჯაგრისით, მკერდის ირგვლივ. იღლიებიდან ქვემოთ, მკერდისკენ და ზემოთ ისევ იღლიებისკენ.

3. საღამოს ძილის წინ კარგად დაისველეთ მკერდი ცოტაოდენი მარილიანი წყლით.

4. დღეგამოშვებით ბანაობის შემდეგ, ფრთხილად შეიზილეთ დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი. შემდეგ გაიკეთეთ თბილი კომპრესი პირსახოცით. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მკერდი გრილი წყლით.

5. თვეში ერთხელ გაიკეთეთ შემდეგი პროცედურა: ორ სუფრის კოვზ ხაჭოს შეურიეთ ორი ჩაის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. (შეიძლება დაამატოთ ცოტაოდენი არაჟანი. ზაფხუში კი ხილის წვენი) მიღებული მასა დაიდეთ თხლად ყელზე და მკერდზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი, სუსტი გვირილის ნაყენით.

ეს უბრალო ხალხური რჩევები, დაგეხმარებათ ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის და ტაბლეტების გამოყენების გარეშე შეინარჩუნოთ მკვრივი და ლამაზი მკერდი დიდი ხნით. დამეთანხმებით, რომ სილამაზისთვის ნამდვილად ღირს გარჯა.

Previous «
Next »

Leave a Reply