როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა?

  • ihow.ge
  • November 22, 2016
  • 0

ნივთების გადაყრაჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდებს: ვვარჯიშობთ, ვიღებთ მედიკამენტებს, ვიტარებთ გამოკვლევებს, ვიკვებებით სწორად და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ადამიანთა უმრავლესობას ავიწყდება რომ სახლში აქვთ ისეთი ნივთები, რომლებიც წყალში ყრიან ჩვენს ყველანაირ მცდელობას და უარყოფითად და გამოუსწორებლად მოქმედებენ ჯანმრთელობაზე. სწორედ ასეთ დეტალებზე მოგიყვებით ამ სტატიაში, ისინი საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ჯანმრთელობას, რადგან მათთან ყოველდღიური შეხება გვაქვს.

საოჯახო ნივთებთან რომლებთანაც გაქვთ შეხება ყოველდღიურად და ფიქრობთ რომ უვნებელია ხშირად გასდით ვადა და ხდებიან ჯანმრთელობისათვის საშიში, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ და უნდა მოიშოროთ ისინი, ასეთი ნივთები ხშირად არის ჩვენს საძინებელში, სამზარეულოსა თუ აბაზანაში.

გადასაყრელი ნივთები

პლასტმასის ბოთლები და კონტეინერები

მოიშორეთ ისინი თავიდან რაც შეიძლება მალე, ეს შეამცირებს თქვენზე იმ ქიმიური ნივთიერებების შემოქმედებას, რომლებსაც ინი შეიცავენ. ასეთი ქიმიური ნივთიერებებია: ბისფენოლ A (BPA), ბისფენოლ S (BPS) და ფტალატები.

ბისფენოლ A-ს გამოიყენება როგორც ნაერთის პლასტმასთან და პოლიკარბონატთან საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მიუხედავად იმისა რომ ამერიკის ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამის (National Toxicology Program) წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე რომ ეს ნივთიერება ზიანის მომტანია ადამიანის ორგანიზმისათვის, მას მაინც აქტიურად ამზადებენ და გამოიყენებენ საყოფაცხოვრებო ნივთებში.

პლასტმასის ბოთლები

BPA იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და დიაბეტს, ეს მავნე ნივთიერება ასევე ზრდის რისკს მკერდის, პროსტატისა და ფარისებრთა ჯირკვლის კიბოს გაჩენის.

2009 წლის კვლევებმა აჩვენა რომ პლასტმასის ბოთლიდან დალეული წლის შემდეგ ადამიანის შარდში იზრდება BPA-ის დონე.

გაცხელებამ, დიდი ხნით მოხმარებამ და რეცხვამაც კი, შეიძლება გაზარდოს მავნე ნივთიერებების მაჩვენებელი პლასტმასის ბოთლებსა და კონტეინერებში, ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტია მათი ჩანაცვლება მინის ბოთლებითა და კონტეინერებით.

ანტიბაქტერიული საპნები და სარეცხი საშუალებები

თუ თქვენ რეგულარულად ყიდულობთ ანტიბაქტერიულ საპნებსა და სარეცხ საშუალებებს დროა ეს ჩვევა შეიცვალოთ, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

თუ თქვენ ფიქრობთ რომ ანტიბაქტერიული საპნები უკეთესად გიცავთ მიკრობებისა და ბაქტერიებისაგან ძალიან ცდებით. თვით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაც (U.S. Food and Drug Administration) კი ურჩევს მოსახლეობას, რომ ხელი დაიბანონ ჩვეულებრივი საპნითა და წყლით.

ანტიბაქტერიული საპნები და სარეცხი საშუალებები სხვა დანარცენ არასასურველ ნივთიერებებთან ერთად შეიცავენ ნივთიერება ტრიკლოსანს. ეს ჰიგიენური პროდუქტები ასევე შეიცავენ სხვა მავნე ნივთიერებებსაც: ტრიკლოკარბონს, 2-ბუტოქსიეთანოლს, BPA-ს, საღებავებს, ქლორიდს, ფტალატებს და პარაბენს.

ტრიკლოსანს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ფარისებრი ჰორმონის კონცენტრაციაზე, შეცვალოს ჰორმონის რეგულირება ორსულ ქალბატონებში და ხელი შეუშალოს ნაყოფის განვითარებას. სხვა მხრივ ტრიკლოსანი ასოცირდება ალერგიასთან, წონის მატებასა და სხვა ანთებით გამოვლინებებთან.

ჰაერის გამწმენდები

ჰაერის გამწმენდები და ოთახის დეოდორანტები სავსე არიან ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებებით. ისინი შეიცავენ ფტალატებს რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია კიბოსთან და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან.

უმეტეს შემთხვევაში ეს პროდუქტები შეიცავენ 2, 5-დიკლოროფენოლს (2, 5 DCP), რომელიც დაკავშირებულია ადრეულ ასაკში მენსტრუაციასთან.

ჰაერის გამწმენდი

იმის ნაცვლად რომ შენიღბოთ არასიამოვნო სუნი დეოდორანტებიტა და სხვა ქიმური შენაერთებით, ეცადეთ გაარკვიოთ მისი გამომწვევი მიზეზები და მოაგვაროთ ისინი. თუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ მოთხოვნილებებთან, ასეთ შემთხვევაში თქვენ თავად დაამზადეთ ჰაერის გამწმენდები ნატურალური პროდუქტების დახმარებით, ასევე მათი დამზადების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია საცხობი სოდისა და ეთერზეთების კომბინაცია.

პლიუს ამას თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტრუსები და არომატული სუნელები სახლში სასიამოვნო სუნის გასავრცელებლად. დადგით ქოთნები სადაც მოთავსებული გექნებათ, ლიმონი, ფორთოხალი, დაფნა, დარიჩინი, პიტნა ან სხვა ნებისმიერი სასიამოვნო სუნის მქონე ნერგი.

სამზარეულოს ღრუბლები

ის სამზარეულოს ღრუბლები, რომლებსაც რეგულარუად იყენებთ ჭურჭლის დარეცხვის დროს უნდა შეცვალოთ ორ კვირაში ერთხელ, რადგან ეს არის ძალიან კარგი პირობები სხვადასხვა სახის მიკრობებისა და ვირუსების გასავრცელებლად, ნესტიანი და დაბინძურებული ღრუბელი სასათბურე პირობებში ამყობებს სხვადასხვა ბაქტერიებსა და პათოგენებს.

ექსპერტები აცხადებენ რომ ღრუბელს შეუძლია ხელსაყრელი პირობები შეუქმნას 2 მილიონზე მეტ ბაქტერიას ერთ კვ.მ-ზე. ის ასევე არის მინიმუმ 70 000-ჯერ უფრო ბინძური ვიდრე უნიტაზის დასაჯდომი, ამიტომ ყველაზე სუფთა და კარგად შენახული ღრუბელიც კი უნდა შეცვალოთ თვეში მინიმუმ ორჯერ.

ამ შემთხვევაში სარეცხი ნაჭერი არის უკეთესი ვარიანტი ვიდრე ღრუბელი, რადგან ის არის უფრო თხელი და შესაბამისად გამოყენებებს შორის უფრო სწრაფად შრება, თუმცა გამოყენების შემდეგ მისი კარგად გარეცხვა და შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ძველი მიმწვრობის საწინააღმდეგო ქვაბები და ტაფები

მიუხედავად იმისა რომ ადვილად გასაწმენდი და მიმწვრობის საწინააღმდეგო დაფები და ქვაბები ძალიან პოპულარულია თქვენს სამზარეულოში, უმჯობესია გამოემშვიდობოთ.

რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ტეფლონით დაფარულმა გარსმა შეიძლება დაიწყოს ნგრევა მოლეკულურ დონეზე და ტოქსიკური ნაწილაკებისა და გაზების გამოყოფა. როდესაც თქვენ შეისუნთქავთ გადახურებული ტეფლონის მიერ გამოყოფილი ნაწილაკებით გაჯერებულ ჰაერს ამით ხელს უწყობთ თქვენსა და თქვენი ოაჯახის წევრების ორგანიზმში გრიპის მსგავსი სიმპტომების გავრცელებას.

ტეფლონით დაფარული ტაფებისა და ქვაბების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თუჯის ტაფები და ქვაბები. გარდა იმისა რომ თუჯის ჭურჭელი დაგიცავთ მავნე ნივთიერებებისაგან ყოველ ჯერზე როდესაც მასში მოამზადებთ საკვებს, მისი დახმარებით თქვენ მიიღებთ რკინასაც ორგანიზმისათვის.

კონტაქტური ლინზების დაბინძურებული ყუთი

მიუხედავად იმისა რომ კონტაქტური ლინზები ზოგადად საკმაოდ მოსახერხებელი და უსაფრთხოა თუ მათზე შესაბამისად არ იზრუნებთ ისინი ძალიან სახიფათო დაავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცნენ, მათ შორის მხედველობის დაკარგვის.

როდესაც საქმე კონტაქტური ლინზების გამოყენებას ეხება, ბევრი ჩვენგანი ყურადღების გარეშე ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დღის ბოლოს ლინზების მოხსნა და მათი შესაბამის ყუთში მოთავსება. ბინძური ყუთის გამოყენება ერთ-ერთი პირველი წყაროა სხვადასხვა დაავადებათა გამოწვევისათვის.

კონტაქტური ლინზები

ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია (The American Academy of Ophthalmology) რეკომენდაციას გვაძლევს, რომ კონტაქტური ლინზების ყუთი შევცვალოთ ყოველ სამ თვეში ერთხელ, ხოლო ამ სამი თვის განმავლობაში აქტიურად უნდა ვწმინდოთ და ვანიავოთ ის.

კონტაქტური ლინზების ყუთის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მის გაწმენდამდე ხელები კარგად დაიბანეთ საპნით და გაწმენდის შემდეგ დააცადეთ განიავდეს და ისე გაშრეს, ასევე თავი აარიდეთ სხვადასხვა სადენზიფექციო ხსნარების გამოყენებას მისი გაწმენდისას.

ქიმიური ნივთიერებებით გამდიდრებული კოსმეტიკური საშუალებები 

დაწყებული შამპუნით გაგრძელებული ტუჩსაცხით, ფრჩხილის ლაქითა თუ მზისგან დამცავი კრემით, რომელსაც იყენებენ როგორც ქალები ასევე მამაკაცებიც ხშირად არის რომ გამდიდრებულია არც თუ ისე სასარგებლო ქიმიური ნივთიერებებით. იმდენად ბევრია ასეთი პროდუქტები მაღაზიათა დახლებზე რომ უკვე ძალიან გართულდა ამდენი საზიანო პროდუქტიდან შედარებით უვნებელის არჩევა.

არასწორად შერჩეული ნივთი გარანტიაა იმისა რომ მივიღებთ ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს როგორიცაა: ტყვია,ბერილიუმი, თალიუმი, კადმიუმი, დარიშხანი და ა.შ. ეს მავნე ნივთიერებები შეიძლება შეგვხვდეს მაკიაჟისათვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტებში: თვალის ჩრდილებში, ლაინერებში, პუდრებში, ტონალურებში და ტუჩსაცხებში.

როდესაც ყიდულობთ კოსმეტიკურ ნაწარმს არჩევანი გააკეთეთ პროდუქტებზე რომლებიც შეიცავენ მინერალურ პიგმენტებსა და ნატურალურ ზეთებს. საპონისა და შამპუნის შერჩევისას თავი აარიდეთ სინთეთიკურ არომატებსა და ქიმიკატებს, როგორიცაა ტრიკლოსანი, რომელსაც შეუძია ჰორმონის ცვლილებების გამოწვევა ორგანიზმში.

ეცადეთ არ გამოიყენოტ იაფფასიანი მზისგან დამცავი კრემები, რადგან ისინი შეიცავენ ოქსიბენზონს, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობის პრობემების გამოწვევა კანთან შეხების შემდეგ. ეცადეთ შეიძინოთ ისეთი მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს თუთიის ოქსიდს და ტიტანის დიოქსიდს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე რომ რეგულარულად უნდა ამოწმოთ კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადა და მისი ამოწურვისთანავე გადააგდოთ ის.

ძველი და გაცვეთილი კბილის ჯაგრისი

დროთა განმავლობაში რომ ჯაგრისი იცვითება და აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორც თავიდან ალბათ არავისთვისაა გასაკვირი. ძველი და გავეთილი ჯაგრისი ვეღარ უზრუნველყოფს ჩვენი კბილებიდან ნადებისა და ქვების სათანადო მოშორებას. აქედან გამომდინარე მოკლედ გეტყვით რომ მოძველებული კბილის ჯაგრისები დროზე უნდა მოიშოროთ რათა დაიცვათ პირის ღრუ შესაბამისად ბაქტერიებისაგან.

ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაცია (American Dental Association) აცხადებს რომ თუ თქვენ კბილებს იხეხავთ დღეში ორჯერ (და ეს რეკომენდებულია) თქვენ დაგჭირდებათ კბილის ჯაგრისის შეცვლა სამ თვეში ერთხელ. თუ შეამჩნევთ რომ ტქვენი ჯაგრისი გაცვდა სამ თვეზე მალე ეს მიანიშნებს იმაზე რომ თქვენ კბილებს ძალიან ძლიერად და უხეშად იხეხავთ და აზიანებთ მათ (ან ძალიან უხარისხო ჯაგრისი გაქვთ).

იმისათვის რათა ჯაგრისი დაიცვათ დაზიანებისაგან ყოველთვის შეინახეთ ის შესაბამისად – თავდაყირა და მშრალ მდგომარეობაში, ასევე რეკომენდებულია მისი შენახვა თავისივე ყუთში რათა დავიცვათ ობისა და ბაქტერიებისაგან.  გაითვალისწინეთ შენახვამდე ის კარგად უნდა გარეცხოთ ონკანის წყლით.

გაცვეთილი სარბენი ფეხსაცმელი (ბოტასები)

ზომიერი სირბილი ყოველდღიურად ძალიან კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა გაცვეთილი ბოტასებით სირბილი ძალიან ცუდია თქვენი ფეხებისათვის. კარგი სარბენი ფეხსაცმელი უხეშად რომ ავტომობილის ენაზე რომ ვთქავათ გაგვატარებს 600-700 კმ-ს, ასე რომ თუ თქვენ კვირაში დარბიხართ 50 კმ-ს მაშინ თქვენი ბოტასები უნდა შეცვალოთ დაახლოებით 3 თვეში ერთხელ.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, გრძელვადიანი გამოყენების შემთხვევაში ბოტასი (მისი ძირი) კარგავს ე.წ შოკის შტანთქმელ ეფქტს, რაც თავის მხრივ ნიშნავს რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თქვენს კუნთებზე, ძვლებსა და მყესებზე მოდის დიდი დაწოლა, რაც ზრდის დაზიანების რისკებს.

გაცვეთილი ბოტასი

გაცვეთილი სარბენი ფეხსაცმელი შეიძლება იყოს მიზეზი, მუხლების, ზურგის და ფეხის კუნთების ტკივილისა, ასევე მან შეიძლება გაგრძნობინოთ ტერფების ყრუ ტკივილი დილაობით.

იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ არ დარბიხართ საკმაოდ ბევრს, სარბენი ფეხსაცმელი ეცადეთ შეცვალოთ 6 თვეში ერთხელ. ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ ბოტასები უნდა შეიცვალოს არის, თქვენი შეგრძნება, როგორც კი შეამჩნევთ რომ ბოტასი აღარ არის ისეთი კომფორტული და დამყოლი როგორც თავიდან, ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ მას უნდა შეელიოთ.

გაწელილი ბიუსჰალტერი (ლიფი)

ყველა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შოპინგის დროს ყოველ ექვს თვეში ერთხელ დრო დაუთმოს თავისი ბიუსჰალტერების განახლებას. როდესაც იგრძნობთ რომ ლიფი გახდა არაკომფორტული ეცადეთ შეცვალოთ ის, რადგან მოუხერხებელი და გაწელილი ლიფის ტარება თვეობით არც თუ ისე კარგია თქვენი ჯანმრთელობისათვის.

თქვენი ლიფის ელასტიურობა დროთა განმავლობაში კარგავს ეფექტურობას, ეს იწვევს მის ფუნქციათა დაქვეითებას. ამან კი შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენი მკერდის ჩამოწელვას, ზურგისა და კისრის ტკივილი. პრობლემა კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს თუ თქვენ ვარჯიშობთ ხოლმე გაწელილი ლიფით.

იმისათვის რომ ლიფმა დიდხანს გაძლოს, ეცადეთ არ გარეცხოთ ის სარეცხ მანქანაში, ასევე არასოდეს მოატავსოთ ის საშრობში, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება ქსოვილმა დაკარგოს თავისი ფუნქციები, შეიცვალოს ფორმა ან დააზიანოს ზონარი. ყოველთვის გარეცხეთ ლიფი ხელით და გრილი წყლით, შემდეგ კი გააშრეთ ის მშრალ ადგილას.

Previous «
Next »

Leave a Reply